თბილისის "დინამო" თურქეთში მეორე შეკრებას იწყებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" თურქეთში გაემგზავრა, სადაც მეორე ეტაპისთვის მზადებას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:

"დინამო თბილისმა ახალი სეზონისთვის მზადების მეორე ეტაპი დაიწყო და შეკრებას თურქეთში გაივლის. გუნდი უკვე ეწვია ბელეკს, დაბინავდა სასტუმრო Spice Hotel & Spa-ში და საღამოს პირველ ვარჯიშსაც გამართავს.

გიორგი ნემსაძემ შეკრებაზე 25 ფეხბურთელი - როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ლუკა კუტალაძე, გიორგი პაპავა, ნოდარ იაშვილი, ბაქარ ქარდავა, აკაკი შულაია, დავით კობოური, გიორგი კუცია, ვიქტორ მონხილი, კარლოს კასტრო, ზორან მარუშიჩი, ფილიპ ორშულა, საიმონ ბენიო, ფაბიან სპორკსლეიდი,
გიორგი გაბედავა, თორნიკე ახვლედიანი, ლევან წოწონავა, საბა ხვადაგიანი, ჯადული იობაშვილი, ლუკა გაგნიძე, გიორგი მოისწრაფიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ლომინაძე და თორნიკე ძოწენიძე - იახლა.

ლევან ხარაბაძემ ბოლო ვარჯიშზე მხარი დაიზიანა, მიღებული ტრავმის მკურნალობას თბილისში განაგრძობს და გუნდს მოგვიანებით შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ პირველ სპარინგს დედაქალაქელები 23 იანვარს სერბულ "რადნიკთან" გამართავენ.

ჩვენი გუნდი დატოვა ირაკლი ბუღრიძემ. ფლანგის შემტევი ტრანსფერის შედეგად გორის "დილაში" გააგრძელებს კარიერას. "დინამო" ასევე დაემშვიდობა პერნამბუკუს და დავით სხირტლაძეს, მათ დედაქალაქურ გუნდთან კონტრაქტი ამოეწურათ. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებას უსურვებს მათ".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ალი სისოკოო და რატომღაც ის სტატია გაქრა.მორიგი ჭორი იყო?:))))
ალექსი
02:26 23-01-2021
0
დინამოს გაძლიერება ესაჭიროება ამ შემადგენლობით ევროტურნირებზე შანსი არ ექნება,ლეგიონერების შერჩევა შეიძლება სამხრეთ ამერიკიდან,რომლებიც დინამოს მართლა გააძლიერებდნენ,უბრალოდ ამისთვის სწორი მუშაობა არის საჭირო.
ziko
20:34 22-01-2021
0

სიახლეები პოპულარული