საქართველოს ფუტსალის ნაკრები პარიზში საფრანგეთს დაუზავდა - 4:4 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდი სტუმრად საფრანგეთს დაუპირისპირდა და მატჩი პარიზში ფრედ, 4:4 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-2 წუთზე რამირესმა პენალტით გახსნა და საფრანგეთი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებმა მალევე გაათანაბრა, იმავე წუთზე გოლი ბინიოს ანგარიშზეა. წონასწორობის აღდგენის შემდეგ უპირატესობას ჩვენი გუნდი დაეუფლა და ორწუთიან მონაკვეთში წინ გასვლაც მოახერხა. მე-8 წუთზე მეტოქის კარი რონინიომ აიღო, მე-10-ზე კი ეროვნული ნაკრების დებიუტანტმა ელისანდრომ გაიტანა. საქართველოს ნაკრებმა ტაიმის ბოლომდე უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა, მე-17 წუთზე ალამ პენალტით
სხვაობა შეამცირა, მე-20 წუთზე კი მოჰამედიმ დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

მეორე ტაიმი ავთანდილ ასათიანის გუნდის უპირატესობით წარიმართა და მეტოქის კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შეიქმნა. საბოლოოდ, 33-ე წუთზე სიმი საიოტიმ ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრას 2 თებერვალს, საკუთარ მოედანზე რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში ასპარეზობს. ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქეები კი საფრანგეთი და რუსეთი არიან. მესამე გუნდის ვინაობა ბულგარეთი/სომხეთის წყვილში 9 დეკემბერს გაირკვევა. ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ექვს ტურად მომავალი წლის აპრილის ჩათვლით გაიმართება.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბრაზილიის ნაკრები ჯერ ვერაა ფორმაში, თორემ საფრანგეთს მოუგებდა.
gurami
10:51 09-12-2020
3
ერთი 3 ბრაზილიელი კიდე დავამატოთ და მერე კი შეიძლება ევროპის ჩემპიონობაზე ფიქრი.
zaza
11:52 09-12-2020
3

სიახლეები პოპულარული