"გაგრას" 19 წლის ფეხბურთელი ძმამ მოკლა

AutoSharing Option
"გაგრას" მეორე გუნდის 19 წლის ფეხბურთელი მიშო ახლოური მუცლის არეში ძმის მიერ მიყენებული ჭრილობების შემდეგ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ 22 წლის ძმამ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მიშო ახლოურს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ძმას - 2001 წელს და­ბა­დე­ბულ მ.ა.-ს, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­ულ­ზე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნილი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 11 პრი­მა-108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს", - ნათ­ქვა­მია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მიშო "საბურთალოს" აღზრდილი და ტრაგიკულად გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იყო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რუსეთს მტერს ვეძახით და რასაც ერთმანეთს ვხოცავთ,დანით,თოფით,ავარიით თუ კორონა ვირუსით,რომელი რუსეთი ან სხვა ვინმე შეედრება.
სოსო
22:04 06-01-2021
9

სიახლეები პოპულარული