მეტოქისთვის ნაჩუქარი გამარჯვება - თბილისის "დინამომ" "ნეფთჩისთან" არწასაგები წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში თბილისის „დინამო“ საკუთარ მოედანზე "ნეფთჩისთან" 1:2 დამარცხდა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას, შეუტიეს კიდეც, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ. სტუმრები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 23-ე წუთზე მიზანსაც უწიეს, როდესაც მეკარე კვასხვაძე კარიდან გამოსვლისას შეცდა და ალესკეროვმა ბურთი თავზე გადაუგდო. ამის შემდეგ „დინამომ“ უფრო სახიფათო იერიშების მიტანა დაიწყო და მეკარე მამედოვმა რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. როგორც იტყვიან, გოლი მწიფდებოდა და მარუშიჩმა შორიდან ყუმბარისებრი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. 41-ე წუთზე გაბედავას შეეძლო "დინამო" წინ გაყვანა, მაგრამ შესანიშნავი შანსი
გაუშვა ხელიდან.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ცხადაძის შეგირდები კვლავ მოწინააღმდეგეზე უკეთ თამაშობდნენ, მაგრამ მორიგი შეცდომა დაუშვეს და ისევ დაისაჯნენ - ხარაბაძემ უწყინარ სიტუაციაში საჯარიმოში მაჰმუდოვი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. მაჰმუდოვის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი კვასხვაძემ არათუ მოიგერია, არამედ ბურთი დაიჭირა, მაგრამ არბიტრმა ჩათვალა, რომ ჩვენმა გოლკიპერმა დროზე ადრე დატოვა კარის ხაზი, ხელახლა შეასრულებინა უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი "დაზარალებულს" და აზერბაიჯანული გუნდი ისევ დაწინაურდა. 68-ე წუთზე ცხადაძემ შეტევის ხაზის გასაძლიერებლად ორმაგი ცვლილება განახორციელა - კუციასა და გაბედავას ნაცვლად მოედანზე ახვლედიანი და ქავთარაძე შეუშვა, მერე ხარაბაძე მორჩილაძით, ხოლო სპორკსლედე ოსეით შეცვალა.

"დინამოს" ანგარიშის გათანაბრება ზედ საფინალო სასტვენის წინ შეეძლო, მაგრამ ქარდავას თავით დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და სამწუხაროდ, 1:2 წავაგეთ. წავაგეთ არწასაგები მატჩი.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს ბაქოში გაიმართება და თუ დაშვებულ შეცდომებს არ გაიმეორებენ და შეტევაშიც უკეთ გაირჯებიან, დინამოელებს "ნეფთჩის" ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ, რომელიც რა თქმა უნდა, შემცირდა, თუმცა მაინც არსებობს.

თბილისი.“დინამო არენა“
დინამო (თბ) - ნეფთჩი 1:2
გოლები: 0:1 ალესკეროვი (23), 1:1 მარუშიჩი (36), 1:2 მაჰმუდოვი (57, პენ)

დინამო: კვასხვაძე, სპორკსლედე (ოსეი 83), ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო, ხარაბაძე (მორჩილაძე 73), რადინი, ქარდავა, კუცია (ახვლედიანი 68), გაბედავა (ქავთარაძე 68), მარუშიჩი

ნეფთჩი: მამედოვი, ჩელიქი, მბოჯი, სტანკოვიჩი, არამიში, მაჰმუდოვი, კანე, ბუგრენი (აბასოვი 90), ლავალი (ბულუდოვი 86), მეზა კოლი (ნაჯაფოვი 88), ალესკეროვი

მკითხველის კომენტარები / 20 /
პროგრესი აშკარაა 6-1 მერე 2-1 წავაგეთ!!! ნელ ნელა ფრეებსაც მივეჩვევით და მერე მოგებებსაც დავიწყებთ შიგა და შიგ!!! ძნელია ამაზე სერიოზულად გააკეთო კომენტარი
ნკ
22:10 07-07-2021
11
გუნდმა მოგვიგო დგომით და იძახით შანსი გვაქვსო? დჰ
roma
22:07 07-07-2021
8

სიახლეები პოპულარული