თურქული შეკრების უკანასკნელ საკონტროლო მატჩში ბათუმის "დინამო" ყაზახეთის "ორდაბასისთან" 2:4 დამარცხდა.
უკვე მე-15 წუთზე მეტოქე 3:0 დაწინაურდა. 33-ე წუთზე მამუჩაშვილმა პენალტით ერთი გოლი გაქვითა, ხოლო 44-ე წუთზე ჯიღაურმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. მეოთხე გოლი კი მოწინააღმდეგემ თამაშის დასასრულს გაიტანა.
"დინამო" (ბთ) (სასტარტო): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, ჩალაძე, ტეიდი, მამუჩაშვილი, ჯიღაური, ალთუნაშვილი, გროცურეკი, ფანცულაია
"დინამომ" შეკრებაზე ტულის "არსენალთან" (0:0) და "ლვოვთან" (1:1) ფრედ ითამაშა, ბოსნიურ "ბორაცს" სძლია (2:0), "როტორთან" (1:3) და "ორდაბასისთან" (2:4) კი დამარცხდა.
ეროვნული ლიგის პირველ ტურში "დინამო" 27 თებერვალს
ქუთაისში "ტორპედოს" დაუპირისპირდება.