იაშვილი: მარადიშვილის მამას ვესაუბრეთ, წიტაიშვილისა კი ფედერაციაში იყო მოსული; მიქაუტაძე...

AutoSharing Option
სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილთან და მას სხვადასხვა საკითხზე ესაუბრა.

- საინტერესოა, რა ეტაპზეა ეროვნული გუნდისთვის ახალი მთავარი მწვრთნელის მოძიების საკითხი?
- ბოლო სანაკრებო მატჩების შემდეგ ჯერ ცოტა დროა გასული. ასე რომ, შეიძლება ითქვას, საწყის ეტაპზე ვართ. მესმის დიდი ინტერესი ამ თემის მიმართ, მაგრამ ახლა სხვას ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. რაიმე კონკრეტულზე ახლა საუბარი ნაადრევია.

- ქართველ "მამლუქებზეც" უნდა გკითხოთ. დავიწყოთ გიორგი მიქაუტაძით...
- ამ თემაზე ვესაუბრეთ ვლადიმირ ვაისს და
ჩვენი პოზიცია იყო, რომ მიქაუტაძე ჩამოსულიყო ნოემბრის შეკრებაზე. გვქონდა სისტემატური კომუნიკაცია ფეხბურთელის მხარესთან. მათ ითხოვეს დრო საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მიქაუტაძე ახლა იკიდებს ფეხს ევროპულ ფეხბურთში და უნდა, რომ ჯერ იქ განსაზღვროს თავისი მომავალი და მერე იფიქროს სანაკრებო საკითხზე. რა თქმა უნდა, ამ თემაზე მუშაობა გაგრძელდება და დიდი იმედი მაქვს, ის ითამაშებს საქართველოს ნაკრებში.

- კონსტანტინე მარადიშვილზე რას იტყვით?
- ველაპარაკეთ ფეხბურთელის მამას. რა თქმა უნდა, დიდი სურვილი გვაქვს, რომ მარადიშვილმაც ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მაგრამ ბევრი რამაა დამოკიდებული თავად ფეხბურთელის სურვილზე. აქაც გრძელდება მუშაობა...

- გვერდს ვერ ავუვლით გიორგი წიტაიშვილსაც. ის თავის ასაკში ერთ-ერთი გამორჩეულია მთელ ევროპაში...
- წიტაიშვილის მამა ფეხბურთის ფედერაციაშიც იყო მოსული. სექტემბრამდე არსებული რეგულაციები სხვა ნაკრებში ნათამაშები ფეხბურთელის გადასვლას სხვა ეროვნულ გუნდში გამორიცხავდა, მაგრამ ახლა შეცვლილია ვითარება. წიტაიშვილის საკითხზეც მიდის აქტიური მუშაობა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე

მკითხველის კომენტარები / 35 /
ხალხო,16,17,18 წლის ბავშვები თამაშობენ ტოპ ჩემპიონატებში.მიქაუტაძეს ვინ გააჩერებდა ბელგიის ლიგაში?
გელა
12:22 29-11-2020
0
დომენტი სიჭინავა მაგათ სამივეს ჩამოიყვანდა.
ესენი რისი ჩამომყვანები არიან :დდ
₾ადო
16:31 25-11-2020
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული