თბილისის " ლოკომოტივი" ესპანურ "ლინენსესთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ესპანურ შეკრებაზე "მალაგასთან" თბილისის "ლოკომოტივის" ამხანაგური მატჩი მასპინძელი გუნდის საკადრო პრობლემების გამო არ ჩატარდა. "ლოკო" ადგილობრივ ქვედალიგურ "ლინენსეს" ეთამაშა და 1:4 წააგო. ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე იაკობიძემ გაიტანა.

დღეს თბილისელები შეკრების ბოლო მატჩს, გიბრალტარის "ლინკოლნთან" გამართავენ.

"ლოკომოტივი" (სასტარტო): თევდორაძე, ბუიღლიშვილი, კაშია, გაბაძე, უბილავა, ანდრონიკაშვილი, მუკბანიანი, ზოსიაშვილი, კახაბრიშვილი, გავაშელიშვილი, სიხარულიძე

შეცვლაზე შევიდნენ: კოპალიანი, გურეშიძე, სანდოხაძე, მჭედლიშვილი, სამურკასოვი, დარცმელია, იმრანი, კირკიტაძე, იაკობიძე

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნეტა ჭიაბრიშვილს ამჟამად რომელი ხაზის თამაში მოეწონა
აბა ჰეე
23:33 19-02-2021
0
ვფიქრობ ცუდი სტერეოტიპი გვიყალიბდება, მთავარია დავამარცხოთ რუსულული გუნდები(ეს ძალიან კარგია) და მერე ვისთანაც უნდა წავაგოთ, საპატიოა. მე კი მგონია, თუ განვითარება გვინდა როგორც ვთამაშობთ რუსებთან მოგებაზე ასევე უნდა ვითამაშოთ ყველა მეტოქესთან. სპორტში შეღავათები დამღუპველია.
გიზოგ
12:48 19-02-2021
1

სიახლეები პოპულარული