33 წლის სლოვაკი ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი კარიერას "გეტებორგში" განაგრძობს.
მან გუნდის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას უკვე მიაღწია. სლოვაკი უახლოეს დღეებში ჩაფრინდება შვედეთში და კონტრაქტსაც მოაწერს ხელს.
ჰამშიკი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ბოლოს ის ჩინურ "დალიანში" თამაშობდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დატოვა.
სლოვაკმა სახელი "ნაპოლიში" თამაშით გაითქვა, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და 520 შეხვედრაში 121 გოლიც გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ "გეტებორგის" ღირსებას გიორგი ხარაიშვილი იცავდა, რომელიც ამ ზათარს უნგრული "ფერენცვაროშის" ფეხბურთელი გახდა.