სამარცხვინო ფაქტი - ვიტალი დარასელიას სამახსოვრო ქვა დააზიანეს [PHOTO]

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ბრწყინვალე ქართველი ფეხბურთელი ვიტალი დარასელია 1982 წლის 13 დეკემბერს 25 წლის ასაკში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ უბისასთან ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალების ადგილას კი სამახსოვრო ქვა გახლავთ, რომელზეც მისი სახელი და გვარი წერია, ხოლო ქვას მწვერვალზე ფაიფურისგან გაკეთებული ბურთი ედო, რომელიც ვიღაცამ გატეხა.

ფოტოს "ფეისბუქგვერდი" "Tchintcharauli collection საფეხბურთო კოლექციონერები" აქვეყნებს.

Sportall.Ge

სამახსოვრო ქვა იქამდე ასე გამოიყურებოდა:

Sportall.Ge


ცხადია, ვანდალური აქტის ჩამდენისა თუ ჩამდენების პოვნა შეუძლებელია, მაგრამ, იმედია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ბურთის გატეხილ ფიგურას ახლით შეცვლის...

მკითხველის კომენტარები / 19 /
ეს ჭკუათმყოფელის გაკეთებული არუნდა იყოს. ალბათ პატარა უცოდინარი ბავშვების ნახელავია
დავით
13:36 27-05-2021
0
... ძალიან მეწყინა!!! ვიტალი დარასელია ქართული ფეხბურთის უდიდესი ისტორიაა!!! ჩემი აზრით ეს არ არის ვანდალიზმი!!! თუ დააკვირდებით ბურთი არის დამზადებული თიხისგან!!! თიხა უნიკალური მასალაა, მაგრამ მას ბუნებრივი პირობების, ტემპერატურული მკვეთრი ცვლილება დროთა განმავლობაში აზიანებს, ყვეკას მოგეხსენებათ , რომ ეს ხეობა გამოირჩევა მკაცრი კლიმატით!!! თითქმის 40 წელი რომ გაძლო, ეს არის საოცარი!!! ფოტოზე ხედავთ , რომ საღებავი აეცალა ზედაპირს, ხდებოდა თიხის დასველება, ყინვის დროს მოხდა ბზარების გაჩენა და წყალი პირდაპირ ბურთში მოხვდა , შიგნით გაიყინა , გაფართოვდა და....!!! ვინმეს გამიზნულად დაზიანება, რომ სდომოდა, პირველ რიგში წარწერას დააზიანებდა!!! ალბათ ბურთი უნდა გაკეთდეს გრანიტისგან , ბრინჯაოსგან ან ლატუნისგან და საუკუნეებს გაუძლებს!!! ალბათ გრანიტი იქნება იდეალური გადაწყვეტა, სხვა შემთხვევაში შეიძლება ვიღაცას ხელი წაუცდეს!!!
დათო
16:45 27-05-2021
1

სიახლეები პოპულარული