ქინქლაძისა და არველაძეების დროს საუკეთესოდ დასახელებული - რას ნანობს ქართველი მეკარე, რომელიც ხალხის მადლიერია...

AutoSharing Option
აკაკი დევაძეს საინტერესო, ხიფათიანი ცხოვრება და კარიერა აქვს. მასთან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ...

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი

- 1994 წელს "შევარდენიდან" სათამაშოდ რუსეთში გადავედი. "როსტოვში" კარიერა იმდენად კარგად ამეწყო, თავადაც რომ არ ველოდი, მშვენიერი სეზონები გამომივიდა. ძმები არველაძეები, კახა ცხადაძე, გიორგი ქინქლაძე - იმ პერიოდში ეროვნულ ნაკრებში ეს ფეხბურთელები თამაშობდნენ და მეკარის ქვეყნის საუკეთესოდ დასახელებას ვერავინ იფიქრებდა, მათ შორის, ვერც მე.

ამას ძალიან ვნანობ...

- "როსტოვამდე" სამი თვე "როტორში" გავატარე. გუნდის მწვრთნელი პროკოპენკო ძალიან მენდობოდა. ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ბეტონს თავი დავარტყი, რის
გამოც გერმანიაში სამკურნალოდ მომიწია წასვლა. ამის შემდეგ საბოლოო არჩევანი როსტოველებზე შეჩერდა...

მიღებულ გადაწყვეტილებას დღემდე ვნანობ. რა თქმა უნდა, ფინანსებმაც დიდი როლი შეასრულა, ამ დროს საქართველოში შუქიც კი არ იყო და დიდი გაჭირვება სუფევდა. ასევე, გუნდში მუდმივ სათამაშო პრაქტიკას მპირდებოდნენ და ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.

უარი "ატლეტიკოში" სინჯებს...

- მადრიდის "ატლეტიკო" სინჯებზე მიწვევდა. მაშინ, როცა საქართველოს ნაკრების ძირითადი მეკარე ხარ და ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს, ასეთ დროს ნებისმიერ გრანდში სინჯებზე წასვლა უხერხულად ჩავთვალე. შესაძლოა, უნდა დამეხარა თავი და ესპანეთში  გავმგზავრებულიყავი, თუმცა, რაც იმ მომენტში გარანტირებულად მქონდა, ის ვამჯობინე...

კონფლიქტი ეროვნულობის გამო...

- "როსტოვში" თამაშისას ცოტა  ზედმეტად "ვაწვებოდი" ქართველობას, მაშინ ხომ ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი წლები იყო. ამის გამო მთავარ მწვრთნელ ანდრეევთან კონფლიქტი მომიწია და იძულებული ვიყავი, ახალი ქვეყანა და გუნდი მომეძებნა. ასე აღმოვჩნდი ისრაელში...

ისრაელი და სკანდალი

- ამ ქვეყანაში სამი კარგი სეზონი მქონდა. პირველი წლის შემდეგ ვამჯობინე აშოდიდში, იქაურ "მაკაბიში" გადასვლა. გავლენა იმანაც იქონია, რომ ხსენებულ ქალაქში ბევრი ქართველი ცხოვრობდა. საბოლოოდ, ყველაფერი ჩემთვის დამღუპველი აღმოჩნდა, ბევრთან დავმეგობრდი, რაც საბოლოოდ, სკანდალსა და კრიმინალში გახვევით დასრულდა. არადა, ასეთი ნამდვილად არ ვარ...

საფეხბურთო აგენტის როლი

- მათ, ვინც მაღალ დონეზე თამაშობდა, იგივე გიორგი ქინქლაძეს, არველაძეებს, კარგი საფეხბურთო აგენტები ჰყავდათ. მე ვოვა ჩერქეზოვი მხოლოდ  მეხმარებოდა, რუსეთში წამიყვანა, თუმცა მასზე ვერ იტყვი, რომ აგენტი იყო. რა თქმა უნდა, კავშირების მქონე ადამიანის დახმარებით, შესაძლებელი იქნებოდა უფრო მაღალ დონეზე მეასპარეზა...

დაბრუნება ტრავმის შემდეგ...

- როცა თბილისის "მერანში" ვთამაშობდი, მესროლეს და ტყვია ფეხში მომხვდა. მაგის გამო კარიერის შეწყვეტა მომიხდა... მალე "ყაზბეგის" მეკარეების მწვრთნელი ვიყავი, კიპერების ტრავმის გამო კარში ჩადგომა მომიხდა და "მშრალი" მატჩებიც გავმართე. ამას მურთაზ ხურცილავას და ნოდარ აკობიას "სპარტაკში" დაბრუნება მოჰყვა და ჩემთვის გასაოცრად, ალენ ჟირესმა საქართველოს ნაკრებში დამაბრუნა...

ავადსახსენებელი შეხვედრა თურქეთთა


- ეროვნულ გუნდში ცუდი მატჩები ნამდვილად არ მქონია, თუმცა, დღემდე ვფიქრობ, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ის ინციდენტი რატომ შემემთხვა? ამისულაშვილსა და ბაშთურქს ერთდროულად დავეჯახე. როცა მცველი ორთაბრძოლაშია ფორვარდთან, მაშინ მეკარე საერთოდ არ უნდა ჩაერიოს, მე კი ბურთზე ვითამაშე, ამის შემდეგ კი კარგა ხანი აღარაფერი მახსოვს...

Sportall.Ge

კლინიკური სიკვდილი

- როცა საყვარელ საქმეს ვაკეთებ, ბოლომდე ვიხარჯები. სამწუხაროდ, კარიერის განმავლობაში ბევრ რამეს არასწორად ვუდგებოდი, რეჟიმს ვარღვევდი...

არაერთი დაბრკოლება გადავიტანე, კლინიკური სიკვდილიც კი...

კარიერის შემდეგ უმუშევარი და ფინანსური პრობლემების ამარა დავრჩი, ღვიძლის სერიოზული პრობლემები შემექმნა. ხალხის ძალიან მადლიერი ვარ, ორ კვირაში უამრავი თანხა შეგროვდა და თურქეთის კლინიკაში გადანერგვაც მოვახერხე.

გაუგებრობები ეროვნულ ნაკრებში


- ეროვნულ ნაკრებში ყოფნის პერიოდში ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი არასდროს ყოფილა, გაუგებრობა უფრო ხელმძღვანელობასთან იყო...

Sportall.Ge

მიზეზი მაინც თაობათა შორის განსხვავებული დამოკიდებულება მგონია. ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობისას, ფეხბურთის ფედერაციაში 1981-ის ძალიან დიდი თაობა მოღვაწეობდა, რომლებიც ჩვენგან განსხვავებული მენტალობით გაიზარდნენ. ალბათ,  მათი ენა არ გვესმოდა ისე, როგორც საჭირო იყო. მაგალითად, დაძაბულობა მეტოქეებთან მაისურების გაცვლაზეც კი შეგვქმნია. რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა ღია კონფლიქტი...

"თბილისი" და დევდარიანი

- საკმაოდ ბევრ გუნდში მითამაშია, მაგრამ "თბილისის" მსგავსი პერსპექტიული და შემართებით მოთამაშე იშვიათად მინახავს. კარგად მახსენდება, თბილისის "დინამო" 5:0 რომ დავამარცხეთ...

თორნიკე აფციაური, გოგიტა გოგუა, გოჩა ხოჯავა - მშვენივრად ასპარეზობდნენ. ძალიან მწყდება გული, გოჩა ხოჯავამ მაღალი დონის ფეხბურთი რომ ვერ ითამაშა, არადა, ქინქლაძესაც კი ვადარებდი...

გიორგი დევდარიანი მაღალი დონის მწვრთნელია. მისი შეხედულებები თანამედროვე და მისაღებია. "თბილისის" დარი გუნდი შესაძლოა, საქართველოს არც ჰყოლია.  ეს მთავარი მწვრთნელის დიდი დამსახურება იყო. რასაც გიორგი ითხოვს, რთულად შესასრულებელი, თუმცა წარმატებისთვის აუცილებელია...

"მგლები" და საბოლოო დარტყმა


- ჩემი და ვალტერ გუჩუას დახმარებით, ბესიკ შეროზიას ზუგდიდის "მგლებთან" ერთად უმაღლეს ლიგაში გადმოსვლა სურდა, რაც წარმატებით მოვახერხეთ. აღზევებიდან მალევე, ხელი მოვიტეხე და დავრწმუნდი, კარიერა უნდა დამესრულებინა...

ყველაზე ტკბილი და მწარე

- პირველად ნაკრებში ზესტაფონის "მარგვეთიდან" მოვხვდი, სულ კი 27 შეხვედრა მაქვს გამართული. სადებიუტო მატჩი გიგა ნორაკიძის მწვრთნელობისას, ლიეტუვაში მქონდა...

ყველაზე კარგად მაინც უელსთან 5:0 გამარჯვება მახსენდება. გიგზისა და რაშის ნაკრებს ასე რომ აჯობებ, პატარა საქმე არაა...

რაც შეეხება გულდასაწყვეტს, მაინც გერმანიის ნაკრებთან, განსაკუთრებით, გასვლითი მარცხი იყო, იმხელა სხვაობას ნამდვილად არ ვიმსახურებდით, ამაში კი ჩემი ბრალეულობაც იყო...

Sportall.Ge

გული მქონდა დაკოდილი, როცა ამბობდნენ, რომ მეკარეებში ყველაზე მეტად გვიჭირდა. არადა, ასე ნამდვილად არ იყო. სამწუხაროა, რომ ჩემმა თაობამ უფრო დიდი კვალი ვერ დატოვა, გამოუცდელობა მაინც გადამწყვეტი აღმოჩნდა...

ნაკრების მოთამაშეები მაშინ სხვა დონის კლუბებში გამოდიოდნენ... ქვეყნის საერთო დონე თუ არ ამაღლდა, ისე ფეხბურთში წარმატება რთული იქნება, მათ შორის, საკლუბო დონეზეც...

alt"ნაკრებში პრინციპულად არ მიწვევდნენ"- ჰქონდა თუ კონფლიქტი ზაზა ჯანაშიას არველაძეევთან?!

მკითხველის კომენტარები / 21 /
გუშინ ვუყურებდი საქართველო-უელსს და საქართველო გერმანიას.
შეტევაში კარგად თამაშობდნენ,მაგრამ დაცვა იყო უსუსტესი.
ინგლისთან ბავშვური გოლები გაუშვეს,
უელსმაც 5-0რო მოვუგეთ 3-4ჯერ გადმოვიდნენ და ყველა ჯერზე მომენტი შექმნეს.
Levani
26 დეკემბერი 2023 18:03
0
რატომ ტქვა ატლეტიკოს სინჯებზე და რუსეთში მარტო თამაშის დდროს უნდა გადამხტარიყო, ისიც თუ სურვილი ექნებოდა, ატლეტიკოში კი, დღეში ასჯერ მაინც ეგ ვარჯიშზე და თამაშზე ხომ საერთოდ, უბურთოდაც სულ უნდა ეხტუნავა ხან იქეთ და ხან აქეთ ფორმა რომ შეენარჩუნებინა, აბა რომელი გიჟი აირჩევს მეორე ვარიანტს?
შენ წახვიდოდი ატლეტიკოში? როცა ხელფასიც საკაიფოდ გაქვს და არაფერს აკეთებ სტადიონთან ენაგადმოგდებული ბლატავის გარდა?
არ გავარტყი ატლეტიკოს ბარსას და იქ თუნდაც რეალს?
კ ო მ ბ ლ ე
14 ივლისი 2023 13:41
10
რუსეთში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს, თითქმის ყველას, ან იქ უჩნდებოდა მენტალური პრობლემა, ან აქედან მიქონდა ეს პრობლემები და იქ უღრმავდებოდა - ზოგს დისციპლინის მხრივ, რადგან მაინც ათამაშებდნენ და რა ენაღვლებოდა, ზოგს მეათეხარისხოვან რუსულ კლუბებში მაღალი ხელფასის დათმობა და ევროპის ნორმალურ ჩემპიონატების ნორმალურ გუნდებში ნაკლებ ხელფასზე და მეტ შრომაზე გაცვლა არ უნდოდა და ასე შემდეგ. ასათიანი, ხოჯავა, ანანიძე, ჯანაშია, ვერცერთმა მათგანმა თავის შესაძლებლობებთან მიახლოებული ფეხბურთიც კი ვერ ითამაშა. დევაძე მახსოვს როგორც კარგი მეკარე, მაგრამ ატლეტიკოში სინჯებზე წასვლაზე უარს რომ იტყვი 'როტორის" თუ "როსტოვის" (რა მნიშვნელობა აქვს) მოთამაშე რა მენტალიტეტზეა საუბარი...
არტ
12 ივლისი 2023 12:35
3
სოლომონ კვერკველიაც მაგ სიაშია. რა ლოკომოტივი და რაის რუბინი, როცა პრემიერლიგის კლუბები ინტერესდებიან? მაგრამ იოლი ფული უჯობდათ დიდ კარიერას. ისე, აკაკი მართლა მაგარი მეკარე იყო. უდაოდ საუკეთესო - გაბელიასა და მამარდას შორის არსებულ პერიოდში.
qomagi
26 დეკემბერი 2023 12:16
1
ვერ მივხვდი, ესპანეთში სინჯებზე წასვლა რატომ ჩათვალა უხერხულად?
დინამოელი
10 ივლისი 2023 08:52
2
ნაკრებში დევაძე და ზოიძე კონკურენტები იყვნენ.ზოიძეც ასე იყო ერთი პერიოდი გაქრა მერე ისევ დაბრუნდა ნაკრებში.იქნებ მასაც გასაუბრებოდით ერთგვარი რუბრიკასავით იყოს 90-იანები ფეხბურთელებზე.თუნდა მარტო მეკარეები რომ ავიღოთ გვარამაძე,ტოგონიძე,მერე ლომაია და ა.შ.საინტერესო იქნებოდა მაშინდელ ფეხბირთელებთან გასაუბრება...
Master
09 ივლისი 2023 15:31
0
ჯანაშიას ინტერვიუა მიბმული, გირჩევთ მასაც გაეცნოთ
ზვიადი
09 ივლისი 2023 14:30
0
სხვა დრო იყო მაშინ და სხვა მიდგომა
OCEOLA-S
09 ივლისი 2023 13:54
3
ოქრო კაცი და ცუდი სპორცმენი. ჩვენი ახალგაზრდა სპორცმენები იმიტომ აღწევენ წარმატებებს, რომ აბსოლუტურად განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ. მამარდამ რომ დაიწყოს სმა და კაი ბიჭებთან ურთიერთობა, ხვალ ეწყალტუბოს სამგურალშიც არ მიიღებენ
oceola
09 ივლისი 2023 13:31
3
ხო, დასაწყისი დევაძესაც ძალიან კარგი ჰქონდა, ასე რომ...
ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენები აღწევენ წარმატებასო, კი აბა რა, სულ ვარსკვლავების ცვენა გვაქვს, ერთი-ორი ფეხბურთელი თუ კარგ გუნდში თამაშობს, ეგ არაფერს არ ნიშნავს საერთოდ.
ალბათ არველაძე იყო ის იშვიათი ფეხბურთელი, რომელიც თავისი კარიერის განმავლობაში სტაბილურად თამაშობდა ხან კარგათ, ხან ძალიან კარგათ.
პ.ს. კვარაცხელია მომდევნო სეზონებში რას იზავს და რისი თავი აქვს, ეგ გამოჩნდება - წარმატებას ვუსურვებ მას და ყველა წართველ სპორტცმენს.
დევაძე ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ რაც მახსოვს როგორც კარგი მეკარეახსოვს.
1212
09 ივლისი 2023 14:32
5
100% სწორი ანალიზია
Ილია
09 ივლისი 2023 14:29
4
ძალიან მაგარი კიპერი იყო კაკო. კარგად მახსოვს რუსეთის ჩემპიონატში როსტოვმა 5 ბურთი გაუშვა როტორთან,მაგრამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აკაკი დევაძე დაასახელეს!!24 თუ 26 ბურთი წავიდა როსტოვის კარში და აბსოლუტური უმრავლესობა საჯარიმოს შიგნიდან!20ზე მეტი სეივი ქონდა კაკოს!!! სამწუხაროა ასე რომ დაამთავრა კარიერა…
BOSS
09 ივლისი 2023 11:56
1
მინდვრის მოთამაშეები გვყავდა, მაგრამ მეკარეები არ გვივარგოდა
პატრიოტი
09 ივლისი 2023 11:40
24
შენ თუ ფეხბურთის ბაიბურში იყო! დევაძე იყო ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე
ზურა
09 ივლისი 2023 13:11
9

სიახლეები პოპულარული