"მწერდნენ, რომ თანხის სანაცვლოდ სამშობლო გავყიდე" - გიორგი ჯიქია სანაკრებო არჩევანზე

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ვიცე-კაპიტანი გიორგი ჯიქია ევროპის ჩემპიონატის წინ sport-express-ს არაერთ თემაზე ესაუბრა. ერთ-ერთი ნაწილი საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშს ეხებოდა. 27 წლის მცველი ამბობს:

"2016 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მითხრა, რომ მათ ეროვნულ გუნდს ვჭირდებოდი და პასპორტი დაჩქარებული წესით გამეკეთებინა. არავინ იფიქროს, რომ ამისთვის რაიმე სარგებელი, ბინა ან ფული შემომთავაზეს. საუბარი წმინდა სპორტულ კომპონენტზე იყო.

მას შემდეგ, რაც რუსეთის ნაკრებში თამაში ავირჩიე, საქართველოდან ბევრი მწერდა - ზოგი დადებითად, ზოგიერთი უარყოფითად. მეუბნებოდნენ იმას, რომ 150-მილიონიანი ქვეყნის ნაკრებში ქართველი ფეხბურთელის თამაში სასიამოვნო იყო.
ასევე მწერდნენ, რომ სამშობლო თანხის სანაცვლოდ გავყიდე."

მომზადებულია sport-express-ის მიხედვით

altკვარაცხელია გაძვირდა, ჯიქია გაიაფდა - რუსული მედია ფასებს აანალიზებს

altგიორგი ჯიქია: საქართველოში თამაში პრობლემებს შემიქმნიდა, გადაწყვეტილება თავად მივიღე

altჯიქიამ საქართველოში მიწის ნაკვეთი შეიძინა. რატომ აირჩია რუსეთის ნაკრები? - ჯანო განმარტავს


მკითხველის კომენტარები / 38 /
ერთადერთი რითაც გვახარებს დიდი წვლილი შეაქვს რუსეთის ნაკრების ჩაფლავებაში განსაკუთრებით დანიასთან 1-4 ეუროპის ჩემპიონატზე. ასე რომ არის რაღაც პოზიტივი მის გადაწყვეტილებაში))
ირაკლი
19 იანვარი 2022 16:03
2
არაა ეს არც ქართველი და არც ამბობდა არასოდეს ამას, ხან აფხაზია და ხან მეგრელი ვარ ქართველი არაო. არ აქვს არც განათლება და არც ინტელექტი, რას ვერჩით? დავანებოთ თავი ამ ადამიანს, მივხედოთ ჩვენ საქმეს.
რეზო
19 იანვარი 2022 16:00
0
სტატია ვნახე მის შესახებ,სადაც საკმაოდ გაურკვევლად წერია.კერძოდ ის,რომ დაიბადა სოხუმში 1993 წლის 21 ნოემბერს და შემდეგ გრძელდება,რომ ოჯახი მოსკოვში გადავიდა,სადაც გიორგიც დაიბადა და მალევე,ბალაშიხაში გადავიდაო ოჯახი საცხოვრებლად.თუ 21 ნოემბერს ისევ სოხუმში იყო ოჯახი,სავარაუდოდ,აფხაზობდნენ?ასეა თუ ისე,ის მაინც რუსეთშია გაზრდილი და სამშობლოდ რუსეთი მიაჩნია.ეტყობა მშობლებსაც არ გაუზრდიათ ქართველად და მის გინებას,აზრი არა აქვს.მისთვის სამშობლო,რუსეთია და მორჩა.
სოსო
19 იანვარი 2022 20:24
0
გვარი ჯიქია არის ადიღეური წარმოშობის, ჯიქები იყვნენ ადიღეური ტომები, შემდგომში ზოგიერთები გამეგრელდნენ და წარმოიშვა გვარი ჯიქია, ასე რომ მას ქართული არაფერი აქვს და მიტომაც არ დაუძახა არ გემმა და არც სისხლმა.
დათო
19 იანვარი 2022 16:58
12
პირველ რიგში ხარ კაცი მერე ხარ სხვა დანარჩენი ასე რო ფეხბურთელი ხარ 15-17 წელი მერე კაცობა და ადამიანობა მთელი ცხოვრება მიგყობა და კაცმა არუნდა თქვას მიაკვდა ძაღლიოო,,,, რა მნიშვნელობა აქ სად გაიზარდე ვისთან გაიზარდე ვენებში ქართული სისხლი რო გაქ რუსეთი იქნება ამერიკა თუ ჩინეთი ყველგან ხარ ქართველი თუნდა ერთი ღერი ქართული არ იცოდე ეგ შენი ბრალი არა,,,,, დამნაშავეა ის ვინც არ გასწავლა ასე როჩვეულებრივი მოღალატეა,,,, ეგ ვარჯიშობდა ჩემზე უკან უფრო დაბალ ასაკში 1993 ანებში და ოგოც ქართველს გამოვეცნაურე და აფხაზი ვარო ქართველი არაო მაშინ მომინდა მამამისთვის თავი გატეხვის რო შვილი ვერ გაუზდია
Qutaiseli
28 მაისი 2021 17:35
4
სწორი სპირტსმენია.სპირტი რა არის სპირტსმენებმა იციან
Levani
28 მაისი 2021 17:09
20
აბა რის სანაცვლოდ გაყიდე სამშობლო?
სტატუს ქუო
28 მაისი 2021 12:32
6
რუსეთში ძალიან ბევრი ქართული წარმოშობის რუსია. ჯიქიაც რუსი ფეხბურთელია, ისევე როგორც ჩხარტიშვილი (აკუნინი) არის რუსი მწერალი, ბასილაშვილი არის რუსი მსახიობი, დანელია არის რუსი რეჟისორი (მიუხედავად იმისა,რომ ეს უკანასკნელი ქართულ ფესვებს არასოდეს ივიწყებდა)... და ისევე როგორც ჰუფანელი არის გერმანელი ფეხბურთელი (გვარი თუ მეშლება, მომიტევეთ).

ამიტომ, ოდესღაც თუ იყო შეთავაზება და აქტუალური იყო ჯიქიას სპორტულად "გაქართველება", გააკეთა იმან არჩევანი და ამიტომ თუ იმიტომ, სამშობლოდ აირჩია რუსეთი (რომელიც ნამდვილად არის ოკუპანტი). დაანებეთ აწი თავი. რუს სპორტსმენზე არც ამდენის წერაა საჭირო და არც მორალის კითხვა.
მიჩინიო
28 მაისი 2021 08:18
8
ჯიგრებო,სპორცმენი არა სპორტსმენი,ფეღბურთი არა ფეხბურთი.რას ნიშნავს ფეღი?ან სპორცი რა არის?
ბაჩი
28 მაისი 2021 00:29
1
ფეხბურთიც და ფეღბურთიც სწორია ჩემო ძმაო
ბაჩის
28 მაისი 2021 08:29
36
მაგასაც ნახავ მალე, რომ საქართველო რუსეთს უკან მოიტოვებს რეიტინგში.
рб
27 მაისი 2021 23:25
6
სპორცმენი??როგორც უფალი სამშობლო ერთია ქვეყანაზედა
თემური
27 მაისი 2021 21:44
2
შური ხო არ ალაპარაკებს მავანთ? ეს კაცი სპორცმენია, სერიოზულ ფინანსებს და ბრწყინვალე კარიერას უყურებს, ნუ ვერ იქნება ყველა დემეტრე თავდადებული. რუსეთი რო არა და ესპანეთი ან საფრანგეთი იყოს? რამდენიც გინდა იმდენი წარმატებული ქართველი ასპარეზობს სხვა ქვეყნის სახელით.
vaxo
27 მაისი 2021 21:23
64
ვაქსო რუსეთი ოკუპანტია და მისი სახელით რომ თამაშობ მოღალატე ხარ.
გიორგი
27 მაისი 2021 21:39
9
"სპორცმენია"?
სპორტსმენი
27 მაისი 2021 21:30
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული