რომან ფიფია: ყველაფერი გავაკეთე ევროპა ლიგის ჯგუფში მოსახვედრად...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა და მფლობელმა რომან ფიფიამ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "სპორტი იმედზე" ფარერის კუნძულებზე განცდილი მარცხის შესახებ ისაუბრა.

"ნამდვილად, მე ვერც წარმომედგინა, რომ ფარერების გუნდი მოგვიგებდა. სამწუხაროდ, ასე მოხდა და ძალიან მტკივნეული მარცხი განვიცადეთ. ამას რა ახსნა უნდა ქონდეს? რა და შეხვედრა მოგვიგეს, ჩვენ წავაგეთ. შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ წაგებას გამართლება არ აქვს. მეც ჩვენი გულშემატკივრების მსგავსი განცდა მქონდა - როგორ წავაგეთ ასე ფარერების კლუბთან? მართალია, ამ კუნძულებზე ფეხბურთი ბოლო წლებში ძალიან განვითარდა, თუმცა მაინც... რა სიტყვებით ვანუგეშო
ფანები? მე ყველაზე მეტად მინდოდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებ.

სპეციალურად ჩავედით 2 დღით ადრე, რათა ბიჭებს კარგად დაესვენათ, ჩარტერული რეისით და ა.შ. მატჩის წინ განწყობა გუნდში მშვენიერი იყო, ასეთ წაგებას ვერაფერი მოასწავებდა. წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ მათგან მხოლოდ მოგებას ველოდებოდი. ისიც ავუხსენი, რომ წაგებას არავინ გვაპატიებდა. ვფიქრობ, მეტოქე სათანადადოდ ვერ დააფასეს.

პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილებების მიღება შემიძლია. დღეს მიმდინარეობს შიდა ჩემპიონატი და ბიჭებს დასამტკიცებელი აქვთ, რომ ღირსეული მოთამაშეები არიან და ფარერებზე მომხდარ ფაქტს პასუხი უნდა გასცენ. ცხადია, ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, თუმცა ყველაფერს სეზონის ბოლოს შევაფასებთ.

იცით რა, საქართველოში კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა ადვილი ნამდვილად არ არის. გნებავთ, ციფრებით ვილაპარაკოთ? ჩისკო ხელფასის სახით 25 000 ევროს იღებდა, გიორგი ლორია - 20 000 დოლარს. ასეთი პერიოდიც გვქონდა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე მაინც ვერ გავედით. ამ გუნდს მე ვაფინანსებ და რისი საშუალებაც არის, ისე ვაფინანსებ. პირდაპირ ვაცხადებ, რომ საკმარისი ბიუჯეტი არ გაგვაჩნია.

ქართველ ნიჭიერ ბიჭებს რაც შეეხებათ, ყველას წასვლა უნდა,  იქნება ეს რუსეთი თუ ევროპა - ყველას საქართველოდან წასვლის სურვილი გააჩნია.  ვერ ვაჩერებთ, არ ჩერდებიან, როგორც კი გამოჩნდებიან, მაშინვე წასვლისკენ აქვთ თვალყური მომართული - უკეთეს ჩემპიონატში, უკეთესი ხელფასის გამო. ამაზე ფეხბურთელებთანაც გვისაუბრია. არ არის მოთამაშე, ვისაც ეტყვი კიდევ ერთი წელი დარჩეს - შეიძლება უთხრა 3 თვე, 6 თვე, მაგრამ ერთი წელი გამორიცხულია. ჩვენი აკადემიის აღზრდილი ბიჭები ძირითად გუნდში თამაშობენ, ახლა გიორგი მამარდაშვილის დაბრუნებასაც ვაპირებთ.

ჩვენს ფანებს მინდა მივმართო, ჩისკო არსად მას 2 წელს ვაძლევთ. იქნება პროგრესი? გუნდში 5 წლით დარჩება!

ბოლოს მინდა ვთქვა, თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც ჩემს საქმეს გადაიბარებს, თანხებს დახარჯავს და საქმეს განაგრძობს, მოვიდეს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები,"- განაცხადა ფიფიამ.

