"საარსებო წყარო არ გაგვაჩნია" - "დინამოს" ვეტერანები დახმარებას ითხოვენ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები გიორგი ჭილაია და გიორგი თავაძე დახმარებას ითხოვენ.

სოციალურ ქსელში ვეტერანი ქართველი ფეხბურთელების გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ მათ საკუთარი საარსებო წყარო არ გააჩნიათ.

"საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციის წევრები, ჩვენ - გიორგი (გია) თავაძე და გიორგი (გია) ჭილაია ვიყავით თბილისის დინამოს ფეხბურთელები.

ვართ 1981 წლის 13 მაისის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალის გამარჯვებულები, ვართ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატები, გვაქვს სახელმწიფოსგან მინიჭებული სპორტის რაინდის წოდება. დღეისთვის ვართ პენსიონერები, არ გაგვაჩნია საკუთარი საარსებო წყარო, ვართ უმუშევრები ათეული წლებია, არ
მიგვიღია საცხოვრებელი ბინა და დღემდე ვცხოვრობთ ქირით.

ძალიან გაგვიჭირდა. გთხოვთ ბიზნესმენებს, სპორტსმენებს, გულშემატკივრებს და უბრალოდ კეთილ ხალხს გულთან მიიტანოთ ჩვენი გასაჭირი.
თითოეული გადმორიცხული ლარი გაგვიხანგრძლივებს სიცოცხლეს.

მადლობას გიხდით თანადგომისა და სოლიდარობისთვის.

მიმღები: გიორგი თავაძე
საქ ბანკი GE63BG0000000498533795
თიბისი GE24TB7845245064300028
მკითხველის კომენტარები / 20 /
ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ სად არიან მათი თანაგუნდელი ვეტერანები, ფიფიას მეხოტბეები? სთხოვონ და ამ ხალხსაც დაეხმაროს, არაფერი უჭირს! ისიც საკმარისია, დინამო ორღობის გუნდს რომ დაამსგავსა
: )))))))
22 იანვარი 2021 14:31
3
რატო მსრტო სკორცმენებს? მეცნიერებს არა? ამგვარი მზარდაჭერა ქვეყნისათვის თავდადებულ ყველა პროფესიის ადამიანს ჭირდება. ნახეთ რა დღეშია ქართ.მეცნიერი.
gela
22 იანვარი 2021 16:41
0
თუ ჯანმრთელობა გიწყობთ ხელს თუნდაც კონსულტანტ-მწვრთნელების ფორმატში იმუშაოთ, ამისათვის მიმართეთ გორის დილას, სამგურალს და სამტრედიას, სამივეში დაგასაქმებენ.ეგაა რომ თბილისიდან გასვლა მოგიწევთ ათეული წლობით უმუშევარ კაცებს. საწყენი ხომ არაფერია ასეთ რჩევაში? დღეს რომ 100 ლარი დაგირიცხონ ხვალ უკვე არ იქნება. საჭიროა მუდმივი შემოსავლები და არა ერთჯერადი დახმარება!
kako
22 იანვარი 2021 16:26
2
მართალია ეს კაცი.
დახმარების და ქველმოქმედების საუკეთესო ფორმა შრომისუნარიანი არაინვალიდი მამაკაცისათვის არის ღირსეული ანაზღაურებით მისი პროფესიისათვის მორგებული დასაქმების შეთავაზება.
ამაზე უკეთესს ვერავინ მოიფიქრებს.
ადამიანები 70-75-80 წლის ასაკშიც კი მუშაობენ ხალისით თუ ჯანმრთელობა ხელს უწყობს.
jango
22 იანვარი 2021 17:52
0
მე რო გადაუგზავნე სივი ხო დამასაქმეს რასამბობ :D არც დაინტერესებულან პასუხიც არავის მოუწერია. ჯიბეში ჩავისვავ მსოლფლიოში გაპიარებულ ფულის ტომარა გუნდის ბიუჯეტით რო დებენ შედეგებს ეგეთებს. მე 30 წლამდე ახალგაზრდა დამაიგნორეს რომელსაც მართლა ნიჭი მაქ 81 წელს მოიგეს ამათმა უბრალოდ მონაწილენი იყვნენ გამარჯვების თან არავინ გადაყვება. მაგის იმედი არ ქონდეთ ლარიიანს არავინ ჩაგირიცხავთ სამწუხაროდ ამ ვეტერანებმა მოსპეს ყველაფერი ამათ არ გამოუვიდათ და ეხლა გვაყვედრიან
euf
22 იანვარი 2021 17:31
8
აბა წავიდა ხელების აქეთ-იქეთ გაშვერა (იმან ჩაურიხოს და ამან ჩაურიცხოს). ფრთხილად თითონ ხელი არ წაგცდეთ და შემთხვევით საკუთარი ლარიანი არ გადაგიყვეთ სადმე !!!
SL
22 იანვარი 2021 15:09
4
ეს ხალხი ახალკაცის ხელში იმდენის მნახველია არმგონია დღევანდელი მწვრთნელები რამეთი ჯობდენ და გამოცდილების გასაზიარებლად მაინც დაიყენეთ გვერდში მთავარმა მწვრთნელებმა
შოკირებული გულშემატკივარი
22 იანვარი 2021 17:28
2
სირცხვილო,გაყვლიფეთ ქვეყანა,ერთი საათი გიკეთიათ ბინის ფასი,რაზე უნდა ილაპარაკო,ეჰ აქამდე ხმას არ იღებდნენ ეტყობა მაგრად გაუჭირდათ, ამ არაფრის მაქნიაებს,რომ აფინანსებთ,ხუთი ლიგა ხალხნო,საქრთველოში ხუთი ლიგა და ამათი ხარჯები,ბიჯო ადმინისტრატორებად.მაინც აიყვანეთ სახელად და დაუნიშნეთ ხელფასი.
გოჩა
22 იანვარი 2021 21:07
2
ფედერაცია, წაიკითხე, ეს შენ გეხება პირველ რიგში!
ჯოყოლა
22 იანვარი 2021 14:53
11
სასწრაფოდ აღსადგენია პენსია სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. ვისაც საერთოდ არაფერი უკეთებია იმათ რატომ უნდა ჰქონდეს იგივე ზომის, რაც მშრომელ ადამიანს, მითუმეტეს თუ ქვეყნის წინაშე დამსახურებაც აქვთ??
დავით67
22 იანვარი 2021 22:22
0
მეტის ღირსები ხართ კიდევ უფრო დაუხარეთ ამ კრიმინალ მთავრობას თავი!
hm
22 იანვარი 2021 20:01
21
ძალიან ცუდია რომ ადამიანებს უჭირთ, ეგ არის ეროვნული ტრაგედია, მაგრამ მათსავით ათასობით პენსიონერი ცხოვრობს ამ ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ მათაც არანაკლებ უჭირთ. რატომ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო პრივილეგირებულად ვინმეს?
ანუ სადღაც იმერეთში ან რაჭაში რომ გლეხი ცხოვრობს და მთელი ცხოვრება მძიმე ჯაფაში გაატარა მას არ უნდა დაეხმაროს ვინმე რადგან ფეხბურთელი არ იყო?
მომიტევეთ და არ მგონია სწორი საზოგადოების და ბიზნესის დამუნათება. კი ბტონო იყვნენ ფეხბურთელები, ღირსეული ადამიანები მაგრამ მათ თავისი შემოსავალი ვინმეს გაუყვეს როცა თამაშობდნენ?
რატომ უნდა უყიდოს ბინა ვინმემ? ახლა მესიმ ან კრიშტიანუ რონალდომ ან რონალდინიომ (რომელიც თითქმის გაკოტრდა) წლების მერე რომ ფული მოითხოვოს და თავიანთი ფეხბურთის თამაში ვინმეს დააყვედრონ სამართლიანი იქნება?
ფსშვიუ
22 იანვარი 2021 16:03
8

სიახლეები პოპულარული