"ლაციოს" ინტერესზე დამიმალეს" - არაორდინარული ქართველი ფორვარდი, რომელიც ნაკრებში ავტომანქანით ჩამოვიდა...

AutoSharing Option
ზაზა ჯანაშია ნიჭიერი და არაორდინარული ფორვარდი იყო, გამორჩეული მანერით. მოსკოვის "ლოკომოტივში" წარმატებულმა მოთამაშემ ეროვნულ ნაკრებში თითზე ჩამოსათვლელი შეხვედრები გამართა, რასაც თავის დროზე ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ჯანაშია 1999 წელს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა...

იოჰან ბოსკამპის ფრთიანი ფრაზაც მენტალიტეტის შესახებ სწორედ ჩვენს დღევანდელ რესპონდენტს უკავშირდება...

- ხშირად საუბრობენ თქვენ თაობაზე -  ის, რომ მეტი შეგეძლოთ, თუმცა სულ რაღაც გვაკლდებოდა. მაშინდელი და დღევანდელი სიტუაცია ერთგვარად რომ შევადაროთ...
- დღეს საქართველოს ნაკრებში ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, თუმცა ჩვენი დროის გუნდში გიორგი ქინქლაძე იყო -
ამით ძალიან ბევრი რამაა ნათქვამი! ქინქლაძეს ვარჯიშიც არ სჭირდებოდა, ის ასეთი ბუნებრივად იყო. ამბობენ, რომ ვერ ითამაშა მაღალ დონეზე, ამას არ ვეთანხმები! მაგ პერიოდში არ იყო ამდენი გაშუქება, თორემ გიორგი ძალიან დიდ გუნდებსა და ჩემპიონატებში გამოდიოდა... ერთი განსხვავება, რაც მაშინდელ და დღევანდელ გუნდს შორისაა, ისაა, რომ იმ პერიოდში "სიტის", "აიაქსის", "შალკეს", "აინტრახტის" ფეხბურთელები გვყავდნენ. სამწუხაროდ, დღეს ამ დონის ბევრი ლეგიონერით ვერ დავიკვეხნით... კიდევ, უამრავი პრობლემა, ტერიტორიების დაკარგვა გადავიტანეთ და ამანაც შეამცირა კონტინგენტი...

- მოსკოვის "ლოკომოტივში", თქვენ გარდა, არაერთი წარმატებული ფეხბურთელი იყო. მალხაზ ასათიანმა ნაადრევად დაასრულა კარიერა. ამბობდნენ, რომ მას შემდეგ, რაც სიომინმა მას ამპლუა შეუცვალა, ჩვენ ძალიან კარგი შემტევი მოთამაშე დავკარგეთ. "ლოკომოტივში"იყვნენ მიხეილ აშვეთია, საბა კვირკველია...
- მალხაზმა მძიმე ტრავმა მიიღო და ამის გამო ვეღარ განაგრძო კარიერა. ის შეუდარებელი ფეხბურთელი იყო. რაც შეეხება ამპლუის შეცვლას - სიომინმა მასში დაინახა ალექსანდრე ჩივაძის სტილის მცველი, რომელსაც დაცვიდან შეტევაში ბურთი ძალიან კარგად ამოჰქონდა. ვფიქრობ, შესაბამისი ამპლუაც მოუძებნეს... "ლოკომოტივში" თქვენ მიერ ჩამოთვლილ სხვა ქართველებსაც წარმატებული პერიოდი ჰქონდათ...

- ცალკე საუბრის ღირსია იური სიომინი, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ქართველ ფეხბურთელებთან ურთიერთობა ძალიან მოსწონს...
- კი, მას ნამდვილად უყვარს ქართველები. სიომინს მშვენივრად ეხერხება გუნდის მართვა, გამოსდის ფეხბურთელებთან პირადი ურთიერთობის დამყარება, მათში საუკეთესო თვისებების აღმოჩენა.

