რომან ფიფია: ყველაფერი გავაკეთე ევროპა ლიგის ჯგუფში მოსახვედრად...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა და მფლობელმა რომან ფიფიამ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "სპორტი იმედზე" ფარერის კუნძულებზე განცდილი მარცხის შესახებ ისაუბრა.

"ნამდვილად, მე ვერც წარმომედგინა, რომ ფარერების გუნდი მოგვიგებდა. სამწუხაროდ, ასე მოხდა და ძალიან მტკივნეული მარცხი განვიცადეთ. ამას რა ახსნა უნდა ქონდეს? რა და შეხვედრა მოგვიგეს, ჩვენ წავაგეთ. შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ წაგებას გამართლება არ აქვს. მეც ჩვენი გულშემატკივრების მსგავსი განცდა მქონდა - როგორ წავაგეთ ასე ფარერების კლუბთან? მართალია, ამ კუნძულებზე ფეხბურთი ბოლო წლებში ძალიან განვითარდა, თუმცა მაინც... რა სიტყვებით ვანუგეშო
ფანები? მე ყველაზე მეტად მინდოდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებ.

სპეციალურად ჩავედით 2 დღით ადრე, რათა ბიჭებს კარგად დაესვენათ, ჩარტერული რეისით და ა.შ. მატჩის წინ განწყობა გუნდში მშვენიერი იყო, ასეთ წაგებას ვერაფერი მოასწავებდა. წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ მათგან მხოლოდ მოგებას ველოდებოდი. ისიც ავუხსენი, რომ წაგებას არავინ გვაპატიებდა. ვფიქრობ, მეტოქე სათანადადოდ ვერ დააფასეს.

პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილებების მიღება შემიძლია. დღეს მიმდინარეობს შიდა ჩემპიონატი და ბიჭებს დასამტკიცებელი აქვთ, რომ ღირსეული მოთამაშეები არიან და ფარერებზე მომხდარ ფაქტს პასუხი უნდა გასცენ. ცხადია, ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, თუმცა ყველაფერს სეზონის ბოლოს შევაფასებთ.

იცით რა, საქართველოში კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა ადვილი ნამდვილად არ არის. გნებავთ, ციფრებით ვილაპარაკოთ? ჩისკო ხელფასის სახით 25 000 ევროს იღებდა, გიორგი ლორია - 20 000 დოლარს. ასეთი პერიოდიც გვქონდა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე მაინც ვერ გავედით. ამ გუნდს მე ვაფინანსებ და რისი საშუალებაც არის, ისე ვაფინანსებ. პირდაპირ ვაცხადებ, რომ საკმარისი ბიუჯეტი არ გაგვაჩნია.

ქართველ ნიჭიერ ბიჭებს რაც შეეხებათ, ყველას წასვლა უნდა,  იქნება ეს რუსეთი თუ ევროპა - ყველას საქართველოდან წასვლის სურვილი გააჩნია.  ვერ ვაჩერებთ, არ ჩერდებიან, როგორც კი გამოჩნდებიან, მაშინვე წასვლისკენ აქვთ თვალყური მომართული - უკეთეს ჩემპიონატში, უკეთესი ხელფასის გამო. ამაზე ფეხბურთელებთანაც გვისაუბრია. არ არის მოთამაშე, ვისაც ეტყვი კიდევ ერთი წელი დარჩეს - შეიძლება უთხრა 3 თვე, 6 თვე, მაგრამ ერთი წელი გამორიცხულია. ჩვენი აკადემიის აღზრდილი ბიჭები ძირითად გუნდში თამაშობენ, ახლა გიორგი მამარდაშვილის დაბრუნებასაც ვაპირებთ.

ჩვენს ფანებს მინდა მივმართო, ჩისკო არსად მას 2 წელს ვაძლევთ. იქნება პროგრესი? გუნდში 5 წლით დარჩება!

ბოლოს მინდა ვთქვა, თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც ჩემს საქმეს გადაიბარებს, თანხებს დახარჯავს და საქმეს განაგრძობს, მოვიდეს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები,"- განაცხადა ფიფიამ.

