კახი კალაძემ "დინამოს" სამარცხვინო წაგებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფარერის კუნძულებზე სამარცხვინო წაგების შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტ-ქალაქში" განაცხადა.

"ამხელა ისტორიის მქონე გუნდი ამხელა ანგარიშით აგებს, ეს არის სამარცხვინო. მე არ ვიცი, ფეხბურთელებს, ვინც ამ გუნდში თამაშობს, რა დამოკიდებულება აქვთ - ან ისტორიას გადახედონ, ან ვინ თამაშობდა ამ კლუბში, რომელი ფეხბურთელები!

ცოტა სხვა მიდგომებია საჭირო, სხვა დამოკიდებულებები. თან მხოლოდ "თბილისის დინამო" ხომ არ არის?! ქვეყანას წარმოადგენ და პირველი გუნდი ხარ საქართველოში.

არ ვიცი... რომან ფიფიასთან პიროვნულად არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და ფეხბურთიდან გამომდინარე ვამბობ,
რომ ძალიან სუსტი მენეჯერია", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 25 სექტემბერს ფარერის კუნძულებზე გამართულ მატჩში "დინამო თბილისმა" მასპინძელი ქვეყნის ჩემპიონთან, "კლაკსვიკთან" 1:6 წააგო.

წყარო: interpressnews

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 37 /
კალაძე როგორც პოლიტიკოსი ჩემთვის არ არსებობს!!! მაგრამ როგორც ფეხბურთელი ერთი ერთი ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც მსგავსი არ გვყოლია და არც გვყავს!! და ის ორი გოლი რო ამოგიჩემებიათ , ეგ იმას ნიშნავს რო ფეხბურთი შალვა ნათელაშვილივით გესმის!! სპორტში ხდება უარესებიც, რომელი ერთი ჩამოვთვალო !/ რაც შეეხება კომენტარს ძაან შერბილებული კრიტიკა იყო, კახი ფული შენ გაქ, და შენ გარემოცვას , მაშინ იყიდეთ დინამო შენ და შენმა სამეგობრომ, იგივე ბერამ, მაგ ივანიშვილებს როგორ არცერთს არ შეუყვარდა ფეხბურთი, რითი ერთობიან ? კრიკეტით ინდუსებთან ერთაად? ფული გაქვთ და არ იცით სად დახარჯოთ,/ ზოგს ლენინს ყიდვა უნდა ! ზოგი ხეებს დაათრევს, ზოგი უბრალოდ აგროვებს!!! რა ჯანდაბად გინდათ ამხელა კუში? თუ არ დახარჯე.
Vasili
28 სექტემბერი 2020 22:30
4
ამ კაცს 8 წელია რაც ვუსმენთ და ასეთი ჭკვიანური ჯერ არაფელი უთქვამს, ალბათ ესეც წინასარჩევნოდ თქვა თორემ ჩვენ გუნდებს, მრავალი წლებია ყველა უგებს.
გოგა
28 სექტემბერი 2020 22:08
1
ეს მარშრუტკის პროფესორაც რა დღეშია ტოო!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
28 სექტემბერი 2020 21:55
11
ამხ.კალაძე! ვინმე ფიფიამ,არა მარტო თბილისის დინამოს და მის ერთ დროს სახელოვან წარსულს მიაყენა შეურაცყოფა, არამედ უკვე კარგა ხანია მთელი ქვეყანა, სრულიად ქართველი ხლხი და ქართულ ფეხბურთი ჰყავს ფეხქვეშ გაგდებული და მასხრად აგდებული.გუნდი, მისი ბაზა და აკადემია თუ მისი საკუთრებაა, ეროვნული სტადიონი მას იჯარით აქვს აღებული და საიჯარო ხელშეკრულებას უხეშად არღვევს: არ უვლის მოედნის საფარს(ყველამ დაინახა,თუ რადღეში იყო მინდორი ნაზევარსაათიანი წვიმის შემდეგ),საინფორმაციო ტაბლოები წლებია უფუნქციოდაა დარჩენილი,სტადიონის სულელი დიქტორის გამო, ბევრ გულშემატკივარს სულაც გაუქრა თამაშებზე დასწრების სურვილი და ბოლოს ისიც კი გაბედა, რომ ეროვნულ სტადიონზე გეების და ნარკომანების კლუბი გახსნა! თქვენი, როგორც ქალაქის მერის პირდაპირი მოვალეობაა,გააუქმოთ ამხ. ფიფიასთნ დადებული საიჯარო ხელშეკრულება,აუკრძალოთ მის გუნდს იქ თამაში,ხელი შეუწყოთ ქართული დასახელების ახალი საფეხბურთო კლუბის დაარსებას და იმ ახალ კლუბს გადასცეთ იჯარით სტადიონით სარგებლობის უფლება.სამწუხაროდ,უფრო მართებულად საუბედუროდ, იმ ბნელი ძალების მიერ საიდანღაც "გამოთხრილმა",ყოვლად უსახურმა და მათსავით უბნელესმა არსებამ დაამთავრა "დინამო". ყოველივე ზემოთ თქმული, ჩემი სუევილი კი არა, არამედ თქვენი ვალდებულებაა!
