"ვფიქრობ, გუნდების შანსები თანაბარია. ამჟამად, საქართველოში ჩემპიონატი გრძელდება და "დინამოს" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა, რომელიც აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მუშაობდა. ალბათ, სწორედ ეს იმოქმედებს საბოლოო შედეგზე.
კახამ ძალიან კარგად იცის, გუნდი დაცვაში როგორ უნდა ათამაშოს. გარდა ამისა, მას ეხმარება გიორგი ჩიხრაძე, რომელიც საქართველოს ნაკრებში ასევე, მცველის პოზიციაზე თამაშობდა. ამ ფაქტორების მიუხედავად, ჩემი აზრით, შანსები თანაბარია. ვინ იქნება წყვილში გამარჯვებული?
44 წლის გოგობერიშვილს როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ კლუბებში საკმაოდ ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა , საქართველოს ნაკრებში კი 2001-05 წლებში გამოდიოდა.
"ნეფთჩი" "დინამოსთვის" ძლიერდება - ებრალიძის ყოფილი თანაგუნდელი სან ტომე და პრინსიპიდან