მკითხველის კომენტარები / 83 /
ბატონო რომან დასტოვეთ დინამო, რომელიც არ გიყვართ!!!...
გაიოზი
27 სექტემბერი 2020 20:29
0
ხალხო გაიგეთ რა, ფუფიას ნაყიდი აქვს დინამო და ვერავინ წაართმევს. რასაც უნდა აკეთებს.ძლიერი ბიჭები გაყიდა რომ ფული ეშოვა და მასე იზევს ყოველთვის. გაზრდის და შემდეგ გაყიდის. მას ფეღბურთი კი არ აინტერედებს, არამედ $$$$$$$$$$
ლუკა
27 სექტემბერი 2020 17:27
3
ფიფია გარტყმაში არ ხარ კლუბის შენების და სელექციის.ეხლა რო გამოდიხარ და ლაპარაკობ ჩისკო ჩამოვიყვანეო და 25 000 ევროს ვაძლევდიო ვინმე გაძალებდა?რაღა ესპანეთში გაიქეცი,გაიხედეთ აფრიკის ქვეყნებისკენ,სამხრეთ ამერიკისკენ ძალიან ძლიერი ფეხბურთელების ჩამოყვანა შეიძლება თუნდაც 5 000 დოლარად,ასერომ სელექციის აზრზე რომ არ ხარ სხვებს ნუ აბრალებ,იმიტოა დღეს დინამო ესეთ დღეში.ფეხბურთელებს კი ნუ უხდი ამხელა ხელფასებს ჩამოიყვანე ნორმალური სელექციონერები და გაუშვი აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში და მერწმუნე ისეთ ფეხბურთელებს ჩამოგიყვანენ არც კი დაგესიზმრება.
გიორგი
27 სექტემბერი 2020 18:58
1
ჰმ, ისემც .... .... .......
მტყუანის?
27 სექტემბერი 2020 16:32
1
უსაზღვრო პატივისცემით და უდიდესი იმედით ველოდებით ალბათ, დინამოს ყველა თაობის და ასაკის გულშემატკივრების უდიდესი უმრავლესობა, სახელოვანი დინამოელების რეაქციას და შემდგომ ქმედებებს(ჯერჯერობით ამაოდ), იმ უკანასკნელი წლების კატასტროფასთან დაკავშირებით რისი გვირგვინიც ბოლოს განიცადა კლაკსვიკთან ამ ოდესღაც დიადმა კლუბმა. ალბათ ერთ-ერთი იდეალური გამოსავალი იქნებოდა მართალაც, რომ დინამო სააქციო კლუბი გახდეს და მისი აქციების შეძენა უბრალო გულშემატკივრისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს, თორემ ამ კაცის ხელში არათუ სპორტული მიღწევები. საერთოდ შეიძლება მართლა გაქრეს ეს კლუბი !!!!
დინამოს გადასარჩენად !!!!
28 სექტემბერი 2020 11:10
1
ბატონო რომან (და მომხრეებო)!

მესმის ნამდვილად ბევრი რამ გაკეთდა დინამოში. აკადემია მართლაც კარგად მუშაობს, ცოტა ფული არ დახარჯულია და საკმაოდ ბევრი რამ კარგად აჩანს. დრო კიდვე უფრო გამოაჩენს...
მაგრამ და აქ ძალიან დიდი მაგრამ!!!

