თბილისის "დინამო" ბოდიშს იხდის და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრების გამო ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

"გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ "დინამო თბილისის" ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას.

რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და "დინამოს" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას. ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო "დინამოსთვის" და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვაცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის
განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია", - ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 57 /
ეს ფიფია და კიდევ რომელიღაც მენეჯერი ობოლაძის გადაცემაში იყვნენ. ეს უკანასკნელი ზედმეტ კითხვას ვერ უბედავდა. "ვიცი საოცრად მაღალკვალიფიცური მენეჯერები გყავთ და ეს როგორ დაგემართათო, ჩისკო საერთოდ არაფერ შუაშიაო" კარგი რა, ვინ არის მაღალკვალიფიციური? 9 წელი გუნდს ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე რომ ვერ შეიყვან ვისი ბრალია?! გუნდის 6:1 წაგებაში მწვრთნელს არავითარი ბრალი არ მიუძღვის? ტაქტიკა, მოტივაცია, დავალებები და ა.შ. რომელიმე ჩანდა იმ თამაშში? ამ დროს ჩვენს სამეზობლოშიც კი უკვე იციან ევროპა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის გემოც კი! ფიფია გეყო რაც ფულები აკეთე. წადი! შენი საქმე არაა სპორტი. აკეთე ბიზნესი. ფეხბურთელებს ისე უყურებ როგორც ძროხებს, შეიძენ ხბოს და ცდილობ მალე გამოზარდო ძროხად, რომ უფრო სარფიანად გაყიდო!წადი ისევ რუსეთში და აკეთე შენი საყვარელი საქმე. შეეშვი ქართულ ფეხბურთს!!!
ჰიუგო
29 სექტემბერი 2020 10:32
0
რატომ გადაგვაყოლეთ აკადემიას?? რა მანამდე არ იზრდებოდნენ დინამოში ფეხბურთელები? რა ნაკრების ბირთვს არ წარმოადგენდნენ თუ უკეთესი ხარისხი არ ქონდათ??? ჩამოვთვალო???
wbc
29 სექტემბერი 2020 10:39
0
კალაძის კომენტარის მერე მოიხადა ფიფიამ ბოდიში,თორემ ისე არ ეკიდა!!!
buba
29 სექტემბერი 2020 09:28
0
მენეჯმენტის პრობლემა ის არის, რომ არ არიან კვალიფიციურები, ფიფიას აუხსნან რატომ უნდა დახარჯოს თანხა ფეხბურთელებში, რატომ უნდა გადაუხადოს მაგ. 5000 დოლ. პერსპექტიულ ბიჭს რათა პირველივე შემოთავაზებაზე არ გავარდეს გარეთ, ფიფიას მენეჯმენტმა ის უნდა აუხსნას, რომ შეკრული გუნდი, რომელიც არ ფიქრობს ხელფასზე და ორიენტირებულია შედეგზე, შედეგს მოპიტანს, რაც იგულისხმება საკვალიფიკაციო ეტაპების გავლას და ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობას, აი აქიდან კი იწყება ფინანსების შემოდინება გუნდში.
დასკვნა ან ფიფიას არ უხსნის შესაბამისად მენეჯმენტი ან ფიფია ვერ რისკავს (ეს უფრო მგონია) სერიოზული კაპიტალის ჩადებას დიდებში, იმის შიშით, რომ პირველივე წელს რო ვერ გავიდნენ მერე რა მეშველებაო.
პ.ს. ან ჩადოს ფიფიამ ფული გუნდში ან წავიდეს.
6:1 ნებისმიერი დაფინანსების გუნდი წააგებს
stig
29 სექტემბერი 2020 10:08
0
კიდე გონორზე და დიდ გულზე არიან ეს თავხედები და კიდე პრავებს აკაჩავებენ
გენა
29 სექტემბერი 2020 09:26
0
ამ მაღალკვალიფიციურების პრეზიდენტი, ისეა რეალობას აცდენილი საერთოდ ვერ ხვდება რომ არ გამოსდის ეს საქმე და იმის ნაცვლად რომ წავიდეს, კიდევ რაღაც 2 წლიან გეგმებზე საუბრობს. ქვეყნის შეურაცხყოფა არ კმარათ ეხლა დასცინიან ხალხს!!!
გააჩერეთ ჩავდივარ!!!!
29 სექტემბერი 2020 09:03
0
მაღალკვალიფიციურებო!!!!! ფარერების გამო ტირანა აღარავის ახსოვს, წაგების გარდა, რაც გუნდმა თბილისში გააკეთა იმ მარაზმს რა ჰქვია, მარტო ჩხეტიანზე რომ გადატეხეთ ჯოხი იქაც იგრძნობოდა თქვენი კვალიფიკაცია!!!
რომანს თავი დაანებეთ. მაღალკვალიფიციური მენეჯერი.
29 სექტემბერი 2020 08:58
0
თქვენი მაღალი კვალიფიკაცია ფარერებზე მწყემსმა 6.1 ქულით შეაფასა. თბილისში ტირანამ კი 2.0 ქულით. სამშობლოს შემარცხვენლები ხართ თქვენ პრეზიდეტთან ერთად !!!
!!!!
29 სექტემბერი 2020 08:42
0
თქვენი "კვალიფიციური მენეჯმენტი" აქ ჩანს ბოდიშის მოსახდელად ერთი კვირა, რომ დააგვიანეთ!
მრჩება შთაბეჭდილება, რომ დინამოში ფული კეთდება არალეგალურად.
ქომაგი
29 სექტემბერი 2020 07:38
0
ეს ბოდიში, შესაძლოა მისაღები ყოფილიყო ასეთი სამარცხვინო ამბავი, რომ პირველად მომხდარიყო. რა დაგვავიწყდა ალბანელებთა საკუტარ მოედანზე წაგება, მე თუ მკითხავთ არ ის იყო ფარერელებთან წაგებაზე ნაკლები სამარცხვინო, მაგრამ ერთმა კაცმა შეგვაჩვია ამ სირცხვილს, თორემ გავიხსენოთ წინა ევროპის სეზონები, რომელ წელს დატოვეს გათამაშება თავაწეულებმა. ბატონო პრეზიდენტო გვაქვს ქართველებს ასეთი ბრძნული გამოთქმა „ტანსაცმელს ნუ იცვლი შვილი, ზნე გამოიცვალეო ზნე“
გიზოგ
29 სექტემბერი 2020 11:11
0

სიახლეები პოპულარული