დ.დ.
28 სექტემბერი 2020 20:27
6
ბიჯო იტალიასთან საქართველოს ნაკრებს როგორც კაპიტანმა ორი გოლი გაუტანე, ვის სირცხვილზე ლაპარაკობს ერთი. გამოვიდეს პოლიტიკიდან, განათლება მაგას არ გააჩნია და ნამუსი და მიხედოს ფეხბურთს. ეყიდა დინამო და დაეყენებინა გუნდი, გადაეხადა კარგი ხელფასები რომ რუსეთში არ იყურებოდეს ვინც კი კენწვლა ისწავლა და ბურთზე ფეხის გადატარება
niko
28 სექტემბერი 2020 19:56
47
იმას ამბობ პროფესიონალი სპორტსმენი ვიყავიო და კალაძეს სრული სერიოზულობით აბრალებ ძალით ორი გოლი გაიტანა საკუთარ კარშიო. ვერ ყოფილხარ პროფესიონალი სპორტსმენი ნიკო ბატონო. არცერთი დღევანდელი პროფესიონალი თუნდაც რაგბისტი ან კალათბურთელი არ აკადრებს თავის თავს,რომ კალაძეზე თქვას,რომ ძალით გაიტანა ორი გოლი საკუთარ კარში.სირცხვილია ბატონო ნიკო,მაგრად ტეხავს. ყველაფერს თავის მიზეზი აქვს და ხომ ვერ მეტყვით რა იყო ამის მიზეზი?პროფესიონალი სპორტსმენისგან მოვისმენდით ამას.
Niko-ს
29 სექტემბერი 2020 08:39
0
იმას ამბობ პროფესიონალი სპორტსმენი ვიყავიო და კალაძეს სრული სერიოზულობით აბრალებ ძალით ორი გოლი გაიტანა საკუთარ კარშიო. ვერ ყოფილხარ პროფესიონალი სპორტსმენი ნიკო ბატონო. არცერთი დღევანდელი პროფესიონალი თუნდაც რაგბისტი ან კალათბურთელი არ აკადრებს თავის თავს,რომ კალაძეზე თქვას,რომ ძალით გაიტანა ორი გოლი საკუთარ კარში.სირცხვილია ბატონო ნიკო,მაგრად ტეხავს. ყველაფერს თავის მიზეზი აქვს და ხომ ვერ მეტყვით რა იყო ამის მიზეზი?პროფესიონალი სპორტსმენისგან მოვისმენდით ამას.
Niko-ს
29 სექტემბერი 2020 08:38
0
ყველა გამოხმაურება
კალაძემ რაც თქვა, ზუსტად იმავე აზრზეა ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა სულ ცოტა 90%_იც, მაგრამ მთავარი გამოსავლის პოვნაა - როგორ გამოვიხსნათ დინამო ფეხბურთის უცოდინარი, ვაჭრუკანა მფლობელისაგან.კლუბი კერძო საკუთრებაში აქვს და თუ ახლო წარსულში ჩვენი ხელისუფლების არაცივილურ მეთოდებით დაათმობინებს ვინმე არ ვიცი, მაგრამ სხვანაირად ნაკლებად მგონია რაიმე ღონისძიება არსებობდეს
: )))))))
28 სექტემბერი 2020 19:39
1
იყიდე დინამო და დაუბრუნე მას დიდი სახელი, დაანებე პოლიტიკას თავი რა! არადა დიდ დონეზე გითამაშია! არაა ფეხბურთელის საქმე პილიტიკა, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს!
Geo
28 სექტემბერი 2020 18:34
10
Gavedi memgoni romans da gveshvela
Toko
28 სექტემბერი 2020 18:11
1
კალაძეს უადვიდლება სიმართლის თქმა, იმიტომ რომ სხვა "ვეტერანები"- დან განსხვავებით გადაგდებული ლუკმის იმედზე არ არის...
დინამო
28 სექტემბერი 2020 18:05
4
მენეჯერთა მენეჯერი!!! უტყუარი და ...
ღმერთო შეუნდე ამ ...
ადამიანი
28 სექტემბერი 2020 18:02
1

სიახლეები პოპულარული