- თქვენ გოლი ძალიან ძლიერ რომის "ლაციოს" გაუტანეთ და იყო შემოთავაზება, რომელიც დაგიმალეს, მათ შორის, სიომინმაც...
- ის "ლაციო" საუკეთესო გუნდი იყო, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია - მანჩინი, ნედვედი, ნესტა, მიხაილოვიჩი... დამიმალეს "ლაციოს" ინტერესზე და გვიან შევიტყვე. რა თქმა უნდა მაშინ ძალიან გავბრაზდი, მაგრამ ახლა როცა გუნდის ფუნქციონერი ვარ, კარგად ვხვდები - ყველა პრეზიდენტი თუ მწვრთნელი ცდილობს, შეინარჩუნოს ძლიერი ფეხბურთელი და ამაში დასაძრახი არაფერია!

- რაც შეეხება თქვენს სანაკრებო ამბებს, არაერთი ამბავი ვრცელდებოდა - რას იტყვით იოჰან ბოსკამპსა და შეკრებაზე პირადი ავტომანქანით ჩამოსვლაზე?
- კი, ჩამოვედი ავტომანქანით, მაგრამ ბოსკამპს ამით რაში შეეშალა ხელი?! დროულად არ გამოვცხადდი თუ რაიმე დავაკელი?! ჩემთან კიდევ ერთი შენიშვნა ჰქონდათ, შეკრებაზე ბევრს ლაპარაკობსო. ნაკრებია, გუნდი ხომ არაა?! იშვიათად ნახულობ მონატრებულ მეგობრებს და ჩუმად რატომ უნდა იყო?!

- რატომ მოხდა ისე, რომ ეროვნულ გუნდში მხოლოდ ცხრა თამაში (ოთხი გოლი) გაქვთ?!
- მიზეზი, შესაძლოა, სხვადასხვა იყოს. რა შეხვედრებიც გავმართე, თითქმის ყველა ალექსანდრე ჩივაძის მწვრთნელობისას, მაგრამ პრინციპულად არ მიწვევდნენ ნაკრებში.  როცა გამომიძახეს,  მაშინაც უმეტესად იმის გამო, ხალხისთვის დაენახებინათ, რომ არ ვიჩაგრებოდი. გულშემატკივრები ითხოვდნენ, მეთამაშა... წარმოიდგინეთ, რუსეთში საუკეთესოდ მასახელებენ, ჩამოდის მეტოქე, ამ ქვეყნის ნაკრები, რომლის მწვრთნელიც იური სიომინია, გარდა ამისა, ჩემი შვიდი თანაგუნდელია მეტოქის გუნდში და მე ძირითად შემადგენლობაში არ მაყენებს. შემდეგ ისე მოხდა, ქეცბაიამ მაღალი ტემპერატურის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა, ძირითადში მოვხვდი და გოლიც გავიტანე.

- როცა ნაკრებში ვერ ხვდებოდით,  არველაძეებთან თქვენს გარკვეულ დაპირისპირებაზე საუბრობდნენ, ასევე, ჭარბ წონაზე და ა.შ.
- არანაირი დაპირისპირება არ მქონია, ეს ხმები ვიღაცებს სჭირდებოდა. რაც შეეხება წონას, თავს მხნედ და ენერგიულად ვგრძნობდი. წავედი კორეაში, სპეციალური კურსები ჩავიტარე და ცხრა კილო დავიკელი. როცა გუნდში დავბრუნდი, მალე სიომინმაც მითხრა, რომ ძველებურად ენერგიული აღარ ვიყავი და აღარ მეცადა დიეტა.

- თანამედროვე ფეხბურთი შეიცვალა, თითქოს უფრო პრაგმატული და ნაკლებად შემოქმედებითი გახდა...
- მაგაზე ხშირად ვფიქრობ. მაგალითად, რატომ აღარ არიან იტალიაში იმ დონის მცველები?! მარტო ისინი?! სადაა ინძაგი, დელ პიერო, ბატისტუტა... ზოგადად, ხშირად გამიგია ჩვენი მწვრთნელებისგანაც, რომ პასით ითამაშე, არ მოატყუო. მგონია, რომ პატარა ასაკში ეს დამღუპველია! ბავშვს ყოველთვის ასწავლი პასს, მაგრამ მას გადააჩვევ დრიბლინგს. რატომ გვიყვარს მესი? მას შეუძლია ყველა და ყველაფერი მოატყუოს.

alt"რატომ არ წავიდა ხვიჩა "ტორინოსა" და "სასუოლოში"?!" - ნუკრი რევიშვილი

altკორეელები 1 კვირა ძაღლის ხორცს აჭმევდნენ - ზაზა ჯანაშიას მხიარული ისტორიები რუსებმა გაიხსენეს

მკითხველის კომენტარები / 51 /
კუჭის მონა ფეხბურთელს ლაციოში რა გინდოდა?
ჟორა
17 აგვისტო 2024 13:53
0
ზაზა ჯანაშია,სასო პავლიაშვილი და სხვა მრავალნი,რომლებიც მტრის კარზე მოღვაწეობენ,ცხოვრობენ და იკვებებიან არიან ქართული ფესვების მქონე რუსები,მათი ინტერესების გამტარებლები.ისინი შემოუძღვნენ წითელ არმიას საქართველოში და ქართველი გმირების სისხლის გუბეები დააყენეს ჩვენ სამშობლოში.
დავითი
05 აპრილი 2024 05:53
1
მესი,გენიალურ დრიბლინგთან ერთად,გენიალური პასების გამოც გვიყვარს.ზაზას შეეძლო,საქართველოს ნაკრების ისტორიაში,საუკეთესო ბომბარდირი გამხდარიყო,მაგრამ თავისი მენტალიტეტის გამო,რესურსის მეათედიც ვერ გამოიყენა.ალბათ ამას გულისხმობდა ბოსკამპიც,მის მენტალიტეტზე რომ ლაპარაკობდა.ლოკომოტივმა,ლაციოს ონტერესზე არ შემატყობინაო!აგენტიც კი არ ჰყავდა,ისე გამოდის.კი,მაშინ სხვა დრო იყო და ეს ყველაფერი ჩვენთვის უცხო ხილი იყო,მაგრამ ესეც არაპროფესიონალიზმის ერთი მაგალითია,რის გამოც ბევრი მაშინდელი,კარგი ფეხბურთელი დაზარალდა.დღევანდელი ახალგაზრდობა,გაცილებით უკეთესადაა შეეგუებული,დასავლურ მოთხოვნებს და მათთვის გაცილებით იოლია,ევროპისკენ გზის გაკვლევა.მთავარია ტალანტი და შრომის უნარი აღმოაჩნდეთ,საკმარისი.
ზაზა ჯანაშიამ,პირველ რიგში საკუთარ თავს ავნო,მაგრამ ახლა საფეხბურთო კლუბს ხელმძღვანელობს და წარმატებას ვუსურვებ,ამ საქმიანობაში.მას დიდი გამოცდილება აქვს,კარგიც და ცუდიც.ჭკვიანი კაცი,ორივეს გამოიყენებს,საქმის სასიკეთოდ.მთავარია,ჭკუა ეყოს.სწორედ ამას ვუსურვებ,ზაზა ჯანაშიას!
სოსო
04 იანვარი 2024 16:17
0
ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო ზაზა, გოლის ალღო ქონდა მაღალ დონეზე განვითარებული. ამასთანავე იყო უდისციპლინო, რამაც უარყოფითად იმოქმედა კიდეც მის კარიერაზე.
55555
04 იანვარი 2024 00:15
0
კიდევ ერთხელ: ჯანაშია იყო არველაძეზე უკეთესი თავდამსხმელი.
შვედუნა
03 იანვარი 2024 18:08
8
უკეთესი არა ტოროლა. ჯანაშიას ნიჭი ქონდა, შეიძლება მეტიც კი ( თუმცა ეგეც სადავოა) კლასით კი არველაძე აღემატებოდა და მაგრადაც. ეს გასაგებიცაა - მოსკოვის ლოკომოტივში და მსგავს ჭ გუნდებში რა კლასი უნდა აკრიფო. არ დამიწყოთ ახლა ლაციოს მაგრად ეთამაშა ლოკომოტივიო - ერთხელ ნ..იც აყვავდებაო, როგორც იტყვიან. შეადარეთ ერთი სად ხვეწდა კლასს არველაძე. კაი რა , ჯანაშიას ფეხბურთელობა არ გაიშვა, ნული პროფესიონალიზმი, ნული ინტელექტი.

არანაირად.
03 იანვარი 2024 23:00
4
ჯანაშია და ქინქლაძე... ორი მაგალითი იმისა როგორი ა რ უ ნ დ ა ი ყ ო ს ფეხბურთლი და ზოგადად სპორტსმენი. ღმერთმა ორივეს დიდი ნიჭი მისცა, ამათ კი ეს საჩუქარი არ შეირგეს და წყალში გადააგდეს.თავისი მხრიდან რაც იყო დასამატებელი ღვთის საჩუქარზე არაფერი დაამატეს. ჯანაშიამ ნეტა რა უნდა ასწავლოს ახალგაზრდა ფეხბურთელებს- ის რომ თვითონ მოსკოვიდან თბილისში მანქანით ჩამოდიოდა შეკრებაზე და მერე რა? თუ ის რომ ქნქლაძეს ვარჯიში არ ჭირდებოდა , ისედაც მაგარი იყოო?ხოდა ვარჯიში რომ "არ ჭირდებოდა" იმიტომ ვერ გასცდა მაშინ მაჩანჩალა სიტის ამხელა ნიჭის პატრონი ქინქლაძე და ბოლოს იქედანაც გაუშვეს და რუბინში დაასრულა ნაადრევად.


არტ
03 იანვარი 2024 15:59
2
აუფ! კიდე კაი ეს იტალიამ არ გაიცნო, თორე კვარა და კალაძე კი არა, ვერცერთი ვერ ჩავსუნავდით იტალიაში შემდეგი 50 წელი! :D
სახელი
03 იანვარი 2024 15:29
3
ტიპიური აზროვნება რუსეთში ჩამოყალიბებული ფეხბურთელის..მაგისაგან .გვარდიოლა.კლოპი ან ანჩელოტი..არანაკლებ.შევჩენკოზე..აგეროსა და ბენზემაზე დონოს ფეხბურთელს გამოაწრთობდნენ..ეს კიდე ისე საუბრობს..არბატზე კაფეში მაგარ ნაშასთან რომ მიდიხარ..კარგი ფეხბურთელების დიდ კონკირნციაშიც მოხვდა..ცოტა დაიჩაგრა კიდეც..სტილით მე ყველა ფორვარდს მირჩევნია..დანარჩენების პატივისცემის მიუხედავად..ვუსურვვოტ წარმატებები და მადლობა რაც გააკეთა ნაკრებში.
კიეზა
03 იანვარი 2024 15:21
3
ამ ქართველ კაცებს, რო ვუყურებ 90%-ი პროცენტი, "9-თვიანი მუცლით" დაძუნძულობენ. ნაკლები ხეთქეთ და ნაკლები ჩაისხით მუცელში.
ქეთი.
03 იანვარი 2024 14:16
8
არც ქართველი ქალები არიან მოსაწონები, რომლებსაც სოლიკონებით, ისეა აქვთ ტუჩები დაბერილი, რო ვეღარც ლაპარაკობენ წესიერად.
ირაკლი გეთანხმები. ქეთი.
03 იანვარი 2024 19:08
1
ამ ქართველ ქალებს რომ ვიყურებ, ინსტაგრამის ფილტრებზე რომ აქვთ ერთნაირი სახეები გაკეთებული პლასტიკურებში არ შემიძლია რა)))
ირაკლი
03 იანვარი 2024 17:18
1
ყველა გამოხმაურება
უუუმაგრესი ფორვარდი იყო, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო, თუ საუკეთესო არა საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ასეთები ცუდად მოქმედებენ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, ყველამ რომ მანქანით იაროს შეკრებებზე, რა გამოვა?! როგორიც იყო, ისეთივე დარჩენილა-ქენჩი.
q
03 იანვარი 2024 13:27
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული