"ადრე ამ საკითხზე არ ვსაუბრობდი" - პოგბა, მოურინიო, კაშია და სხვები უეფას ფილმში

AutoSharing Option
უეფამ სულ ცოტა ხნის წინ გამოუშვა ფილმი, სახელწოდებით "შეურაცხყოფილნი", რომელიც ფეხბურთის სფეროში სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას ეძღვნება და აღნიშნულ სურათში სხვადასხვა ვარსკვლავთან ერთად გურამ კაშიაც იღებს მონაწილეობას.

სიუჟეტის მისი ნაწილი, ცხადია, ცნობილ მოვლენებს უკავშირდება, როცა არნემის "ვიტესის" კაპიტნად ყოფნის დროს ერედივიზიონის ერთ-ერთი ტურის შეხვედრაში მოედანზე ლჯბთ საზოგადოების წარმომადგენელთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო-დროშა ჰქონდა გამოხატული სამკლავურზე (როგორც ყველა გუნდის კაპიტანს იმ ტურში).

ამ ამბავს საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სხვადასხვა მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფი კაშიას წინააღმდეგ გამოვიდა, მისგან ბოდიშის მოხდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გურამის ნაკრებიდან
მოკვეთაც კი მოითხოვეს. კაშიამ უკან არ დაიხია და საპასუხოდ უეფასაგან თანასწორობის იდეის მხარდაჭერისათვის სპეციალური ჯილდოც მიიღო.

"დიდი ხნის განმავლობაში ამ თემის განხილვისაგან თავს ვიკავებდი, ახლა კი სასაუბროდ ღია ვარ. ვცდილობ, ცხოვრებაში სწორი ნაბიჯები გადავდგა. ზოგჯერ ეს რთულია და გიჭირს ადამიანს სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან მათ აუცილებლად მოჰყვება შედეგები. შენი განცხადებებით ვიღაცას აბრაზებ, ბევრს არ მოსწონს, თუმცა წინ უნდა წავიდეთ მთელი ქვეყანა, საზოგადოება და სწორი გზით ვიაროთ", - ამბობს გურამი.

ფილმში ასევე საუბრობენ ჟოზე მოურინიო, რუუდ გულიტი, დეიან ლოვრენი, პოლ პოგბა, მეგან რაპინო, ხუან მატა, იურგენ კლოპი და სხვები...



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 26 /
ამან რაც საკუთარ თავს ავნო ისეთ შეურაცხყოფას ვერავინ მიაყენებს.ტიპი ამდენი წელი ფეხბურთელი იყო და ხალხს მარტო იმით დაამახსოვრდა რომ რაღაც ფარჩაკი სამკლაური გაიკეთა..
გურამიკო
25 დეკემბერი 2020 11:07
4
კაშია, ეხლა რაც არ უნდა იმართლო თავი, ხომ გაიკეთე ეგ სამარცხვინო სამკლავური, ხოდა ამ შავ ლაქას, როგორც კაცი ვერაფრით ჩამოირეცხავ!!!! ქართველების თვალში დარჩები როგორც.... აღარ გავაგრძელებ, მიხვდებით რისი თქმაც მინდოდა.
გია
25 დეკემბერი 2020 10:36
3
Zaladoba aravis mimart ar aris mosaconi. Magram aris ragac temebi romlis propagandac ar aris mosaconi.
Milani
24 დეკემბერი 2020 20:09
2
გავა დრო არცისე დიდი, და ამ ისტორიაზე ყველას გაგვეცინება ვიტყვით სად ვცხოვრობდით ან რას ვაპროტესტებდით საერთოდო, მაგრად გაგვეცინება მერწმუნეთ დრო როცა 90 იანების უშუქობიდან დაღწევის შემდეგ გონებრივი უშუქობიდანაც დავაღწევთ
გოგა ნიჟ
24 დეკემბერი 2020 19:58
29
არ უნდა გაეკეთებინა სამკლაური ბევრმა უარი განაცხადა ბოლოს ივანოვიჩმა თქვა უარი რომელიც კაშიაზე ბევრად უკეთესი ფეხბურთელია და უკეთეს გუნდებშიც უთამაშია ასერომ სამწუხაროა მაგრამ სიმართლეა არ უნდა გამოსულიყავი მაგ სამკლაურით
T
24 დეკემბერი 2020 17:42
17
მიაწექი გურამ, ბნელებს ნუ უსმენ. LGBT საზოგადოების მიმართ ძალადობა, ისეთივე ძალადობაა, როგორც ნებისმიერი. ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია და არც ესაა გამონაკლისი. მთავრობები იმიტო გაბოლებენ მუდმივად და იმიტო ვართ ბანძი ქვეყანა, რომ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ ბნელები და ბნელის დაბოლება კი ძალიან მარტივია, ეროვნულ, პერსონალურ, ტრადიციულ ან სხვა რომელიმე ფაქტორზე მანიპულაციით. გამოიხედეთ ცოტა ამ უშუქობიდან. შევარნაძე წავიდა ხალხნო. სხვა ეტაპია გამვითარების და ცხოვრების, ჩვენი ქვეყანა კიდე ისევ იქ ცხოვრობს ;)
თემო
24 დეკემბერი 2020 17:27
45
ვაი შე მართლა ბნელო თემო! ესე იგი ვინც ვგმობთ ამ გაუკუღმართებულ ურთიერთობას, ბნელები ვართ? სიმართლე გითხრა ნამდვილად სიბნელე მირჩევნია, შენნაირების ევროპულ სინათლეს.
Temos
25 დეკემბერი 2020 10:30
3
შენ გენაცვალე, ამ სიბნელით მოცულ ქვეყანაში, შე ნათელო და კაშკაშა ადამიანო.
ყოჩაღი ოლეგი
24 დეკემბერი 2020 19:02
11
ყველა გამოხმაურება
გუკუჩ ჩამოდი რა დროზე საქართველოში, ხო იცი შენი ყურადღება და დაცვა გვჭირდება, თორე გვჩაგრავენ ყველა ფერად საზოგადოებას ვაფშე რა.
ცუნცუ
24 დეკემბერი 2020 16:53
15
" სიმბოლო-დროშა ჰქონდა გამოხატული სამკლავურზე (როგორც ყველა გუნდის კაპიტანს იმ ტურში)" - ტყუილად გააკეთეთ ეს ფჩხილებში ჩასმული ჩანართი ამ ტექსტში, იმიტომ რომ იყვნენ კაპიტნები, რომელთაც უარი განაცხადეს ამაზე და ბუზიც ვერავინ აუფრინა. აი ისენი არიან კაცები. შენც რომ ეგრე გაგეკეთებინა, იმათ თვალში არ ვიცი, მაგრამ ჩვენს თვალში ნაღდად მაგარი კაცი იქნებოდი!
SL
24 დეკემბერი 2020 16:50
12
კაშო მაგარი კაცია, თქვენ კიდე იმ ხალხს ვინც მას აგინებს და შეურაცყოფს იმათ მოგმართავთ, ცოტა მეტი იკითხეთ იქნებ ტვინი გაგეხსნათ და საკუთარმა აგრესიამ და ბოღმამ არ დაგახრჩოთ.
semi
24 დეკემბერი 2020 16:39
40
ვითომ კაცია?
ვანო
07 თებერვალი 2021 14:32
1
ფილმა მაგას ეხება და იმიტომაც არი კაშიაც გადაღებული თორე ფეხბურთის მიღწევებზე რო იყოს ვის გაახსენდებოდა
შოკირებული გულშემატკივარი
24 დეკემბერი 2020 16:28
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული