საოცარი მატჩი საქართველოს ჩემპიონატში - მეგრელებმა მეკარის გარეშე მოიგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როგორც აღმოჩნდა, ქართულ ფეხბურთშიც ხდება სასწაულები და ამისი ნათელი მაგალითი მე-4 ლიგის წითელ ჯგუფში გამართული ჩხოროწყუს "სამეგრელოსა" და თბილისის "იბერიას" დაპირისპირება გახლავთ.

მეგრელები თბილისელებს საკუთარ მოედანზე მასპინძლობდნენ. გუნდის ძირითადი მეკარე ნიკა ჯოხაძე დისკვალიფიცირებული იყო, მატჩის წინ კი მეორე კიპერმა - თორნიკე გეგუჩაძემ ტრავმა მიიღო. ფაქტობრივად, ჩხოროწყუელები მეკარის გარეშე დარჩნენ.

შეხვედრა ამ მიზეზის გამო 20 წუთის დაგივანებით დაიწყო, კარში კი მეგრელთა ახალგაზრდა ნახევარმცველი დავით ბერიშვილი ჩადგა.

შეხვედრა კი მასპინძლებმა 3:1 მოიგეს. თბილისელთა გოლის ეპიზოდში მართალია, ბერიშვილმა შეცდომა დაუშვა, თუმცა რამდენიმე მომენტში
საკუთარი გუნდი გოლისაგან იხსნა.

მეოთხე ლიგის წითელ ჯგუფს ჭიათურის "მაღაროელი" 15 ქულით ლიდერობს. "სამეგრელო" 6 ქულით ბოლო, მე-8 ადგილზეა, "იბერია" კი 8 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

წყარო: lelo.ge


მკითხველის კომენტარები / 10 /
ისე სპორტალ ჯკს თხოვნით მივმართავდი. თუა შესაძლებელი იქნებ ცოტა ხშირად გააშუქოთ ხოლმე საქართველოს ჩემპიონატის ქვედა ლიგები.
იბერია
11 ოქტომბერი 2020 22:16
0
დასაწყისში ცენტრის ხაზს დააკვირდით)))
ბათუმის ფანი
11 ოქტომბერი 2020 18:34
0
შენ მე იმ ქართველებს მაგონებ კოტე რუსეთში, რომლებმა მკითხეს, თქვენ თუ ქართველები ხართ რატომ გაქვთ თქვენი ენაო))))
ილიამ სამეგრელო რატომ ვერ ნახაო კითხულობ?! მან იქ ქართველობა ნახა და გიკარნახა, რიგორ უნდა იცხოვრო... და გაიგე ერთი რამ, სამეგრელო, სვანეთი, აფხაზეთი, გურია, იმერეთი და ა.შ, საქართველოა, და ქართველთა მოდგმის ხალხი ცხოვრობს!
Kotes
11 ოქტომბერი 2020 22:24
0
ილიამ სამეგრელოში საქართველო რომ ნახა სამეგრელო რატომ ვერ ნახა?
კოტე
11 ოქტომბერი 2020 21:52
7
ყველა გამოხმაურება
მიხედონ ამ სტადიონს და საერთოდ სამეგრელოში სტადიონები მისახედია.
ziko
11 ოქტომბერი 2020 18:31
0
იმდენი გვარები ჩამოთვალეთ მაინტერესებს მეგრელი ვინმე თამაშობს იმ გუნდში?
ბაჩი
11 ოქტომბერი 2020 15:45
6
შენ მეგრელი მარტო ის გგონია ვისი გვარიც ია-ზე მთავრდება....არც ყველა ია-ზე დამთავრებული გვარია მეგრელი და არც პირიქით და საერთოდ არ იყო შენი კომენტარი ჩვენ რომ გაგვიხარდება....
ბაჩი-s
11 ოქტომბერი 2020 17:42
1
რა საოცრებაა ამაში?
zurab
11 ოქტომბერი 2020 15:36
2
ა ძმაო ფარერებთან ვის უნდა ეთამაშა :დ
Chitovichi
11 ოქტომბერი 2020 13:57
2

სიახლეები პოპულარული