"ადრე ამ საკითხზე არ ვსაუბრობდი" - პოგბა, მოურინიო, კაშია და სხვები უეფას ფილმში

AutoSharing Option
უეფამ სულ ცოტა ხნის წინ გამოუშვა ფილმი, სახელწოდებით "შეურაცხყოფილნი", რომელიც ფეხბურთის სფეროში სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას ეძღვნება და აღნიშნულ სურათში სხვადასხვა ვარსკვლავთან ერთად გურამ კაშიაც იღებს მონაწილეობას.

სიუჟეტის მისი ნაწილი, ცხადია, ცნობილ მოვლენებს უკავშირდება, როცა არნემის "ვიტესის" კაპიტნად ყოფნის დროს ერედივიზიონის ერთ-ერთი ტურის შეხვედრაში მოედანზე ლჯბთ საზოგადოების წარმომადგენელთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო-დროშა ჰქონდა გამოხატული სამკლავურზე (როგორც ყველა გუნდის კაპიტანს იმ ტურში).

ამ ამბავს საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სხვადასხვა მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფი კაშიას წინააღმდეგ გამოვიდა, მისგან ბოდიშის მოხდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გურამის ნაკრებიდან
მოკვეთაც კი მოითხოვეს. კაშიამ უკან არ დაიხია და საპასუხოდ უეფასაგან თანასწორობის იდეის მხარდაჭერისათვის სპეციალური ჯილდოც მიიღო.

"დიდი ხნის განმავლობაში ამ თემის განხილვისაგან თავს ვიკავებდი, ახლა კი სასაუბროდ ღია ვარ. ვცდილობ, ცხოვრებაში სწორი ნაბიჯები გადავდგა. ზოგჯერ ეს რთულია და გიჭირს ადამიანს სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან მათ აუცილებლად მოჰყვება შედეგები. შენი განცხადებებით ვიღაცას აბრაზებ, ბევრს არ მოსწონს, თუმცა წინ უნდა წავიდეთ მთელი ქვეყანა, საზოგადოება და სწორი გზით ვიაროთ", - ამბობს გურამი.

ფილმში ასევე საუბრობენ ჟოზე მოურინიო, რუუდ გულიტი, დეიან ლოვრენი, პოლ პოგბა, მეგან რაპინო, ხუან მატა, იურგენ კლოპი და სხვები...



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 26 /
ფილმა მაგას ეხება და იმიტომაც არი კაშიაც გადაღებული თორე ფეხბურთის მიღწევებზე რო იყოს ვის გაახსენდებოდა
შოკირებული გულშემატკივარი
24 დეკემბერი 2020 16:28
12
არ უნდა გაეკეთებინა სამკლაური ბევრმა უარი განაცხადა ბოლოს ივანოვიჩმა თქვა უარი რომელიც კაშიაზე ბევრად უკეთესი ფეხბურთელია და უკეთეს გუნდებშიც უთამაშია ასერომ სამწუხაროა მაგრამ სიმართლეა არ უნდა გამოსულიყავი მაგ სამკლაურით
T
24 დეკემბერი 2020 17:42
17
" სიმბოლო-დროშა ჰქონდა გამოხატული სამკლავურზე (როგორც ყველა გუნდის კაპიტანს იმ ტურში)" - ტყუილად გააკეთეთ ეს ფჩხილებში ჩასმული ჩანართი ამ ტექსტში, იმიტომ რომ იყვნენ კაპიტნები, რომელთაც უარი განაცხადეს ამაზე და ბუზიც ვერავინ აუფრინა. აი ისენი არიან კაცები. შენც რომ ეგრე გაგეკეთებინა, იმათ თვალში არ ვიცი, მაგრამ ჩვენს თვალში ნაღდად მაგარი კაცი იქნებოდი!
SL
24 დეკემბერი 2020 16:50
12
სამარცხვინო
irakli
24 დეკემბერი 2020 13:33
13
ეს ბოლოს "ქამინგ აუთ"-საც გააკეთებს...
პ.ს. კარიერის დასასრულს მეტი სალაპარაკო და მიღწევა რომ არ გექნება ფეხბურთელს (ნაკრების ვიცე-კაპიტანს) სამკლაურის გაკეთების ისტორიის გარდა, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ.
დათო
24 დეკემბერი 2020 15:20
12
ისე მაინტერესებს ნაკრების ვიცე კაპიტნის აზრი, ლჯბტ-ს პროპაგანდა, თუნდაც ეს ანტიდისკრიმინაციული კუთხით იყო გაკეთებული, ქვეყნისთვის წინსვლაა და საზოგადოებისთვის სწორი გზაა?
გოგა
24 დეკემბერი 2020 14:32
8
კარგი იქნებოდა პოგბასთან და ვანბასტენთან სპორტული მიღწევებით მიეწვიათ, მაგრამ .ეჰ.....
Giusha3232
24 დეკემბერი 2020 13:42
9
ხოდა სულ ეგრე სწორად იარე მთელი ცხოვრება!
ჯოყოლა
24 დეკემბერი 2020 14:43
10
მე სხვა რამე მაინტერესებს. რა შევიწროვება მიიღო კაშიამ? ნაკრებიდან გაუშვეს? სასტავიდან ამოაგდეს? ვიცე კაპიტნობა წაართვეს? გზაში დახვდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს? განხილვა რომ იყო ინტერნეტ სივრცეში და უმეტესობას განსხვავებული აზრი ქონდა ამიტომ დაიჩაგრა? მე საერთოდ არ ვარ ესე რადიკალურად გამწყობილი მაგ სამკლავურზე და მასეთ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ( ეს ჩემი პირადი აზრია) მაგრამ ამ ფილმში კაშიას ყოფნა ჩემთვის უაზრობაა.
დიმო
24 დეკემბერი 2020 15:19
7
იესოს გზაზე უფრო სცორი გზა რომელია გვასცავლე ჰვენ არ გვცოდნია
ბაჯო
24 დეკემბერი 2020 14:38
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული