თბილისის "დინამო" ბოდიშს იხდის და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრების გამო ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

"გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ "დინამო თბილისის" ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას.

რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და "დინამოს" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას. ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო "დინამოსთვის" და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვაცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის
განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია", - ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 57 /
ფიფია! როდის მორჩები თამაშების და ნიჭიერი ახალგაზრდებით ვაჭრობას? შენ თბილისის დინამო სტამბულის ბაზარი ხომ არ გგონია?
დავითი
29 სექტემბერი 2020 16:47
0
ასე არ ხდება არ არსებობს კლუბიევროპაში ,რომელიც ფარერებზე 6-1 წააგებს,ამას სანმარინოს კლუბიც ვერ მოახერხებდა,ფეხბურთელების თამაშიდან კერძოდ მცველების და მეკარის მოქმედებებიდან აშკარად ჩანდა ჩაწყობილი იყო,მათ როგორმე 4-5 ბურთით უნდა წაეგოთ,ამ პოზიციას ექნებოდა უზარმაზარი კოეფიციენტი,დიდი თანხები აქვთ გამაზული ხელძღვანელებს და სავარაუდოდ კოლოსალური მოგებაც მიიღეს,გამოძიება უნდა დაინტერესდეს და გამოიძიონ ეს ტრანზაქციები საქმეში ინტერპოლიც უნდა ჩართოს და გაირკვეს რომელ უცხოურ ტოტალიზატორებში მოიგო ამ ხალხმა ეს თანხები და დამნაშავეები ხელმძღვანელობიან ფეხბურთელებიანად უმკაცრესად დაისაჯოს,თუ დამტკიცდა ასეთი კლუბი მრავალი წლის განმავლობაში არ უნდა იყოს ევრო ასპარეზზე და უმაღლეს ლიგაში ,როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება
გიორგი ერისთავი
29 სექტემბერი 2020 13:35
0
უთავმოყვარეობის და სამარცხვინოობის ნიმუში ხართ,რასაც ეს განცხადებაც ადასტურებს.ანუ არაფრის გამოსწორებას არ აპირებთ.ისე ჯობდა უელსში წაგეგოთ პენალტებში ამხელა სირცხვილის ჭამას))))პ.ს.ჯერ ტირანასთან რა უბედურებას გვაყურებინეთ და ეხლა ფარერებზე მეთევზეებთან,მეცხვარეებთან,მასწავლებლებთან და ზოგადად ნახევარპროფესიონალებთან ვაბშე ათასწლეულის სირცხვილს.კაცმა ქუჩაში რომ გაგაჩეროთ და გკითხოთ,იტყვით პროფესიონალი ფეხბურთელები ვართო
ჰაჰაჰაჰაააა
29 სექტემბერი 2020 16:39
0
ჯიგრებო, ამ მუმიებს რომ 6 გოლზე მეტს ვერ გაუტანთ, უნდა დაანებოთ ბურთს თავი და მარტო ცხვრები უნდა მწყემსოთ.......
მწყემსებს და მეთევზეებს
29 სექტემბერი 2020 13:10
0
ამ განცხადებამ ერთი ქართული ანდაზა გამახსენა -"ბოდიში რომ წამალი იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდა". წადით თქვენი....................
zaal
29 სექტემბერი 2020 13:32
0
ეს ფარერები რო ამოიჩემეთ.გასაგებია,რომ ისინი გჩაგრავენ,მაგრამ ტირანამაც უშანსოდ რო წაგკუზათ ის არაფერია?საკუთარი გულშემატკივარი ყველაფერს გპატიობენ ეს იცით.ვეტერანები? უდიდესი წვლილი მიუძღვით იმაში,თუ რა ხდება დღეს დინამოში..მამარდაშვილი ახსენეს ამ ორმა ,,პროფესორმა,,..სასწრაფოდ გადასარჩენია ეს ბიჭი,რომ ამათ ხელში არ მოხვდეს.
ელდარი
29 სექტემბერი 2020 14:44
0
როცა რამეს ვერ აკეთებ კაცი უნდა წახვიდე, მითუმეტეს როდესაც ასეთი საპასუხისმგებლო სამუშაო გაქვს, გავიგეთ რომ ფიფია არის გუნდის მფლობელი, მაგრამ ამ დიდი ისტორია აქვს და მარტო ჩემია და რასაც მინდა იმას ვიზამ ასეც არ შეიძლება. გუნდი რაღაც დოზით გულშემატკივარსაც ეკუთვნის. ვინც მხოლოდ ფიფიას აკრიტიკებთ, კითხვა არ გიჩნდებათ რომ დინამოში ფეხბურთელები ძალიან დაბალი დონისანი არიან და მათ ფიფია თამაშს ვერ ასწავლის? რა 6-1 წაგების შემდეგ გაიგეთ რომ გუნდი ფაქტიურად არ გვყავს? გუნდის მფლობელობა საერთოდ წამგებიანი საქმეა თუ არ მამაძაღლობ მანდ, ფულის გაკეთების და გათეთრების კარგი საშუალებაა. ამით სარგებლობენ მფლობელები და გვაქვს ის რაც გვაქვს. ამიტომ ერთ კაცს გუნდი არ უნდა ეკუთვნოდეს თუ გვინდა რაღაც წარმატებას მივაღწიოთ. მითუმეტეს ასეთ ღარიბ ქვეყანაში როგორც საქართველოა .ასე რომ ფიფია იქნება თუ სხვა მასზე ასჯერ მდიდარი ბიზნესმენი, რეალურად არაფერი შეიცვლება
დავით67
29 სექტემბერი 2020 14:54
0
2014 წელს იყო თბილისის დინამოს ტაშკენტის ისტორიული მოგების 50 წლისთავი. როგორც უზბეკეთში საქართველოს ელჩი ამ თარიღის ღირსეულად აღსანიშნავად ფიფიასთანაც მივედი. ვიღაც პატარა ბიჭი გამომიგზავნა რომელმაც მომახსენა "ჩვენ ეგ თარიღი ისაერთოდ არ გვაინტერესებსო"!!!?????მე ის ზეიმი მაინც გავაკეთე და უმაღლეს დონეზე მაგრამ დავიფიცე სანამ ფიფიასის დინამო ჩემთვის არ არსებობს!
კონსტანტინე ჟღენტი
29 სექტემბერი 2020 12:00
0
ისე ბოდიშზე უფრო, გახურებას გავს:))
gurulo
29 სექტემბერი 2020 16:44
0
ეს ბოდიშის მოხდა კი არა, თავის მართლებაა და ნუ გვლანძღავთო
ვანო
29 სექტემბერი 2020 12:17
0

სიახლეები პოპულარული