კომიტეტის სხდომას, წევრებთან, თავჯდომარის მოადგილე - ბორისლავ მიხაილოვთან, ასევე პირველ და მეორე ვიცე-თავმჯდომარეებთან, პაველ ჩებანუსა და ლუიშ ფიგუსთან ერთად უეფას გენერალური მდივნის მოადგილე ჯორჯო მარკეტი, უეფას ქალთა ფეხბურთის მიმართულების ხელმძღვანელი ნადინ კესლერი და უეფას სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომიტეტის სხდომაზე ფეხბურთის განვითარების სამომავლო გეგმები განიხილეს, მათ შორის, თამაშის წესების, უეფას ქალთა
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ფეხბურთის კომიტეტის მომდევნო სხდომასთან დაკავშირებით, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავჯდომარედ 2019 წლის მაისში, ოთხი წლის ვადით აირჩიეს.
აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვია. ფეხბურთის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეები: პაველ ჩებანუ (მოლდოვა), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია) და დემეტრიო ალბერტინი (იტალია).
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სულ 19 კომიტეტს და 6 ექსპერტთა საბჭოს აერთიანებს.

GFF.GE