არც ერთი აფრიკელი ან სამხრეთ აფრიკელი ფეხბურთელი. ისეთი მართლა რომ ფეხბურთელია და 1 თავით მაინც სჯობს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს! რა გახდა 3-4 სკაუტის დაფინანსება? აფრიკელი, ფიზიკურად ძლიერი ახალგაზრა ფეხბურთელი რომ მოვიძიოთ... თუნდაც ევროპის ლიგის პლეიოფში თამაში არ იქნება ბევრისთვის ცუდი მოტივაცია. ოღონდ წესიერად რომ მოძებნო. იგივეს ვიტყვი ლათინური ამეიკის ქვეყნებზე. ბრაზილია-არგენტინიდან თუ ვერა, კოლუმბია, ურუგვაი და ა.შ. სკაუტი სკაუტად და 21-ე საუკუნეში თამაშების ყურება ბევრად გაიოლდა, მოინიშნე საინტერესო ფეხბურთელები და მერე საქმეში ნახე. სკაუტურ ფირმასთან გააფორმე კონტრაქტი. ბევრი შესაძლებლობაა, რომელსაც არ იყენებთ.
ამის ნაცვლად ცხვარი მენეჯმენტი გყავდათ წლები! მაქინაციებში ეჭვმიტანილი ტყავაძე (ალვარო როგორ მოიცილა მაგალითად).
ამის ნაცვლად გამოდიხართ და დამცინავად ხან გუნდ ვაახალგაზრდავებო და ხან ევროტურნირებისთვის ვაძლიერებო. 9 წელში რამდენი თავკაცი შეეცვალა კლუბს? 9 წელში რამდენჯერ განახლდა შემადგენლობა? რა ვიცი რა ვთქვა კიდევ?
აგერ ფარერების კლუბიდან მაინც იყიდეთ ვინმე, ფაქტია ევროპ ლიგის პლეიოფში გავიდნენ და ჰა!
რომ წუწუნებთ მოითხოვეთ ფედერაციისგან სიმკაცრე, სხვა კლუბების მენეჯმენტთან ერთად დაჯექით და პროფლიგა გააკეთეთ! 20 წლამდ ფეხბურთელების ტრანსფერი აიკრძალოს თუ ტოპ-5 ჩემპიონატში არ გადადიან. ბევრი რამე შეიძლება და შეიძლებოდა ასეთი სირცხვილი რომ არ გვეჭამა!!!
დავითი
28 სექტემბერი 2020 01:06
1
ამ საუბრიდან ისე გამოდის რო ამასაც ფეღბურთელებსაც და მწვრთნელსაც მადლობა უნდა გადავუხადოთ! მგონი ჯერ კიდევ ვერ მიხვდნენ რა მოხდა ან არ უნდათ რო მიხვდნენ!!!
ნკ
28 სექტემბერი 2020 00:20
0
სტატია ხომ კარგათ წაიკითხეთ ხალხნო, რა გინდათ ჯოკერი ხელში უკავია, ნახეთ რეები თქვა ბოლოს, რაც შემეძლო გავაკეთეო, უკეთეს გუნდს უფრო დიდი ფული უნდაო, უფრო მეტი ფული მე აღარა მაქვსო, თუ ვინმე იყიდის დინამოს და უფრო მეტს ფულს დახარჯავს მოვიდეს და მივყიდიო. აბა მეტი რა გვითხრას? სადაა მყიდველი, გეგულებათ სადმე?
dato
27 სექტემბერი 2020 17:45
5
მართალია, ამ კაცს არც ფული აქვს, არც ცოდნა და არც ალღო საფეხფურთო მენეჯერობის. მგონი აღარც სურვილი, ვაი რომ არც სხვა არ ჩანს სამწუხაროდ და თავის საკუთრებას ხომ არ გააჩუქებს?
ზურა
27 სექტემბერი 2020 20:03
1
ამდენ ფულს რომ ხარჯავ კაცი და შედეგი არ გაქვს, ხომ უნდა მიხვდე, რომ მართვა შენი საქმე არ არის და დაიქირავო ვინმე, ვინც მართვას წარმატებით განახორციელებს. მფლობელობა ერთია, მართვა მეორე. უფრო რთულ ამბებს რომ თავი დავანებოთ, უმარტივეს რამეს გიკარნახებ - ნიჭიერ ბიჭებს აკადემიიდან, დინამოს ძარითადში მოხვდრამდე, ეგრევე ისეთი კონტრაქტი გაუფორმე, მინიმუმ ორი წელი რომ ვერსად წავიდნენ. ამას რა უდგას წინ?
ზოგადად კი, იმისათვის, რომ სერიოზული წინსვლა იყოს, საქართველოს ჩემპიონატი უნდა გაძლიერდეს, ამისთვის სერიოზული კონცეპციაა დასამუშავებელი, რისი ნიშანწყალიც არ ჩანს და ამ ფედერაციას ამის უნარი არანაირად არ გააჩნია. სახელმწიფოს გამოყოფილი ფული წყალში გადაყრილია.
არტ
27 სექტემბერი 2020 21:26
1
....სპეციალურად ჩავედით 2 დღით ადრე რათა ბიჭებს კარგად დაესვენათ...))) ეს საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტია თუ ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელი?))
dinamo
27 სექტემბერი 2020 22:35
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული