დავით მუჯირი: ფედერაციასთან გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკა მელია იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 13 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონფლიქტი მოხდა - ერთმანეთს აქციის მონაწილეები და ვეტერანი ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ, ამ საკითხზე კი კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა.

აქციის მონაწილეები ფედერაციის შენობასთან სკანდირებდნენ: "წადი! წადი!" და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვდნენ.

ერთ-ერთ  ეპიზოდში პროტესტანტებმა ფედერაციის შენობაში შესვლა და ჯორჯ ორუელის წიგნის, "ცხოველების ფერმის" შეტანა სცადეს. დაცვამ ისინი შენობაში არ შეუშვა და კონფლიქტიც აქედან დაიწყო...

მკითხველის კომენტარები / 34 /
ეხლა ამათ არ აჟრიალებთ? რა მელია,რის მელია...
მთ
16:56 13-11-2020
3
არც მელია მაინტერესებს და არც რომელიმე პოლიტიკოსი, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ფედერაციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავიანთ თავზე, რადგან არანაირი შედეგი მათ მოღვაწეობას არ აქვს, ხალხის ფული იხარჯება ძმაო და ხალხიც ითხოვს შედეგს. თუ ვერ დებ შედეგს მიბრძანდით და სხვას დაუთმეთ ასპარეზი. პკ
გიოსან
16:37 13-11-2020
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული