დავით მუჯირი: ფედერაციასთან გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკა მელია იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 13 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონფლიქტი მოხდა - ერთმანეთს აქციის მონაწილეები და ვეტერანი ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ, ამ საკითხზე კი კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა.

აქციის მონაწილეები ფედერაციის შენობასთან სკანდირებდნენ: "წადი! წადი!" და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვდნენ.

ერთ-ერთ  ეპიზოდში პროტესტანტებმა ფედერაციის შენობაში შესვლა და ჯორჯ ორუელის წიგნის, "ცხოველების ფერმის" შეტანა სცადეს. დაცვამ ისინი შენობაში არ შეუშვა და კონფლიქტიც აქედან დაიწყო...

მკითხველის კომენტარები / 34 /
გიოს ვეთანხმები, მართალი ხარ
lechxumeli
13 ნოემბერი 2020 21:46
0
რა პრობლემაა, მარტივად აკიდეს გულშემატკივარს პროვოკატორის იარლიყი. კობიაშვილი უნდა გადადგეს, და არა მარტო უნდა გადადგეს, ბოდიშიც უნდა მოიხადოს და მიყვეს სრული შემადგენლობა, თუ ასე არ მოხდება, მაშინ რა გამოდის, იგივე წრეზე წავალთ მეორედ?!!!?
Irakli
13 ნოემბერი 2020 21:40
3
ნაციონალების ბრალია, თურმე მიშა და ვაისი გარიგდნენ და შეცვლებს მიშა არ აკეთებინებდა, და უბრძანა სულ უკან აწოდეთ პასებიო, ეს მელია კიდევ პანდევს ჩაუსახლდა ფეხებში, ნორმალურ ქვეყანაში კობიაშვილი ჯერ ვაისს მოხსნიდა, მერე თავის მოადგილეებთან ერთად გადადგებოდა,
გიო
13 ნოემბერი 2020 21:28
4
ფედერაციაში უნდა შეიცვალოს ხელმძღვანელობა, ამათ ფეხბუთი არ აინტერესებთ, ესენიც ფულისთვის არიან მანდ
lechxumeli
13 ნოემბერი 2020 21:01
2
კობიაშვილ- მუჯირის შაიკა გასაგდებია მაქედან. ჯერ მძევალი რომ აიყვანეს ფედერაციის არჩევნებზე მაშინ იყო ცხადი რა ტიპაჟებთან გვაქვს საქმე. ბოლო ბოლო აღარ უნდა გვეღირსოს ნორმალური ფედერაცია?!
არტ
13 ნოემბერი 2020 20:12
1
პროკურატურა ას ლარიან საქმეებს რომ დასდევს, 300 მილიონიანი ბირჟა გვაქვს ვერ ხედავთ
??????????????????????????????????????????????????????????????
13 ნოემბერი 2020 20:08
1
ჩვენც არ ვარგივართ რომ ამათ ვაბლატავებთ, ჩვენი ბრალია ბევრი რამ. რომ გააპროტესტო ეგრევე ნაციონალი ხარ, ნაციონალების და ქოცები ორივე მაგრად მკიდია. ერთი რა მადარდებს იცით, რომ არ ვარგივართ როგორც გულშემატკივრები, დინამოს პაზორზე რა ვქენით??? ნაკრების ამ წაგებაზე რა ვქენით??? ვიყოთ ეხლა და ვაპროტესოთ კლავიატურით, მგონი ეს ყველაზე კარგად გამოგვდის!!
azri
13 ნოემბერი 2020 19:01
2
ნამდვილად შესაცვლელია ეს ფედერაცია საერთოდ ფეხებზე დაიკიდეს ეს მატჩი ძაან არა ორგანიზებული იყო ელემენტარულად წამყვან ფეხბურთელებს ვერ მიხედეს და დააიმფიცირეს კობიაშვილის საარჩევნო კამპანიას გადაყვნენ ასე რომ წადით პოლიტიკაში და დაანებეთ ფეხბურთს თავი
Lova
13 ნოემბერი 2020 18:49
1
ახლა ვნახე კადრები ცქიტიშვილის საქციელის და საუბრის. ჯობია მაგ ფედერაციას ძველბიჭობის ბირჟა მიაწეროთ და ცაიცუცქოთ. ვაიმე ეს უკვე მარაზმია მართლა უწიგნურები, ამათმა რა სტრატეგია და განვითარების პერსპექტივა უნდა დასახონ? სად ხართ ნამდვილი ვეტერანი ფეხბურთელები ნუთუ ყველა გაიყიდეთ, სირცხვილია. ამას მომავალი თაობა არასოდეს დაგივიწყებთ!
ქომაგი
13 ნოემბერი 2020 18:37
2
მუჯირი ალადაშვილზე იძახის ეს პროვოკაცია მისი მოწყობილია,მუჯირი სამარცხვინო,,სიჭინავას დაუძახებთ იცოდედა გაიგებ რაც არის ეს
საგურამო აკადემია
13 ნოემბერი 2020 18:32
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული