თბილისის "დინამო" წლის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე თბილისის "დინამო" პირველ საკონტროლო მატჩში სერბეთის ქალაქ სურდულიცას "რადნიკთან" 0:1 დამარცხდა, რომელიც ქვეყნის ჩემპიონატზე მეცხრე ადგილზე იმყოფება. გოლი პირველ ტაიმში ჩრდილოეთმაკედონიელმა ნახევარმცველმა ზორან დანოსკიმ გაიტანა.

ეს საქართველოს ჩემპიონის ამ წელში ჩატარებული პირველი მატჩი იყო და გუნდს პირველად უხელმძღვანელა გიორგი ნემსაძემ.

"დინამო" უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ მომენტებს იშვიათად ქმნიდა და მარცხი განიცადა.

დინამო (სასტარტო): კვასხვაძე, კობოური, ბენიო, მონხილი, მექვაბიშვილი, პაპავა, იაშვილი, კუცია, სპორსკლედი, გაბედავა, მარუშიჩი

მეორე ტაიმში ნემსაძემ შემადგენლობა სრულად შეცვალა.

26 იანვარს "დინამო" სერბეთის "ნაპრედაკს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
დაძლიერება რო უნდოდეთ იპოვიდენ შესაბამის მწვრთნელს
შოკირებული გულშემატკივარი
20:07 23-01-2021
1
უი! რას ამბობთ! ვინ იფიქრებდა! ფუфф! სოფ.ბანძა.
kaxi
19:59 23-01-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული