"როცა პოლიტიკაში ხარ, ასეც უნდა იყოს" - შოთა არველაძე კალაძესა და კობიაშვილზე საუბრობს...

AutoSharing Option
ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემაში "სთორი" შოთა არველაძემ საინტერესო თემებზე ისაუბრა. წამყანმა  ქართული ფეხბურთის ლეგენდას ეროვნულ ნაკრებში არსებულ მდგომარეობაზეც ჰკითხა:

"მე და ლევან კობიაშვილი დიდი ხანი ერთად ვთამაშობდით და ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობა არასოდეს გვქონია. რაღაც ეტაპზე ჩვენი დამოკიდებულებები განსხვავებული იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მაინდამაინც მე ვიყავი მართალი...

ჩვენი ქვეყნიდან გამომდინარე, შეუძლებელია ბრილიანტი ვერ გაიკაწროს, ყველა სფეროს შეეხო რაღაც ნეგატიური, მაგრამ ფეხბურთი მაინც სხვაზე მეტად წარმატებული სექტორია, აბა რომელს დაასახელებთ უფრო წარმატებულს?!"

ამის შემდეგ, ყოფილი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანსა და
თბილისის მერზე, კახი კალაძეზე საუბრობს:

"როცა პოლიტიკაში მიდიხარ, მაღალი მიზნები უნდა დაისახო, გინდა იყო პირველი და ამაში ცუდი არაფერია" - განაცხადა შოთამ.

წყარო: ფორმულა


მკითხველის კომენტარები / 13 /
არველაძე დიპლომატიურად თავშეკავებული იყო. სულაც არ ჩამითვლია რომ ვინმეს შეაქო...
საბა
16 იანვარი 2022 22:34
1
ეეეჰ!..
- შეენც, ბრუტუს?!.
ბესო შიოშვილი
16 იანვარი 2022 21:23
9
მე ვფიქრობ ინფრასტრუქტურა ჰქონდა მხედველობაში.აბა სხვა სახეობებში სად გაიხსნა,ან დარბაზი,ან მოედანი,ან დარბაზი,ან აუზი....
კახა ქ.
16 იანვარი 2022 20:00
5
უკეთესი ვინააო? რაგბი, კალათბურთი, წყალბურთი, ინდივიდუალურ სპორტზე არაფერს ვამბობ. ვერ ვიტან ზადნის მიმცემ ხალხს.
რრრ
16 იანვარი 2022 19:31
8
"კარგად ვიცნობ თქვენს მოდგმას და იმიტომ" ,ალბათ გეცნობათ ეს სიტყვები, ზუსტად ამიტომაც არ თანხმდება შოთი ნაკრების მწვრთნელობას და არც არასოდეს დათანხმდება, 2 სიტყვით ისაუბრა შოთი საქართველოში მიმდინარე სიტუაციაზე,აქედან ერთი არ მოგეწონათ და ეგრევე შეურაცხყოფაზე გადახვედით,წარმომიდგენია შოთიმ რომ 1 თამაში წააგოს ნაკრებთან ერთად,როგორ აკენწლოთ ზოგიერთები.ხოდა ვიყოთ ისევ იქ სადაც ვართ,ძალიან ქვემოთ,სუნში და ყველა გამსხვავებული აზრი ჩავქოლოთ,
საქართველო
16 იანვარი 2022 22:53
2
რაგბში 12 ადგილზე ვართ. ფეხბურთში 79. რავი აბა.
გიორგი
16 იანვარი 2022 18:32
9
ფეხბურთში მოვუგეთ შოტლანდიას ხორვატიას , ესპანეთს, შვედეთს, იმ დროისთვის მსოფლიო ჩემპიონატის 3 ადგილოსან ბულგარეთს, უელსს. ფრე საფრანგეთთან იტალიასთან. რაგბიში ჯერჯერობით იმით ვართ ბედნიერი რო საფრანგეთს ან შოტლანდიას ერთი ლელო დავუდეთ. ვენაცვალე რაგბისტებსაც . მაგრები არიან მაგრამ გაიგეთ სხვასხვა სამყაროა . სხვადასხვა რეალობა. სხვა კონკურენციაა. სხვა ფული ტრიალებს. გაიგეთ ეს
ჯ.ს.
16 იანვარი 2022 22:07
1
არველაძეების დახასიათება მათივე საქციელით (ფაქტებით):

რეზო არველაძეს ახალმოსულმა ოცნებამ რაც უქნა (მომხრეების დაჭერით, ჩადებებით, დაშინებებით და ა.შ.) ყველამ ვიცით და როგორც დაათმობინეს ფედერაციის პრეზიდენტობა. ხოდა შემდეგ არჩევნებზე ადგა და 30,000 ლარი შესწირა ოცნებას ...

ახლა ამ შოთას ლაპარაკმა ისევ მათი მოქნილობა გამახსენა. ადრე ამას აქვს ნათქვამი, ჩვენ და რუსეთმა ერთმანეთს (!) ბევრი ტკივილი მივაყენეთო ... (მაშინ რუსეთის ნაკრების პონტი იყო რეალური)

ეჰჰ! როცა ამდენი ფული გაქვს და მაინც ხვრელებს ეძებ ...
Simartle
05 აპრილი 2021 00:30
15
რეებს ბოდიალობ ????????
zura222
17 იანვარი 2022 02:45
1
წყალბურთს უყურე და ისიამოვნებ ან ჭიდაობას
ნოდარი
04 აპრილი 2021 15:55
27
სპორტის სათამაშო სახეობებიდან კალათბურთიც უფრო წარმატებულია, რაგბიც და წყალბურთიც. სხვა სახეპბებოდამ კი ძიუდო და ჭიდაობის სახეობები. ძნელი დასანახი არაა.
emigranti
04 აპრილი 2021 13:44
14
ძალიან დიდი პატივისცემით ქართველ სპორტსმენებთან და განსაკუთრებით რაგბისტებთან,მაგრამ რაგბი რატომ არის უფრო წარმატებული?! ერთა ლიგა ფეხბურთელებმაც მოიგეს ერთი ამოსუნთქვით,ზუსტად მაგ დონესთან გვიწევს რაგბის თამაში ყოველწლიურად,სულ 30 ქვეყანა თამაშობს რაგბს და რადგან პორტუგალიას და ესპანეთს ვუგებთ ამიტომ წარმატებულები ვართ?ამ 30 გუნდიდან 20 თამაშობს მსოფლიოს ჩემპიონატზე და ამიტომ წარმატებულები ვართ?!ჰოლანდიაში და გერმანიაში გაიერეთ ქუჩაში და იკითხეთ რაგბი ვინ იცის რა არის?! თქვენნაირი გულშემატკივრები არიან ხოლმე შემდეგ როდესაც შოტლანდიასთან და საფრანგეთთან წავაგებთ,პირველები რომ აგინებთ რაგბისტებს,
საქართველო
16 იანვარი 2022 22:58
1
ძალოსნობაზე წარმატებულია თურმე ფეხბურთი
05 აპრილი 2021 09:23
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული