რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან რუსული კლუბების ("დინამო" და "როსტოვი") გამოვარდნის შესახებ ისაუბრა.
"თბილისის "ლოკომოტივი" რუსეთის მეორე ლიგის ტიპური გუნდია, აი, "მაკაბი" კი ნამდვილად თამაშობს ფეხბურთს. ებრაული გუნდის ფეხბურთელები ბურთს აკონტროლებდნენ, გახსნა იცოდნენ, პრესინგი და დაცვაში კარგად იდგნენ. ჩვენები კი არც გუნდურად და არც ინდივიდუალურად არ ვარგანან", - თქვა კოლოსკოვმა.
ამ "მეორე ლიგის ტიპურმა გუნდმა" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მილიონებით დახუნძლული მოსკოვის "დინამო" გამოთიშა და გასვლაზე ესპანეთში კაცნაკლულმა "გრანადასთან" 0:2 წააგო.
რატომ არ გინდათ კრიტიკის მიღება? მოსკოვის დინამო რომ გამოთიშა, გასაგებია, მაგრამ რეალურად რომ მართლა რუსეთის მეორე ლიგის დონის გუნდია, ეს არ იცით, რომ სიმართლეა? არ გვინდა სიმართლეს თვალებში შევხედოთ? იბრძოლეს და თავიანთი მაქსიმუმი დადეს ამ თამაშებში ფეხბურთელებმა, მაგრამ დონით და კლასით სადაც ვართ, ეს არ უნდა გავიაზროთ????!!!
(არ დამიბლოკოთ!!!)
ფეხბურთი აღარ არსებობს არაა