საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი
- 1994 წელს "შევარდენიდან" სათამაშოდ რუსეთში გადავედი. "როსტოვში" კარიერა იმდენად კარგად ამეწყო, თავადაც რომ არ ველოდი, მშვენიერი სეზონები გამომივიდა. ძმები არველაძეები, კახა ცხადაძე, გიორგი ქინქლაძე - იმ პერიოდში ეროვნულ ნაკრებში ეს ფეხბურთელები თამაშობდნენ და მეკარის ქვეყნის საუკეთესოდ დასახელებას ვერავინ იფიქრებდა, მათ შორის, ვერც მე.
ამას ძალიან ვნანობ...
- "როსტოვამდე" სამი თვე "როტორში" გავატარე. გუნდის მწვრთნელი პროკოპენკო ძალიან მენდობოდა. ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ბეტონს თავი დავარტყი, რის
მიღებულ გადაწყვეტილებას დღემდე ვნანობ. რა თქმა უნდა, ფინანსებმაც დიდი როლი შეასრულა, ამ დროს საქართველოში შუქიც კი არ იყო და დიდი გაჭირვება სუფევდა. ასევე, გუნდში მუდმივ სათამაშო პრაქტიკას მპირდებოდნენ და ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.
უარი "ატლეტიკოში" სინჯებს...
- მადრიდის "ატლეტიკო" სინჯებზე მიწვევდა. მაშინ, როცა საქართველოს ნაკრების ძირითადი მეკარე ხარ და ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს, ასეთ დროს ნებისმიერ გრანდში სინჯებზე წასვლა უხერხულად ჩავთვალე. შესაძლოა, უნდა დამეხარა თავი და ესპანეთში გავმგზავრებულიყავი, თუმცა, რაც იმ მომენტში გარანტირებულად მქონდა, ის ვამჯობინე...
კონფლიქტი ეროვნულობის გამო...
- "როსტოვში" თამაშისას ცოტა ზედმეტად "ვაწვებოდი" ქართველობას, მაშინ ხომ ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი წლები იყო. ამის გამო მთავარ მწვრთნელ ანდრეევთან კონფლიქტი მომიწია და იძულებული ვიყავი, ახალი ქვეყანა და გუნდი მომეძებნა. ასე აღმოვჩნდი ისრაელში...
ისრაელი და სკანდალი
- ამ ქვეყანაში სამი კარგი სეზონი მქონდა. პირველი წლის შემდეგ ვამჯობინე აშოდიდში, იქაურ "მაკაბიში" გადასვლა. გავლენა იმანაც იქონია, რომ ხსენებულ ქალაქში ბევრი ქართველი ცხოვრობდა. საბოლოოდ, ყველაფერი ჩემთვის დამღუპველი აღმოჩნდა, ბევრთან დავმეგობრდი, რაც საბოლოოდ, სკანდალსა და კრიმინალში გახვევით დასრულდა. არადა, ასეთი ნამდვილად არ ვარ...
საფეხბურთო აგენტის როლი
- მათ, ვინც მაღალ დონეზე თამაშობდა, იგივე გიორგი ქინქლაძეს, არველაძეებს, კარგი საფეხბურთო აგენტები ჰყავდათ. მე ვოვა ჩერქეზოვი მხოლოდ მეხმარებოდა, რუსეთში წამიყვანა, თუმცა მასზე ვერ იტყვი, რომ აგენტი იყო. რა თქმა უნდა, კავშირების მქონე ადამიანის დახმარებით, შესაძლებელი იქნებოდა უფრო მაღალ დონეზე მეასპარეზა...
დაბრუნება ტრავმის შემდეგ...
- როცა თბილისის "მერანში" ვთამაშობდი, მესროლეს და ტყვია ფეხში მომხვდა. მაგის გამო კარიერის შეწყვეტა მომიხდა... მალე "ყაზბეგის" მეკარეების მწვრთნელი ვიყავი, კიპერების ტრავმის გამო კარში ჩადგომა მომიხდა და "მშრალი" მატჩებიც გავმართე. ამას მურთაზ ხურცილავას და ნოდარ აკობიას "სპარტაკში" დაბრუნება მოჰყვა და ჩემთვის გასაოცრად, ალენ ჟირესმა საქართველოს ნაკრებში დამაბრუნა...
ავადსახსენებელი შეხვედრა თურქეთთან
- ეროვნულ გუნდში ცუდი მატჩები ნამდვილად არ მქონია, თუმცა, დღემდე ვფიქრობ, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ის ინციდენტი რატომ შემემთხვა? ამისულაშვილსა და ბაშთურქს ერთდროულად დავეჯახე. როცა მცველი ორთაბრძოლაშია ფორვარდთან, მაშინ მეკარე საერთოდ არ უნდა ჩაერიოს, მე კი ბურთზე ვითამაშე, ამის შემდეგ კი კარგა ხანი აღარაფერი მახსოვს...
კლინიკური სიკვდილი
- როცა საყვარელ საქმეს ვაკეთებ, ბოლომდე ვიხარჯები. სამწუხაროდ, კარიერის განმავლობაში ბევრ რამეს არასწორად ვუდგებოდი, რეჟიმს ვარღვევდი...
არაერთი დაბრკოლება გადავიტანე, კლინიკური სიკვდილიც კი...
კარიერის შემდეგ უმუშევარი და ფინანსური პრობლემების ამარა დავრჩი, ღვიძლის სერიოზული პრობლემები შემექმნა. ხალხის ძალიან მადლიერი ვარ, ორ კვირაში უამრავი თანხა შეგროვდა და თურქეთის კლინიკაში გადანერგვაც მოვახერხე.
გაუგებრობები ეროვნულ ნაკრებში
- ეროვნულ ნაკრებში ყოფნის პერიოდში ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი არასდროს ყოფილა, გაუგებრობა უფრო ხელმძღვანელობასთან იყო...
მიზეზი მაინც თაობათა შორის განსხვავებული დამოკიდებულება მგონია. ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობისას, ფეხბურთის ფედერაციაში 1981-ის ძალიან დიდი თაობა მოღვაწეობდა, რომლებიც ჩვენგან განსხვავებული მენტალობით გაიზარდნენ. ალბათ, მათი ენა არ გვესმოდა ისე, როგორც საჭირო იყო. მაგალითად, დაძაბულობა მეტოქეებთან მაისურების გაცვლაზეც კი შეგვქმნია. რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა ღია კონფლიქტი...
"თბილისი" და დევდარიანი
- საკმაოდ ბევრ გუნდში მითამაშია, მაგრამ "თბილისის" მსგავსი პერსპექტიული და შემართებით მოთამაშე იშვიათად მინახავს. კარგად მახსენდება, თბილისის "დინამო" 5:0 რომ დავამარცხეთ...
თორნიკე აფციაური, გოგიტა გოგუა, გოჩა ხოჯავა - მშვენივრად ასპარეზობდნენ. ძალიან მწყდება გული, გოჩა ხოჯავამ მაღალი დონის ფეხბურთი რომ ვერ ითამაშა, არადა, ქინქლაძესაც კი ვადარებდი...
გიორგი დევდარიანი მაღალი დონის მწვრთნელია. მისი შეხედულებები თანამედროვე და მისაღებია. "თბილისის" დარი გუნდი შესაძლოა, საქართველოს არც ჰყოლია. ეს მთავარი მწვრთნელის დიდი დამსახურება იყო. რასაც გიორგი ითხოვს, რთულად შესასრულებელი, თუმცა წარმატებისთვის აუცილებელია...
"მგლები" და საბოლოო დარტყმა
- ჩემი და ვალტერ გუჩუას დახმარებით, ბესიკ შეროზიას ზუგდიდის "მგლებთან" ერთად უმაღლეს ლიგაში გადმოსვლა სურდა, რაც წარმატებით მოვახერხეთ. აღზევებიდან მალევე, ხელი მოვიტეხე და დავრწმუნდი, კარიერა უნდა დამესრულებინა...
ყველაზე ტკბილი და მწარე
- პირველად ნაკრებში ზესტაფონის "მარგვეთიდან" მოვხვდი, სულ კი 27 შეხვედრა მაქვს გამართული. სადებიუტო მატჩი გიგა ნორაკიძის მწვრთნელობისას, ლიეტუვაში მქონდა...
ყველაზე კარგად მაინც უელსთან 5:0 გამარჯვება მახსენდება. გიგზისა და რაშის ნაკრებს ასე რომ აჯობებ, პატარა საქმე არაა...
რაც შეეხება გულდასაწყვეტს, მაინც გერმანიის ნაკრებთან, განსაკუთრებით, გასვლითი მარცხი იყო, იმხელა სხვაობას ნამდვილად არ ვიმსახურებდით, ამაში კი ჩემი ბრალეულობაც იყო...
გული მქონდა დაკოდილი, როცა ამბობდნენ, რომ მეკარეებში ყველაზე მეტად გვიჭირდა. არადა, ასე ნამდვილად არ იყო. სამწუხაროა, რომ ჩემმა თაობამ უფრო დიდი კვალი ვერ დატოვა, გამოუცდელობა მაინც გადამწყვეტი აღმოჩნდა...
ნაკრების მოთამაშეები მაშინ სხვა დონის კლუბებში გამოდიოდნენ... ქვეყნის საერთო დონე თუ არ ამაღლდა, ისე ფეხბურთში წარმატება რთული იქნება, მათ შორის, საკლუბო დონეზეც...
"ნაკრებში პრინციპულად არ მიწვევდნენ"- ჰქონდა თუ კონფლიქტი ზაზა ჯანაშიას არველაძეევთან?!
მეკარეებში გვიჭირსო იმიტომ ვამბობდით, რომ 30 მეტრიდან დარტყმულ ბურთებს უშვებდნენ. ამათ შემდეგ მოვიდა ლორია, მაკარიძე და იშვიათად ისეთი ბურთები გაგვეშვა როგორსაც დევაძის თაობის მეკარეები თითქმის ყველა თამაშში უშვებდნენ