"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი სფფ-ის ყოფილი გენერალური მდივანი გახლდათ, რომელმაც France Football-ის მიერ გამოქვეყნებულ "ოცნების გუნდზე" ისაუბრა.
ყოფილმა ფეხბურთელმა საუბარში საქართველოს ნაკრებიც ახსენა.
"თანამედროვე ფეხბურთი ყოველდღიურად იცვლება. გუშინ სხვა რაღაც ხდებოდა, დღეს უკვე სხვა არის და ამაზე ყველა თანხმდება.
არ მესმის, როდესაც ამბობენ, რომ საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშოსო...
რატომ? - ეჭიროს მეტოქეს ბურთი 60% და ჩვენ ვიყოთ მეორე ნომრები. ჩამოაწოდოს იმან 15 კუთხური და შენ გაცილებით ნაკლები.
შეხედეთ მოურინიოს, რას აკეთებს დღეს ის და ინგლისში ყველაზე
ტიტულოვანი მწვრთნელია. მან 300 მილიონი გამოიმუშავა და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.
ლა ლიგას ჩახედეთ და ნახავთ, რომ 38 გოლის გამტანი "ბარსელონა" მესამეზეა, 31 გოლის შემგდები "ატლეტიკო" კი - პირველზე. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა ვითამაშოთ აუცილებლად შემტევი ფეხბურთი", - ამბობს არველაძე.
Tamashis dges chvenebi vabshe chasvrilebi iyvnen-titqos ukve waages...ra vici,ra vici..
Da am opoziciis yvelaferic ro maincdamainc 30 wliani istoriis mandzilze yveöaze mnishvnelovani matchisas moundat saqartvelos gauketeseba..