"დილა" "ჟილინასთან" სლოვაკეთში 1:5 განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „დილა“ გასვლაზე „ჟილინასთან“ 1:5 დამარცხდა.

მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და დებიუტში ანგარიში განელმა მცველმა ანანგმა გახსნა. შემდეგ „დილამ“ რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა და დაისაჯა კიდეც - თავდამსხმელმა დურიშმა მეორე გოლი გაუტანა გუგეშაშვილს და სლოვაკურმა გუნდმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში მალტელმა მსაჯმა ფარუჯიამ „დილას“ კარში პენალტი დანიშნა, რომელიც სომეხმა ნახევარმცველმა ბიჩახჩიანმა გამოიყენა, ცოტა ხანში დურიშმა დუბლი შეასრულა, ხოლო შეცვლაზე შესულმა ჯიბრიმ მეხუთედ დაამწუხრა გორელები. საპასუხო შეტევისას კი ნემსაძემ ბიძინაშვილის პასით
პრესტიჟის გოლი გაიტანა.

ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 15 ივლისს გორში გაიმართება.

ჟილინა. „პოდ დობნომი“

ჟილინა - დილა 5:1
გოლები: 1:0 ანანგი (6), 2:0 დურიში (25), 3:0 ბაჩახჩიანი (56, პენ), 4:0 დურიში (64), 5:0 ჯიბრი (82), 1:5 ნემსაძე (83)

ჟილინა: პეტრაში, მინარიკი, კივიორი, ანანგი, პაური (ჯიბრი 57), ფაზალაგიჩი (მუსლოვიჩი 67), ბიჩახჩიანი (ბერნატი 57), გონო, დურიში (ჯამბორი 81), რუსნაკი, კარპალიკი (გოლიანი 67)

დილა: გუგეშაშვილი, მაისაშვილი, ეტოუ, სილვა (ნემსაძე 66), სანტოსი, მოსიაშვილი (ჩიტეიშვილი 58), ბიძინაშვილი, ღუდუშაური, ნონდი, კაპანაძე (ზუბაკი 76), კამარა (ბუღრიძე 66)

alt"დილამ" "ლოკომოტივი" დაამარცხა და მესამე ადგილზე დამკვიდრდა [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 23 /
ბუღრიძე და ჩიტიშვილმა ხო დაგლიჯეს რას ამბობ. დაცვა ნული, ვინც გოლი უნდა გაიტანოს მაგ. ბუღრიძე ტიპი ზემოთ არ იხედება, თავი სულ ქვემოთ აქვს ჩახრილი ეგეთი არაფერი მინახავს. ღუდუშაურმა ბევრი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, სამწუხაროდ. ძირითადი პრობლემა მაინც დაცვის არქონა და უგულო თამაშია.
რეალობა
10 ივლისი 2021 13:07
0
რა დაგლეჯვაზეა ლაპარაკი, მაგრამ 3-0 მდე რო არ აკეთებს შეცვლებს და თამდამსხმელი შემოყავს 4-0 ზე ეგაა პრობლემა, საერთოდაც ვეღარ ფიქრობდა თამაშის გადარჩენაზე დემჩენკო, მაგას ვჩივი მე. თუმცა იმ მცირე დროში, ბევრად უფრო სწორად ითამაშა ბუღრიძემ, ვიდრე კამარამ და ღუდუშამ ერთად. ჟილინას მეკარემ ერთი სეივი გააკეთა მთელ თამაშში და ისიც ბუღრიძის დარტყმული მოიგერია. ღუდუშაური-ბუღრიძე-ჩიტეიშვილებით როცა გიწევს თამაში, მაშინ ცოტა ტვინი ინდა გაანძრიო და ისეთი ტაქტიკა დაალაგო, როგორი უნარების ფეხბურთელებიც გყავს, ან იმდენი წონა უნდა გქონდეს, რომ მოითხოვო წესიერი ტრასფერები გასაძლიერებლად.
kaxa
10 ივლისი 2021 14:19
1
დილას ასეთ წაგებაში დემჩენკოს დიდი წვლილია, შესვენების დროს არ გააკეთა შეცვლები, მინიმუმ 3 ფეხბურთელი უნდა გამოეყვანა ნემსაძე ჩიტეიშვილი და ბუღრიძე . რაც ქნა კიდეც, მაგრამ დააგვიანა. ტყუილად გაპიარებული ტრენერია რა, ელიგის დონეზე რაღაცეები გამოსდის, მაგრამ ფრუიძის ტაქტიკური აზროვნების მეოთხედსაც ვერ ქაჩავს.
ლეგიონერების სამარცხვინო დონე კი ცალკე თემაა.
kaxa
10 ივლისი 2021 11:24
0
დილა ხო ეროვნულ ჩემპიონატში უგებს სამტრედიას შუქურას და ასე შემდეგ რა არაა საკმარისი ? პ.ს შერცხვათ ?
zurabi
09 ივლისი 2021 12:55
0
საკმარისია
ლევან
09 ივლისი 2021 16:29
0
დადგინდა ქართული ფეხბურთის ადგილი-სან-მარინოსა და აზერბაიჯანს შორის ვართ
zaz197
09 ივლისი 2021 12:41
0
აზერბაიჯანი ხმამაღლა ნათქვამია, სანმარინის და სომხეთს შორის.
hhh
09 ივლისი 2021 13:37
0
ყოველგვარი ირონიის გარეშე. დილამ უნდა ეცადოს აქ მოგება. თუნდაც ერთით ნოლი. საჭიროა საქართველოსთვის ქულების დაგროვება.
haha
09 ივლისი 2021 12:23
1
დაცვა ყავთ საერთოდ?
რა სამწუხაროა
09 ივლისი 2021 12:06
0
ურიგოდ არ ითამაშა დილამ,ნემსაძემ მშვენიერი გოლი გაიტანა..ბარსელონამც 2-8 წააგო,ეს ფეხბურთია ყველაფერი ხდება
koba
09 ივლისი 2021 10:17
15
ა???
ავოე
09 ივლისი 2021 14:28
0
მეკარე იდგა გორის დილას კარში?
rotori
09 ივლისი 2021 09:59
0
მაგრა ითამაშა დილამ, თავი მოიკლეს და მე-6 ბურთი არ გაუშვეს.
დათო
09 ივლისი 2021 07:56
0
ალბათ ყველაზე სუსტი დილაა, რომელიც ევროტურნირებზე გასულა, მაგრამ მაინც სირცხვილია ასეთი ანგარიშით წაგება.
პელიდი
09 ივლისი 2021 04:39
0
სხვა გუნდები ხომ დაფრინავენ
სტალინი
09 ივლისი 2021 10:28
2

სიახლეები პოპულარული