"ნეფთჩი" თავის ქვეყანაში ისეთივე ბრენდია, როგორც "დინამო" საქართველოში - ცხადაძის პირველი კომენტარი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის შემდეგ თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ კომენტარი გააკეთა:

"ბაქოს "ნეფთჩი" აზერბაიჯანის ჩემპიონია და თავის ქვეყანაში ისეთივე საფეხბურთო ბრენდია, როგორც "დინამო" საქართველოში. სერიოზული მეტოქეა და რა თქმა უნდა, ვაფასებთ მას. ამ ეტაპზე შანსებზე საუბარი მიუღებელია. ჩვენი ამოცანაა, კარგად მოვემზადოთ ამ მატჩებისთვის. ჩვენი გეგმები გვაქვს, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და შედეგიც მაქსიმალური ვაჩვენოთ."

შეგახსენებთ, თბილისის "დინამო" ბაქოს "ნეფთჩისთან" საშინაო შეხვედრას 6 ან 7 ივლისს ჩაატარებს, საპასუხო კი ბაქოში 13 ან 14 ივლისს გაიმართება.


წყარო: თბილისის "დინამოს"
ოფიციალური გვერდი

altცნობილია, ვის შეხვდება "დინამო" ჩემპიონთა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე


მკითხველის კომენტარები / 14 /
იქნებ აცალოთ კაცს დიპლომატიური საუბარი. რა უნდა გადაუვლითო? მაშინ გაუარესდება ქართული ფეხბურთის საქმე მწვრთნელები იმ დონეზე რომ დაეშვებიან როგორც აქ ზოგიერთს სურს
ზურა
16 ივნისი 2021 10:42
1
ხალხი ისეა შეპყრობილი კრიტიკით წაკითხულის გააზრებაც უჭირთ, არადა მარტივად გასაგებია ყველაფერი, გარკვევით თქვა, თავის ქვეყანაში ისეთივე ბრენდიაო, თავისო
ზურა
16 ივნისი 2021 01:43
1
რა გულზე მოგხვდათ ხალხნო?სულ სხვა რამ თქვა და სხვანაირად გაიგეთ.მეორეც ის რომ იყო მაშინ იყო,40 წლის წინ,ბოლო 30 წელში ევროტურნირებზე დინამოს მეტისთვის მიუღწევია თუ ნევთჩის?რა თქმა უნდა ნევთჩის,ეს ფაქტია მოგვწონს თუ არა.
Basti
15 ივნისი 2021 18:45
4
ცხადაძემ თქვა როგორც დინამოა საქართველოში ბრენდი,ისეა ნევთჩი აზერბაიჯანშიო.ტყუილი თქვა რამე???რატომ აბავთ კუდებს მის ნათქვამს?თან ამდენი ლაიქებით.
master
15 ივნისი 2021 18:40
4
ნიკამ მოუგო სიმონს და ისეთი ბადე აქვს (ციციპასი გამოეთიშა), ნახევარფინალამდე უშრომლად მიდის, მანდ რუბლიოვს შეხვდება სავარაუდოდ და თუ ფინალში გავა, ზვერევს ან ფედერერს. თავისი საუკეთესო თამაშით მართლა შეუძლია ტურნირის მოგება, ბარეღამ დაიპყროს ეგ გერმანია თასებიან-ნაშებიანად!
მატადორ777
15 ივნისი 2021 18:02
6
Rinderknechs unda mougos,araa mistvis rtuli metoqe,magram mere uwevs Harristan shexvedra ,magastan dzalian gauchirdeba,ase rom Rublevamde shoris,zverevi da federeri arian tyrnirze ,nikas vin moagebinebs ))
დევკალიონი
16 ივნისი 2021 01:11
0
Baqostan mogebac rom sanatreli gagixdeba sheveci amnair fexburts. Daabrunet shengelia egaa magati risxva.
Ucxo
15 ივნისი 2021 17:50
1
მადლობა რომ გახსოვრთ!
რამაზ შენგელია
16 ივნისი 2021 10:04
0
კახა, ეხლავე ნუ იწყებ წაგების მიზეზების ძებნას !!! შეიძლება ამჟამად ფული მეტი აქვს ნეფთჩის ვიდრე დინამოს, მაგრამ ისეთივე ბრენდი როგორც დინამო ნამდვილად არ არის და შენ ეს ძალიან კარგად იცი!!! სამწუხაროდ უკვე დაიწყეთ წაგებისთვის საფუძველის მომზადება !!! ეს ძალიან, ძალიან ცუდია, ესეთი მენტალიტეტით ვერაფერს მოიგებთ!!! სამწუხაროდ!!! მოკლედ, უნდა მოიგოთ და მორჩა რა !!! და გეყოფათ წაგების ამდები უაზრო ახსნა განმარტებები!!!
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
15 ივნისი 2021 17:17
15
უნდა მოვიგოთ და უნდა გავიდეთ მეორე ეტაპზე, მაგრამ დინამოს ეს ძალიან გაუჭირდება, ის არ არის სისტემურად მოთამაშე კლუბი და ნეფთჩი ამაში სჯობს, ნეფთჩი რომელმაც ყარაბაღს წაართვა ჩემპიონობა, სახუმარო არ არის.
jango
15 ივნისი 2021 16:51
2
ეჰ,კახა ამხელა საფეხბურთო ცხოვრება გაქვს გავლილი და თუ ბრენდზეა ლაპარაკი "ნეფთჩი "როგორ მოვა ახლოს "დინამოსთან"?არ არი ისეთივე...
გია
15 ივნისი 2021 16:36
8
ცხადაძე შენ თუ იზავ რამეს შენი ავტორიტეტით აზერბაიჯანში,შიში და რიდი აქვთ შენი შედარებით მაგათ და თამამად ალბათ ვერ გვეთამაშებიან,თორემ რეალურად შანსი არ გვაქვს აზერბაიჯანულ კლუბთან.
master
15 ივნისი 2021 16:24
10

სიახლეები პოპულარული