"მაშინ გაბელიას თავზე გადავუგდე, "ნეფტჩი" "დინამოს" ახლაც აჯობებს" - აზერბაიჯანელი ვეტერანი

AutoSharing Option
აზერბაიჯანული "ნეფტჩის" ყოფილმა ნახევარმცველმა იუნის გუსეინოვმა ინტერვიუ azerisport.com-ს მისცა და ბაქოელების თბილისის "დინამოსთან" მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

-რა გახსენდებათ, როცა ხედავთ აფიშას წარწერით "დინამო" (თბილისი) - "ნეფტჩი" (ბაქო)?
-თბილისური გუნდის კარში საკუთარი გოლი. 1988 წელს მათ ბაქოში შევხვდით. ბურთი საჯარიმოში მივიღე და მოტრიალებით დავარტყი. ბურთი ოთარ გაბელიას თავზე გადავუგდე. მაშინ 1:0 მოვიგეთ, თუმცა, სამწუხაროდ, უმაღლესი ლიგიდან იმავე წელს გავვარდით. კენჭისყრის შემდეგ გამახსენეს, რომ ეს "დინამოსა" და "ნეფტჩის" შორის გამართულ მატჩებში ბოლო ოფიციალური გოლია.

-ამჯერად რა იქნება?
-"ნეფტჩის" მიერ ჩატარებული ამხანაგური შეხვედრები ვნახე. გუნდი
კარგად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით "სპარტაკთან" (2:1) მატჩში. ბიჭები ფორმაში შედიან.

მაგრამ ჩვენ არ ვიცით "დინამოს" რა გუნდი ჰყავს. მხოლოდ ის ვიცით, რომ იქ სეზონი მიმდინარეობს და მთავარი მწვრთნელი კახაბერ ცხადაძეა. ეს მოწინააღმდეგის უპირატესობაა.

-თქვენი პროგნოზი როგორია?
-ამის მიუხედავად, აზერბაიჯანის ჩემპიონი შემდეგ ეტაპზე გავა. მოწინააღმდეგის თამაშს გაანალიზებენ, დასახავენ გეგემას, თუ როგორ უნდა გამოვიდნენ მათ წინააღეგ და საკუთარ საქმეს გააკეთებენ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამათი ყველაზე ცნობილი ფეხბურთში მოღვაწე პიროვნება არა ფეხბურთელი,არამედ მსაჯი ტოფიკ ბახრამოვია, რომელმაც არგასული გოლი ჩაუთვალა ინგლისს.მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელი საერთოდ არ ყავთ.არაუშავდა ბანიშევსკის. ეგარიდაეგ.დინამო-ნეფტჩის შეხვედრების სტატისტიკაზე ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია. სასაცილოა უბრალოდ ამათი ბლატაობა...
nodiko
20:15 05-07-2021
1
შარშანდელი რო მახსოვს, დინამოს იმედი არ მაქვს. მაგრამ ჩვენ რო ვერ ვთამაშობთ, არ ნიშნავს რო აზერები არიან მაგრები. ეხ როდის დაიბრუნებ ძველ დიდებას დინამო რო მიმოფანტო ყვავ-ყორნები
123 321
11:29 05-07-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული