"ჩვენ ყოველთვის აუტსაიდერებად მივიჩნევით, მაგრამ ისევ დავამარცხებთ ქართველებს!" - აზერბაიჯანელი გულშემატკივრების გამოხმაურება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოსა" და ბაქოს "ნეფთჩის" დაპირისპირებას ორივე ქვეყანაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელებში, როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ გვერდებზე, არაერთი კომენტარი დაიწერა.

აზერბაიჯანელი გულშემატკივრები იმედიანად არიან განწყობილნი, თუმცა წარმატების მისაღწევად, რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერებას აუცილებლად მიიჩნევენ. "ნეფთჩის" "ფეისბუქგვერდის" პოსტის ქვემოთ დაწერილი კომენტარებიდან რამდენიმეს შემოგთავაზებთ.

"ნებისმიერი მოწინააღმდეგის, მათ შორის, თბილისის "დინამოს" გავლას დიდი მომზადება სჭირდება."

"ნუ დაიშურებთ ნურაფერს, დაამარცხეთ ქართველები!"

"დიდი შესაძლებლობა გვაქვს, ქართველებს ფეხბურთის თამაში ვასწავლოთ!"

"თქვენ დიდი ფლაგმანი ხართ!"

"სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს 3-4 მოთამაშის ტრანსფერი.
იმედი მაქვს, ამ ბარიერს გავივლით."

"ჩვენ ყოველთვის აუტსაიდერებად მივიჩნევით, მაგრამ ისევ დავამარცხებთ ქართველებს!"

"წარმატებას რომ მივაღწიოთ, მეკარე, ცენტრალური და მარცხენა მცველი, ასევე, თავდამსხმელი გვჭირდება."

"იმედი გვაქვს, წელს "ნეფთჩის" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ვიხილავთ."

"ნუ შევალთ ქართული გუნდის გვერდზე და შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ, ცივილიზებულები ვიყოთ!"

"ბოლო პერიოდში ქართული ფეხბურთის დონე გაიზარდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ!"

alt"ნეფთჩი" ისეთივე ბრენდია, როგორც "დინამო" - ცხადაძის პირველი კომენტარი

altცნობილია, ვის შეხვდება "დინამო" ჩემპიონთა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე

მკითხველის კომენტარები / 13 /
ესენი გვეღადავებიან ხო?/ რა ქართველები უნდა დააამარცხოთ ჯერ ეს ერთი? და მეორე კიდე დინამოს თუ ვერ მოუგეთ თქვენ აბა მაშინ რაღა გინდათ მანდ?! და მესამე ქართველებს კი არა ფიფიას ეთამაშებით თქვენ!!! აუხსენით ვინმემ თუ შეუძლება.
Vasili
20:18 15-06-2021
5
"ბოლო პერიოდში ქართული ფეხბურთის დონე გაიზარდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ!"
--------მაგარი ცუდი სიზმარი უნახია ამ საცოდავს, მაგან რა იცის ქართული ფეხბურთის დაცემის დონე :)
კაკო
16:56 15-06-2021
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული