- ვიცი, ჯანო ანანიძე ცდილობდა საქართველოს ნაკრებში თამაშზე შენ დარწმუნებას, ხოლო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კობიაშვილი პასპორტის 1 დღეში გაკეთებას დაგპირდა. მაგრამ შენ მაინც რუსეთი აირჩიე, რატომ?
- დარწმუნებას ცდილობდაო, ჯანოზე რომ ვთქვათ, არ იქნება სწორი. ვფიქრობ, ჩემი საქართველოს ნაკრებში თამაში ძალიან გაუხარდებოდა, თუმცა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამიგო, მხარი დამიჭირა და ჩვენი ურთიერთობები არ შეცვლილა. დიახ, იყო საუბრები, შესაძლებლობები, ვარიანტები. პასპორტის 1
- შენ თქვი, რომ საქართველოს ნაკრებს მანამ არ დასჭირდი, სანამ "ამკარში" თამაში არ დაიწყე. ნუთუ, როცა "ლოკომოტივის" მეორე გუნდში თამაშობდი და პირველ გუნდსაც უახლოვდებოდი, საქართველოს ნაკრები შენით არ დაინტერესდა?
- რუსეთში უამრავი ქართველი თამაშობს და როცა მე ახალგაზრდა, გამოუცდელი ბიჭი ვიყავი, მეორე ლიგაში ვთამაშობდი, აბა, ვინ შემამჩნევდა?! თუმცა, როცა უკვე გარკვეული დონე ვაჩვენე და პრემიერლიგაში თამაში დავიწყე, შემდეგ უკვე დაინტერესდნენ ჩემით. თუმცა ეს ის პერიოდი იყო, როცა ნაკრებშიც მიხმეს.
- როგორც "ამკარის" მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა თქვა, საქართველოს ნაკრები რომ აგერჩია, ქართული პასპორტის გამო პრობლემები შეგექმნებოდა, ლიმიტი ლეგიონერებზე და ა.შ.
- დიახ, მეც ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში რომ გადამეწყვიტა, ეს სერიოზულ პრობლემებს შემიქმნიდა.
- მწვრთნელმა რა გირჩია?
- მას არაფერი ურჩევია. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მშობლებიც არ ჩარეულან. ეს ნაბიჯი ჩემით გადავდგი, მე თვითონ გადავწყვიტე.