დასახელდა ძალიან ცნობილი ნიდერლანდური კლუბი, რომელიც შესაძლოა, შოთა არველაძემ ჩაიბაროს

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი აჩი არველაძე გახლდათ, სადაც მან თავის ტყუპისცალ შოთა არველაძის სამწვრთნელო საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

"შოთის შემოთავაზებები აქვს ყატარიდან, ნიდერლანდებიდან და თურქეთის რამდენიმე გუნდიდან.

ახლა ევროპაში ჩემპიონატები ნელ-ნელა უკვე დასასრულისკენ მიდის და გადაწყვეტილების მიღებას შოთი ჯერჯერობით არ ჩქარობს.

თუ მან ყატარული ვარიანტი არჩია, სავარაუდოდ, ის სამწვრთნელო საქმიანობას აპრილში დაუბრუნდება.

ნიდერლანდებიდანაც სერიოზული ინტერესია. საუბარია "ალკმაარზე". ამ გუნდის მომავალ შესაძლო მწვრთნელებს შორის ერთ-ერთი კანდიდატი შოთაცაა", - თქვა აჩი არველაძემ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
"ზოგს მღვდელი მოწონს-ზოგს მღვდლუს ცოლი" და ამ გვარმა დატოვა ქართულ ფეხბურთში კვალი და სახელი. ეს მარტო ინიტომ არა რომ კარგი ფეხბურთი ითამაშეს, კიდე იმიტომ რომ ჭკვიანები არიან, ამ პოლიტ-ფეფერაციიდან შორს გადგნენ, არ ერევიან არაფერში, რამეს კითხავ იუმორით გიპასუხებენ, ამ ქართულ-აგენტურ როტორიადაში არ ისვრებიან და მუდამ სტაბილურად ნორმალურ კლუბებში ფუსფუსებენ. ბრავო "კიჭას" ბიჭებო.
gela
18:55 04-03-2021
3
არც კვარას და არც ჩაკვეს არ წაიყვანს. ამდენ ხანს იმიტოა წარმატებული რომ ქართველებს არ იკარებს. ქართველი აგენტების და ჯურნალისტების საღადაოდ და საჭორაოს გაიხდის თავს.
vaxo
17:47 04-03-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული