"ლანჩხუთი" საქართველოში ვერ ითამაშებს?! - მეტოქე თბილისში ჩამოსვლის წინააღმდეგია

AutoSharing Option
შვედური გამოცემა svt.se წერს, რომ ქალთა ჩემპიონთა ლიგის "ნოკ-აუტის" პირველ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონ "ლანჩხუთის" მეტოქე "როსენგარს" 8 დეკემბერს გასამართი მატჩის ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარება სურს.

შვედეთის მთავრობის მითითების მიხედვით, 31 იანვრამდე საქართველოში ჩამოსვლა რეკომენდებული არაა. სწორედ ამიტომ, შვედურ მხარეს ნეიტრალური ადგილი ერთადერთ რეალურად ალტერნატივად მიაჩნია.

"არ ვიცი, საუკეთესო გზა რა შეიძლება იყოს. ჩვეულებრივ, საქართველოში თამაში კარგი იქნებოდა, თუმცა, დღევანდელი შეზღუვების გათვალისწინებით, ნეიტრალური გეგმა ერთადერთი ალტერნატივაა", - განაცხადა "როსენგარის" სპორტულმა დირექტორმა ტერესა სერგანმა.

მისივე სიტყვით, მატჩის ჩატარების ალტერნატიულ ადგილებად პოლონეთი, საბერძნეთი და
კვიპროსი განიხილება.

აღსანიშნავია, რომ გუნდის კაპიტანი კეროლაინ სეგერი უეფას აკრიტიკებს და ამბობს, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ქალთა გუნდებს ისეთივე დახმარებას რომ უწევდეს, როგორც კაცთა კლუბებს ეხმარება, პრობლემა არ იქნებოდა. მოგეხსენებათ, კაცთა ჩემპიონთა ლიგაზე მატჩის ადგილას ჩარტერული რეისით ჩაფრენა სავალდებულოა და ფინანსების ნაწილს უეფა გამოჰყოფს ხოლმე.

ქალთა შემთხვევაში კი პირიქითაა, უეფა ტრანსპორტის ხარჯებს კლუბებს არ უნაზღაურებს და შესაბამისად, ვერც "როსენგარს" ექნება ორგანიზაციის იმედი.

ასეა თუ ისე, შვედური მხარე ნეიტრალურ მოედანზე თამაშს ითხოვს და ჯერ გაურკვეველია, თუ ზუსტად სად გაიმართება მატჩი.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 16 /
შვედები რას ითხოვენ არ ვიცი და თუ არ ჩამოვლენ წაგება ჩაეთვლებათ. იმედია სსფ უცხოელი ბიძია დეიდებოს წინაშე მორცხვობას არ გამოიჩენს და საქართველოში მატჩის გამართვას არ დათმობს
ივან
25 ნოემბერი 2020 19:09
0
უუნარო ფედერაციის შემხედვარე აღარაფერია გასაკვირი, ისტორიული შანსი წაგვართვეს.
შენი კეთილის მსურველი
25 ნოემბერი 2020 20:21
15
მაშინ ორივე თამაში ნეიტრალურ მიედანზე ჩატარდეს.
თენგაბი
25 ნოემბერი 2020 20:24
4
კაი აზრია მაგრამ ხომ იცი ეს ჩვენი მოჩვენებითი ტოლეტანტობის ამბავი,იქით ასეთ მოთხოვნას არ წაუყენებენ
ბაჩი
25 ნოემბერი 2020 21:14
2
ჩაეთვალოთ წაგება საქართველოში არ ჩამოსვლის გამო, ეს იქნება სამართლიანი
gia
25 ნოემბერი 2020 23:03
0
შვედეთის მთავრობას არ გავკარი, უეფა ხო არ უკრძალავს? ნუ ჩამოვლენ, ტექნიკური გამარჯვება "ლანჩხუთს", 3-0.
Dato
26 ნოემბერი 2020 08:31
0
პროფესიონალური კლუბია და ჩარტერული რეისით ჩამოსვლაზე წუწუნებს, ფულს ითხოვს რომ ჩარტერული რეისით ჩამოვიდეს, რა ცუდია რომ ქალთა ფეხბურთში ფინანსების პრობლემა ესეთი დონის კლუბისთვისაც კი არსებობს. იმედია უეფა ისედაც აშკარა ფავორიტთან ისე არ იზამს რომ ნეიტრალურზე გვათამაშოს!!
zaza
25 ნოემბერი 2020 23:22
1
ნეიტრალური სტადიონი ფული არ ღირს ნეტავ? იქ /ჩარტერული/ ფეხით მიდიან. მაგათ თუ ფული არ აქვთ ლანჩხუთმა რა ქნას. ეშინიათ და კაი პონტში უნდათ ითამაშონ. ფედერაციას!!! არ დაუშვათ ჩვენი გოგოების დაჩაგვრა
fasia
26 ნოემბერი 2020 09:31
1
არავითარი დათმობა, ჩამობრძანდნენ ვიკინგები საქართველოში თუ არადა წაგება აიკიდონ 3-0, განმეორებით მატჩზე კი გოგოები 3-0-ს არ წააგებენ!
jango
26 ნოემბერი 2020 14:28
0
აგერ რუმინეთში ვერ ჩავიდა ნორვეგიის ნაკრები ორი კვირის წინ და წაგება ჩეთვალა ასე რომ დაფიქრდით ;)
lol
26 ნოემბერი 2020 11:36
1
Ჩვენი ფედერაცია რა Თქმა უნდა Შვედების ყველა მოᲗხოვნას დაეᲗანხმება,აბა Თქვენ იციᲗ სადმე ახლოᲨი მოუᲫებნეᲗ ნეიტრალური მოედანი,ᲨვედეᲗის მოსაზᲦვრე ქვეყანაᲨი....
ზურა
26 ნოემბერი 2020 10:18
7
ერთი თამაში ნეიტრალურზე და მისი ჯანი, ან 3-0 ლანჩხუთში ჩამოუსვლელობის გამო
შაკო
25 ნოემბერი 2020 22:44
1

სიახლეები პოპულარული