საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით საფრანგეთის ლიგა 1-ის "მონაკო" დაინტერესდა, - იტყობინება Eurostavka.
გამოცემის მტკიცებით, მონეგასკური კლუბი უკვე შეეხმიანა რუს პარტნიორებს, ფეხბურთელის დახასიათება და მის წარმომადგენლებთან დაკავშირება სთხოვა.
"მონაკო" საფრანგეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა. ამ გუნდში სესკ ფაბრეგასი, ვისამ ბენ იედერი, კევინ ვოლანდი, სტევან იოვეტიჩი და ალეკსანდრ გოლოვინი თამაშობენ, კლუბის მფლობელი კი სკანდალური რუსი მილიარდერი დმიტრი რიბოლოვლევია.
ევროპის ტოპ-კლუბების სკაუტები კვარაცხელიას თამაშს ივლისში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რუმინეთთან და ნიდერლანდებთან ამხანაგურ მატჩებში დააკვირდებიან.
ამ აიქსი ან მილანი.