კვიპროსში სოსო ჭედია გაიხსენეს...

AutoSharing Option
კვიპროსული გამოცემა sportime რუბრიკაში "რეტრო ფეხბურთი" სოსო ჭედიაზე საუბრობს:

"როდესაც 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოდან ფეხბურთელებმა ჩამოსვლა დაიწყეს, სოსო ჭედია ერთ-ერთი პირველი იყო ჩვენს კუნძულსა და "ოლიმპიაკოსში" (კვიპროსი).  ეს  მაშინ, როცა თემურ ქეცბაია "ანორთოსისის" მოთამაშე გახდა. მოგვიანებით, ჭედია ქეცბაიას თანაშემწე იყო როგორც "ანორთოსისში", ასევე  საქართველოს ეროვნულ ნაკრებში".

ამის შემდეგ სტატიაში ჭედიას საფეხბურთო კარიერასა და შესაძლებლობებზე საუბრობენ:

"მან კარგად იცოდა, როგორ შეეჩერებინა მეტოქის შეტევები, ამავდროულად პარტნიორებსს  პასებით ამარაგებდა, მათ შორის, კახა კაჭარავას. ნიკას მამა ხომ "ოლიმპიაკოსში" მისი თანაგუნდელი იყო.

ჭედიას კარიერა თბილისის
"დინამოში" დაიწყო. ერთი წლით შვედეთშიც გადაბარგდა, კვიპროსის შემდეგ კი რუსეთსა და პოლონეთშიც იასპარეზა"...

მომზადებულია sportime-ის მიხედვით


alt"როდემდე მოუთმენენ ამას ფეხბურთელები?!" - სპორტული ჟურნალისტი ქეცბაიას აგრესიაზე ალაპარაკდა



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული