რომან ფიფია: ყველაფერი გავაკეთე ევროპა ლიგის ჯგუფში მოსახვედრად...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა და მფლობელმა რომან ფიფიამ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "სპორტი იმედზე" ფარერის კუნძულებზე განცდილი მარცხის შესახებ ისაუბრა.

"ნამდვილად, მე ვერც წარმომედგინა, რომ ფარერების გუნდი მოგვიგებდა. სამწუხაროდ, ასე მოხდა და ძალიან მტკივნეული მარცხი განვიცადეთ. ამას რა ახსნა უნდა ქონდეს? რა და შეხვედრა მოგვიგეს, ჩვენ წავაგეთ. შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ წაგებას გამართლება არ აქვს. მეც ჩვენი გულშემატკივრების მსგავსი განცდა მქონდა - როგორ წავაგეთ ასე ფარერების კლუბთან? მართალია, ამ კუნძულებზე ფეხბურთი ბოლო წლებში ძალიან განვითარდა, თუმცა მაინც... რა სიტყვებით ვანუგეშო
ფანები? მე ყველაზე მეტად მინდოდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებ.

სპეციალურად ჩავედით 2 დღით ადრე, რათა ბიჭებს კარგად დაესვენათ, ჩარტერული რეისით და ა.შ. მატჩის წინ განწყობა გუნდში მშვენიერი იყო, ასეთ წაგებას ვერაფერი მოასწავებდა. წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ მათგან მხოლოდ მოგებას ველოდებოდი. ისიც ავუხსენი, რომ წაგებას არავინ გვაპატიებდა. ვფიქრობ, მეტოქე სათანადადოდ ვერ დააფასეს.

პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილებების მიღება შემიძლია. დღეს მიმდინარეობს შიდა ჩემპიონატი და ბიჭებს დასამტკიცებელი აქვთ, რომ ღირსეული მოთამაშეები არიან და ფარერებზე მომხდარ ფაქტს პასუხი უნდა გასცენ. ცხადია, ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, თუმცა ყველაფერს სეზონის ბოლოს შევაფასებთ.

იცით რა, საქართველოში კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა ადვილი ნამდვილად არ არის. გნებავთ, ციფრებით ვილაპარაკოთ? ჩისკო ხელფასის სახით 25 000 ევროს იღებდა, გიორგი ლორია - 20 000 დოლარს. ასეთი პერიოდიც გვქონდა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე მაინც ვერ გავედით. ამ გუნდს მე ვაფინანსებ და რისი საშუალებაც არის, ისე ვაფინანსებ. პირდაპირ ვაცხადებ, რომ საკმარისი ბიუჯეტი არ გაგვაჩნია.

ქართველ ნიჭიერ ბიჭებს რაც შეეხებათ, ყველას წასვლა უნდა,  იქნება ეს რუსეთი თუ ევროპა - ყველას საქართველოდან წასვლის სურვილი გააჩნია.  ვერ ვაჩერებთ, არ ჩერდებიან, როგორც კი გამოჩნდებიან, მაშინვე წასვლისკენ აქვთ თვალყური მომართული - უკეთეს ჩემპიონატში, უკეთესი ხელფასის გამო. ამაზე ფეხბურთელებთანაც გვისაუბრია. არ არის მოთამაშე, ვისაც ეტყვი კიდევ ერთი წელი დარჩეს - შეიძლება უთხრა 3 თვე, 6 თვე, მაგრამ ერთი წელი გამორიცხულია. ჩვენი აკადემიის აღზრდილი ბიჭები ძირითად გუნდში თამაშობენ, ახლა გიორგი მამარდაშვილის დაბრუნებასაც ვაპირებთ.

ჩვენს ფანებს მინდა მივმართო, ჩისკო არსად მას 2 წელს ვაძლევთ. იქნება პროგრესი? გუნდში 5 წლით დარჩება!

ბოლოს მინდა ვთქვა, თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც ჩემს საქმეს გადაიბარებს, თანხებს დახარჯავს და საქმეს განაგრძობს, მოვიდეს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები,"- განაცხადა ფიფიამ.

