ევრო 2022. საქართველო-სომხეთი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სომხეთს უმასპინძლებს. 4 მარტს ავთანდილ ასათიანის გუნდმა თამაშისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტრავმების გამო უახლოეს მატჩებში სიმი საიოტი, შაგინია და გიორგი ჩიმაკაძე ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)

წინა ხაზი: ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), ირაკლი თოდუა (აელ ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია
(ნურ-სულთანი, ყაზახეთი), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაშ-ლიდა, ბელარუსი), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), რონინიო (პროდექსიმ ხერსონი, უკრაინა).

საქართველოსა და სომხეთის ფუტსალის ნაკრებთა დაპირისპირება 5 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. Covid 19-ის პანდემიის გამო, ქვეყანაში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. პირდაპირ რეპორტაჟს კი 18:15 საათიდან საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში საქართველო საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. საქართველოს ნაკრებს საფრანგეთთან და რუსეთთან გამართული მატჩების შემდეგ ერთი ქულა აქვს.

სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ საპასუხო შეხვედრა 10 მარტს, ერევანში გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია ფუტზალში მაინც მოვუგებთ მეზობლებს.DD
0

სიახლეები პოპულარული