სამარცხვინო ფაქტი - ვიტალი დარასელიას სამახსოვრო ქვა დააზიანეს [PHOTO]

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ბრწყინვალე ქართველი ფეხბურთელი ვიტალი დარასელია 1982 წლის 13 დეკემბერს 25 წლის ასაკში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ უბისასთან ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალების ადგილას კი სამახსოვრო ქვა გახლავთ, რომელზეც მისი სახელი და გვარი წერია, ხოლო ქვას მწვერვალზე ფაიფურისგან გაკეთებული ბურთი ედო, რომელიც ვიღაცამ გატეხა.

ფოტოს "ფეისბუქგვერდი" "Tchintcharauli collection საფეხბურთო კოლექციონერები" აქვეყნებს.

Sportall.Ge

სამახსოვრო ქვა იქამდე ასე გამოიყურებოდა:

Sportall.Ge


ცხადია, ვანდალური აქტის ჩამდენისა თუ ჩამდენების პოვნა შეუძლებელია, მაგრამ, იმედია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ბურთის გატეხილ ფიგურას ახლით შეცვლის...

მკითხველის კომენტარები / 19 /
ეს ჭკუათმყოფელის გაკეთებული არუნდა იყოს. ალბათ პატარა უცოდინარი ბავშვების ნახელავია
დავით
27 მაისი 2021 13:36
0
... ძალიან მეწყინა!!! ვიტალი დარასელია ქართული ფეხბურთის უდიდესი ისტორიაა!!! ჩემი აზრით ეს არ არის ვანდალიზმი!!! თუ დააკვირდებით ბურთი არის დამზადებული თიხისგან!!! თიხა უნიკალური მასალაა, მაგრამ მას ბუნებრივი პირობების, ტემპერატურული მკვეთრი ცვლილება დროთა განმავლობაში აზიანებს, ყვეკას მოგეხსენებათ , რომ ეს ხეობა გამოირჩევა მკაცრი კლიმატით!!! თითქმის 40 წელი რომ გაძლო, ეს არის საოცარი!!! ფოტოზე ხედავთ , რომ საღებავი აეცალა ზედაპირს, ხდებოდა თიხის დასველება, ყინვის დროს მოხდა ბზარების გაჩენა და წყალი პირდაპირ ბურთში მოხვდა , შიგნით გაიყინა , გაფართოვდა და....!!! ვინმეს გამიზნულად დაზიანება, რომ სდომოდა, პირველ რიგში წარწერას დააზიანებდა!!! ალბათ ბურთი უნდა გაკეთდეს გრანიტისგან , ბრინჯაოსგან ან ლატუნისგან და საუკუნეებს გაუძლებს!!! ალბათ გრანიტი იქნება იდეალური გადაწყვეტა, სხვა შემთხვევაში შეიძლება ვიღაცას ხელი წაუცდეს!!!
დათო
27 მაისი 2021 16:45
1
... მზად ვარ ბურთის დამზადებასთან და მონტაჟთან დაკავშირებული ხარჯები დავფარო!!!
დათო
29 მაისი 2021 17:37
0
მართლა სამარცხვინო ფაქტია, იმედს ვიტოვრბ გამიზნულად არ იყო და შემთხვევითობის ბრალია!
ირაკლი
27 მაისი 2021 13:32
2
არ მინდა იმის დაჯერება,რომ ეს ვიღაცამ შეგნებულად გააკეთა.ეს ხომ ის კაცია,ვინც Მთელი საქართველო გაახარა,განურჩევლად ყველაფრისა,ეროვნებისა,პარტიის წარმომადგენლობისა,ორიენტაციისა და ა.შ.Ნათელში ამყოფოს მისი სული ღმერთმა.ის იყო გმირი,მართალია ფეხბურთი კოლექტიური თამაშია,მაგრამ ხშირად ერთი ფეხბურთელი წყვიტავს ყველაფერს.სწორედ იმ დროს,იმ წუთს,იმ მომენრმტში და იმ ადგილზე აღმოჩნდა ვიტალი იმ Დღეს.
კახა ქ.
27 მაისი 2021 20:49
1
მაგ ნაძირალის თუ ნაძირალების პოვნა,შეიძლება შეუძლებელიცაა,მაგრამ მათი საქციელის შეფასება,ხომაა შესაძლებელი და აუცილებელი?!ეგ მაინც გააკეთეთ.
სოსო
27 მაისი 2021 13:07
1
ამის გამკეთებელს ადამიანი ჰქვია თუ ცხოველი?
დათო
27 მაისი 2021 13:08
0
ცხოველს რას ერჩით?
muro
27 მაისი 2021 14:08
1
ვინც ეს გააკეთა, ის ხელი მოსტყდეს, არ მაინტერესებს, დიდია თუ პატარა.
qeTi
27 მაისი 2021 16:42
0
სამწუხაროა, რომ ჩვენს ირგვლივ ესეთი ნაძირალებიც არიან... საყოველთაო ზიზღი ამის გამკეთებელს...
tngh
27 მაისი 2021 15:52
0
რამოდენიმე წლის წინ, უნივერსიტეტის ბაღიდან ილია ჭავჭავაძის ბიუსტს თავი მოაძვრეს და ჯართში ჩააბარეს, იქ იპოვნეს ჯართის მიმღებში, აი ეს ვართ.
რატი
27 მაისი 2021 14:43
0
... ძალიან მეწყინა!!! ვიტალი დარასელია იყო და არის ქართული ფეხბურთის დიდი ისტორია!!! რასაც ვუყურებ ფოტოზე , ეს შეიძლება მკაცრი კლიმატური პირობების გამო მოხდა!!! ბურთის გავცეთილ ნაწილს თუ დააკვიდებით, დიდი ალბათობით თიხისგან არის დამზადებული!!! მოცილდა საღებავი, წლების განმავლობაში თიხა სველდებიდა, შრებოდა, ყინვამ ბზარიც გააჩინა ალბათ და ტემპერეტურული ცვლიებების საბოლოოდ დაიშალა!!! მინდა დავიჯერო , რომ ეს არის სიმართლე და რომ არავინ ვიტალი დარასელიას სახელს შეურაცხოფას არ მიაყენებდა!!!
დათო
27 მაისი 2021 14:08
0

სიახლეები პოპულარული