მკითხველის კომენტარები / 83 /
დინამო მწყემსების ბულკი , ეს ფიფია მევახშე მატყუარა , და ამ იმედის ტელევიზიას უყურებს კიდე ვინმე ქოცხროვის გარდა? ტფუი თქ....ნი
სიმართლე
28 სექტემბერი 2020 00:19
12
იმედი რა შუაშია მეგობარო, ფიფია არის ნაციონალი. მისი ძმა ერთ-ერთ რეგიონში ნაციონალების მაჟორიტარია - რონალდ ფიფია. შეგიძლია გადაამოწმო ))
რომა
28 სექტემბერი 2020 01:09
6
მადლობა ბატონო რომან, კიდევ კარგი, რომ ყველაფერი გააკეთეთ, თორემ რამე რომ დაგეკლოთ 9:0 დავმარცხდებოდით! ის ერთი გოლი ხომ შემთხვევით არ გაგვიტანია, ჩვენი პროფესიონალიზმის დამსახურება იყო.
ფანი ნეტარი
28 სექტემბერი 2020 21:06
0
ასე სამარცხვინო წაგების მერე, რომელ 2 წლიან პროგრესზე ლაპარაკობს, მთელი გუნდი და მწვრთნელი შესაცვლელია. საქართველოში ვერ მონახა ჩისკოზე უკეთესი დინამოელი მწვრთნელად? ეს კაცი ანადგურებს საერთოდ თბილისის დინამოს სახელს.
gio
28 სექტემბერი 2020 08:08
0
ეს მარტლა უნამუსო კოპილა რა გააკეტე ბენიო მოიკვანე გუნდჰი დინამო ტბილისი და ბენიო სხვებზე არაპერს ვამბობ დინამო გადააკციე პულის საჰოვნელ დანადგარატ ცადი რა დროზე ჰენი ადგილი კარგად იცი სადაცაა არ ვიგინები დამბლოკავტ კვასხვადზეს რო გუნდჰი მიიკვან კაი რა
lekso kutaisi
28 სექტემბერი 2020 07:59
0
ვარიანტად შემომაქვს "დინამოს" სააქციო საზ
გარდაქმნა, გაიყიდოს აქციები და მართვაში მხოლოდ ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ჩარევა, სხვა ყველაფერი ფუჭია, დღეს ის კერძო საკუთრებაა, კაი გაყიდა რომამ, იყიდა ჟორამ და რა შეიცცლება, საქველმოქმედო ორგ. მანდ არ მოვა და ამიტომ სააქციო საზოგადოება, საერთო კონცესუსით დანიშნული მენეჯმენტი არაა ურიგო ვარიანტი.
vaxo
27 სექტემბერი 2020 19:00
0
მოდით ფედერაციასაც დავუსვათ ერთი შეკითხვა და კეთილი ინებონ გაგვცენ პასუხი, კაცი, ომელმაც ჩვენი საამაყო და საყვარელი გუნდი ასეთ დღეში ჩააგდო, რატომ არის ფედერაციის პრეზიდიუმში გამოჯგიმული. გვიპასუხეთ, თუ ფიფიასთან არ გაქვთ ვასვასი. ფედერაციას აქვს თავის წილი პასუხისმგებლობა, ტყუილად ნუ გაიმართლებენ თავს, რომ კლუბი კერძოა, არ ვჭამთ მასეთ პასუხს.
მერაბი
28 სექტემბერი 2020 13:58
0
ფუი ეშმაკს. გაქრი, გაქრი, გაქრი!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გულშემატკივარი 50-წლიანი სტაჟით
29 სექტემბერი 2020 13:28
1
"ქართველი ხალხის თავმოყვარეობა" რომ გადავარქვათ დინამოს არ ჯობია? უფრო ადეკვატური იქნება სახელი და რეალობასაც უფრო ასახავს. თქვე კაი ხალხო - ამას იმედში მოწვევა კი არ უნდა, უნდა გადაყენება. კერძო მფლობელი რომაა ამიტომ იყო აქ ბევრჯერ კარგი იდეა, რომ გამოვისყიდოთ დინამო, ყველამ. დინამოზეა დამოკიდებული მთელი ქართული ფეხბურთის მომავალი. ძლიერი დინამო ძლიერი ჩემპიონატის საწინდარია და ნაკრების ხერხემალი. ეს კიდევ გადავიდეს სადმე პატარა კლუბში და იგივე იქ გააკეთოს. რაც დინამოში დამღუპველია , იმ პატარა კლუბში იდეალური იქნება და იქიდან ყიდოს ეს ფეხბურთელები.
გადასარევი გიორგი
28 სექტემბერი 2020 14:23
0
ბატონო რომან, რა ვქნა, რიტ გაგახაროტ, საქმე ისაა, რომ ლამბროზოს ტეორიის მიხედვით კრიმინალისა და არამზადას ჰაბიტუსი გაქვთ, შეიძლება ხართ კიდეც, რადგან არამხოლოდ გამომეტყველება მსჯელობაც არამზადული და კრიმინალური გაქვთ...გინდათ მოგვატყუოთ ბატონო რომან ფიფია? ამასთან დაკავშირებიტ მოგიძღვნით ერტ ლექსს:- არა ბატონო მელაო, ახლა აღარა ბნელაო, ამოდი ხეზე დაგვახტი ეზე"...
fifia
28 სექტემბერი 2020 01:22
1
"კლაკსვიკის" ფეხბურთელები უფრო სწრაფები იყვნენ და ერთი შეხებით უფრო კარგად თამაშობდნენ. მოიწვიეთ მწვრთნელი, რომელსაც ამის სწავლება შეუძლია და შედეგიც გაუმჯობესდება, ფეხბურთელების ფასიც გაიზრდება და უკეთეს ჩემპიონატებშიც გადავლენ!
მენტალური მომზადების ცენტრი
27 სექტემბერი 2020 21:11
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული