"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი სფფ-ის ყოფილი გენერალური მდივანი გახლდათ, რომელმაც France Football-ის მიერ გამოქვეყნებულ "ოცნების გუნდზე" ისაუბრა.

ყოფილმა ფეხბურთელმა საუბარში საქართველოს ნაკრებიც ახსენა.

"თანამედროვე ფეხბურთი ყოველდღიურად იცვლება. გუშინ სხვა რაღაც ხდებოდა, დღეს უკვე სხვა არის და ამაზე ყველა თანხმდება.

არ მესმის, როდესაც ამბობენ, რომ საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშოსო...

რატომ? - ეჭიროს მეტოქეს ბურთი 60% და ჩვენ ვიყოთ მეორე ნომრები. ჩამოაწოდოს იმან 15 კუთხური და შენ გაცილებით ნაკლები.

შეხედეთ მოურინიოს, რას აკეთებს დღეს ის და ინგლისში ყველაზე
ტიტულოვანი მწვრთნელია. მან 300 მილიონი გამოიმუშავა და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.

ლა ლიგას ჩახედეთ და ნახავთ, რომ 38 გოლის გამტანი "ბარსელონა" მესამეზეა, 31 გოლის შემგდები "ატლეტიკო" კი - პირველზე. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა ვითამაშოთ აუცილებლად შემტევი ფეხბურთი", - ამბობს არველაძე.

მკითხველის კომენტარები / 33 /
ეს რომ არ გვესმის, იმიტოა ჩვენი საქმე კარგად. თქენი მოწონებული ფეხბურთის მამები, თუ იცით რას ამბობდნენ კატენაჩიოზე (ფაქტიურად იგივეა რაც დღევანდელი "ავტობუსი"), ეტყობა არა, ამიტომ გეტყვით - „შემტევების უმაღლესი ინდივიდუალური ოსტატობა და ფენომენალურ დონეზე კონცენტრირებული თამაში დაცვაში“ - ამაში ხედავდნენ აღნიშნული ფეხბურთის მამები წარმატების მიღწევის აუცილებელ წინაპირობას. ვიმეორებ აუციებელ წინაპირობას. ზემოთაღნიშნულის გარდა, ისიც ბრძანეს უბურთოდ მოგებაზე დაგეშილმა ბობოლებმა - 'ასეთი ფეხბურთის ბუნება თავდაუზოგავი ბრძოლა და სწრაფი შეტევააო. სად ვგვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მსგავსი ტაქტიკით თამაშის მოგებას შეძლებენ? რა კონცენტრაცია, რის ბრძოლა? სისწრაფეზე ხომ ლაპარაკიც არაა, ასეთი ტემპში ალბათ ფოთელებს არ უთამაშიათ ინგლისელ მეზვაურებთან. სხვა მხრივ პატივცემულო, არიგო საკის სიტყვები რომ გამოვიყენო, მშიშარა, მხდალ ფეხბურთთან გვაქვს საქმე და არა მეორე ნომრად თამაშისას, მოგებაზე.
თანაც გაუგებარია, ამ ფეხბურთს არ ვთამაშობთ ბოლო 10-12 წელი, ვისთან გაქვთ პრეტენზია? ჯერ შეშინებულ ქეცბაიას ვუყურეთ, მერე დამფრთხალ ვაისს და სად ვართ? ეტყობა ფეხბურთი თქვენც ქეცბაიასავით სანახევროდ გესმით - გახსოვთ ალბთ, ოცდამეერთე საუკუნეში ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე „ბრძნული“ გამონათქვამი -„შეტევას რესურსი უნდაო“, კი ბატონო ნამდვილად უნდა, მაგრამ იმას, რასაც ვცდილობთ და თქვენც ემხრობით გაცილებით მეტი რომ უნდა, ამაზე როგორღა ვართ?
ამიტომ სიმართლე თქვით თქვენ და თქვენისთანებმა - მეორე ნომრად თამაშისას მოგებას კი არ ცდილობთ, არამედ გოლის არგაშვებას და იღბალზე ხართ დამოკიდებული, მეტოქეს შეიძლება ბურთზე ფეხიც აუცდეს და მოგებასაც ხელი გამოვკრათო. ესაა და ეს...
გოგა
18:57 15-01-2021
3
ფეხბურთი მარტო შეტევა არ არის მაგრამ სამწუხაროდ არც დაცვაში ვართ ბუმბერაზები და არც ნახევარ დაცვაში როგორც გვგონია. სწორი თამაში უნდა ვისწავლოთ და ბურთის გაფრთხილება. ზოგს პასის გაკეთება არ შეუძლია 5 მეტრში, კარში საჯარიმოს გარედან დარტყმა კი საერთოდ არ არსებობს კარის მიმართულებით რაგბის კარებში ურტყამენ თუ სცადეს. თავით თამაში ერთი კაჭარავამ გაიტანა და მარტო მას შეუძლია მაღალ ბურთზე ასე თუ ისე ბრძოლა მაგრამ დამხმარე არ ჰყავს ახლო მახლო არასდროს. ორივე ფეხით პასის მიცემა და დარტყმა ბევრს არ შუძლია თითქოს ის. მეორე ფეხი მისი არ იყოს....კარნეგი ჰოლში როგორ მოვხვდეო გამვლელი ეკითხება ქუჩაში მეორეს - პასუხი თავდაუზოგაბვი მეცადიენობითო... ჰო და ევროპის ჩემპიონატზე როგორ მოვხვდეთ/ ან მსოფლიოზე ან პრემიერ ლიგაში სათამაშოდ... ვარჯიში, ვარჯიში და ვარჯიში და არა ხინკალი, ქაბაბი და ხაჭაპური
niko
18:20 15-01-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული