"სან ხოსედან" თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოსული და უგუნდოდ მყოფი საქართველოს ნაკრების 33 წლის მცველი გურამ კაშია თბილისის "ლოკომოტივთან" ერთად ესპანურ შეკრებაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას "რკინიგზული" კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:
"საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი - გურამ კაშია, ლოკომოტივთან ერთად, ესპანეთში, საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება. გამოცდილი მცველი, ჩვენს გუნდს ჯერ კიდევ თბილისური შეკრების დროს შემოუერთდა და უკვე 1 კვირაა, ლოკომოტიველებთან ერთად ვარჯიშობს.
ცხადია, გურამ კაშიას მომავალი, ქართულ საფეხბურთო წრეებსა და გულშემატკივრებში დიდი ინტერესის საგანია. ამიტომ, გურამს ვთხოვეთ, თავად ესაუბრა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე
და არსებული კითხვებისთვის პასუხი გაეცა.
გურამ კაშია: „ლოკომოტივს თბილისშივე შევუერთდი და უკვე ერთი კვირაა, გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. ქართულ ფეხბურთში ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და კლუბის ხელმძღვანელებს ვთხოვე, თუ საშუალება იყო, დავმატებოდი და ფორმის აღსადგენად მევარჯიშა. მოგეხსენებათ, ევროპულ ჩემპიონატებში უკვე მეორე წრე დაიწყო და აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვარჯიშის დაწყება.
ლოკომოტივში გაგებით მოეკიდნენ ჩემს სიტუაციას და მწვრთნელისა და მენეჯმენტის თანხმობის შემდეგ, გუნდს შევუერთდი. მინდა ვთქვა, რომ ძალიან გვესიამოვნა ერთად მუშაობა და რადგან ჩვენი სურვილები ერთმანეთს დაემთხვა, გადაწყდა, რომ გუნდს ესპანურ შეკრებაზეც გამოვყვებოდი.
ეს ჩემთვის საინტერესო პროცესია. ლოკომოტივი ძალიან კარგი გუნდია, მშვენიერი გარემო და პირობებია და ვარჯიშებით მხოლოდ სიამოვნებას ვიღებ. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა გუნდის მთავარ მწვრთნელს და კლუბის ხელმძღვანელობას. მათთან მუშაობა ძალიან მომწონს.
პარალელურად, მოლაპარაკებებს ვაწარმოებ რამდენიმე გუნდთან და მათ შორის, შემიძლია თბილისის ლოკომოტივიც დავასახელო. ჯერჯერობით, სულ ესაა. ვნახოთ, რა იქნება. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. დღეს ლოკომოტივში ვარ და ძალიან მსიამოვნებს აქ ყოფნა".