მკითხველის კომენტარები / 83 /
Amdeni welia uyurebt am aperist kacs shedegi arari wadi
Dinamo gulshematkivari
27 სექტემბერი 2020 20:40
1
10 თვის წინ რომ ჩისკო გაუშვა და ახალი გუნდი შეაკოწიწა ახალი მწვრთნელით ეს ვისი ბრალია?? ზუსტად ერთი და იგივეს რომ იმეორებს ყველა წელს უკვე 10 წელზე მეტია და შედეგი რომ ყოველთვის ცუდია ეს ვისი ბრალია?? ეს ოხერი თუ ფული და ფინანსები არა გაქვს და არც ნიჭი და ცოდნა თუ როგორ იყო წარმატებული ხელმძღვანელი მაშინ დინამოში რა გინდა??? შენ არ გაქვს უფლება იყო დინამოს ხელმძღვანელი!! წადი რაა, წადი შენს საქმეს მიხედე!!
გუჯი
28 სექტემბერი 2020 19:41
1
რომან ფიფია აფერისტი და მატყუარაა. 1993 წლიდან ქართული გუნდები გადიან ევროთასებზე და მხოლდ 2019 წელს და 2020 წელს გაგვიმართლა კენჭისყრით. 3 წელს აძლევს ულიცენზიო ჩისკოს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად. (ჩისკოს სამწვრთნელო კარიერაში დინამო პირველი გუნდია) 3 წელიწადში ჩისკომ მწვრთნელობაც უნდა ისწავლოს და ფარერებთან 1:6-ის წამგები გუნდიდან ევროპის ლიგის ჯგური ეტაპი უნდა დადოს + კენჭისყრაშიც უნდა გაგვიმართლოს. თვითონ ფიფია უკვე მეათე წელია გუნდის ხელმძღვანელი და თავის თავს რამდენ წელს აძლევს?
daT
28 სექტემბერი 2020 14:03
0
აი გადასარევია პირდაპირ რა!!! ბატონი რეზო ძოძუაშვილის გარდა არცერთი ყოფილი დიდი და პატივცემული, მაღალი ავტორიტეტის მქონე დინამოელი არ გამოსულა საზოგადოების წინაშე თავისი აზრის სათქმელად!!! საბოლოვოდ დაღუპავს ისედაც თითქმის დაღუპულ ქართულ ფეხბურთს ეს მიდგომა !!! რა ჩემი საქმეა?! რამე რომ ვთქვა ვინმეს არ ეწყინოს?! ჩემი საუბრით მაინც არაფერი გამოვა და ა.შ. რას გაჩუმებულხართ საერთოდ არ გიყვართ დინამო?! ამის იქით არის კიდევ რამე , ღუპავს ეს კაცი ამ სახელოვან კლუბს ვერ ხედავთ?! არარატ-არმენიას მერე თუ კიდევ არსებობდა რამე უფრო შეურაცხმყოფელი გულშემატკივრისთვის ძნელად სავარუდო იყო მაგრამ..... ცდებს ატარებთ სადამდე შეიძლება დაცემა თუ რა ხდება?! რატომ ხართ გაჩუმებული?!
SOS
28 სექტემბერი 2020 17:15
0
15-16-17 წლის ბიჭებს სანამ ძირითად გუნდში ითამაშებენ ყველას 5-6 წლიან კონტრაქტი გაუფორმეთ, წინასწარ რომ ეცოდინებათ (კონტრაქტიდან გამომდინარე) წასვლაზე აღარ იფიქრებენ.
22-23 წლის ასაკში რომ წავიდნენ არაფერი მოუათ. თუ წინააღმდეგი იქნებიან ასეთები აკადემიაშიც არ უნდა აიყვანოთ.
მგრამ საქმე იმაშია თქვენ თვითონ გაწყოფთ რომ გაყიდოთ და ფული გააკეთოთ, ბიჭები არაფერ შუაშია...
ქომაგი
28 სექტემბერი 2020 15:49
0
ხალხმა უნდა დაიბრუნოს დინამო,10 000-მა დინამოს ბალეშიკმა უნდა იაროს სტადიონზე 5 ლარი გადაიხადოს ბილეთში და გაჩნდაა მშვენიერი ბიუჯეტი! 2 თამაშში თვეში 100 000 ლარია.
თეოფა
27 სექტემბერი 2020 21:38
10
ჰოდა იარეთ მერე... ნელ-ნელა სხვაც დაიწყებს სიარულს
დავითი
27 სექტემბერი 2020 22:40
1
რა გააკეთე რაა, ყოველ წელს რომ ახალ გუნდს აყენებ და 1 წელიც ვერ ინარჩუნებ ფეხბურთელს, მაგას გაკეთებას ეძახი? შეხედე ცოტა სხვა გუნდებს და გაერკვიე კარგად როგორ უნდა ნორმალური გუნდის დაყენება
მირიანი
29 სექტემბერი 2020 22:58
0
არსებობს კიდევ მიზეზი რომელიც კლუბის ფიასკოების და კატასტროფების მიზეზად არ დაუსახელებიათ, ფარერებზე ფეხბურთი განვითარდაო?! ანუ ადრე როდესაც (ამ კაცის პრეზიდენტობის პერიოდში) მწყემსებით და მაღაზიის გამყიდველებით დაკომპლექტებულ გუნდებს რომლებსაც დინამოელებთან შედარებით ალბათ სასაცილო ხელფასები აქვთ, გუნდი უგებდა მაშინ დონით ჩვენ მაღლა ვიდექით და მერე ჩვენ გავჩერდით ისინი დაგვეწივნენ თუ რა მოხდა?! მიზეზებსაც ვეღარ პოულობთ უკვე... სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!!!
?!
28 სექტემბერი 2020 18:22
0
წადიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!
ლევანი
28 სექტემბერი 2020 13:57
0
იქნებ შეეშვათ ფეხბურთს და თქვენც პოლიტიკაში გეცადათ ბედი, ფეხბურთში ხომ უკვე დალაგებულია ყველაფერი!!! ან ფარერებზე თუ არიან მწყემსები საქართველოშიც რომ მოგვეძებნა?! ბოლო-ბოლო ხელფასს მაინც არ მოითხოვენ იმდენს!!!
!
28 სექტემბერი 2020 18:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული