"დილა" "ჟილინასთან" სლოვაკეთში 1:5 განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „დილა“ გასვლაზე „ჟილინასთან“ 1:5 დამარცხდა.

მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და დებიუტში ანგარიში განელმა მცველმა ანანგმა გახსნა. შემდეგ „დილამ“ რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა და დაისაჯა კიდეც - თავდამსხმელმა დურიშმა მეორე გოლი გაუტანა გუგეშაშვილს და სლოვაკურმა გუნდმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში მალტელმა მსაჯმა ფარუჯიამ „დილას“ კარში პენალტი დანიშნა, რომელიც სომეხმა ნახევარმცველმა ბიჩახჩიანმა გამოიყენა, ცოტა ხანში დურიშმა დუბლი შეასრულა, ხოლო შეცვლაზე შესულმა ჯიბრიმ მეხუთედ დაამწუხრა გორელები. საპასუხო შეტევისას კი ნემსაძემ ბიძინაშვილის პასით
პრესტიჟის გოლი გაიტანა.

ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 15 ივლისს გორში გაიმართება.

ჟილინა. „პოდ დობნომი“

ჟილინა - დილა 5:1
გოლები: 1:0 ანანგი (6), 2:0 დურიში (25), 3:0 ბაჩახჩიანი (56, პენ), 4:0 დურიში (64), 5:0 ჯიბრი (82), 1:5 ნემსაძე (83)

ჟილინა: პეტრაში, მინარიკი, კივიორი, ანანგი, პაური (ჯიბრი 57), ფაზალაგიჩი (მუსლოვიჩი 67), ბიჩახჩიანი (ბერნატი 57), გონო, დურიში (ჯამბორი 81), რუსნაკი, კარპალიკი (გოლიანი 67)

დილა: გუგეშაშვილი, მაისაშვილი, ეტოუ, სილვა (ნემსაძე 66), სანტოსი, მოსიაშვილი (ჩიტეიშვილი 58), ბიძინაშვილი, ღუდუშაური, ნონდი, კაპანაძე (ზუბაკი 76), კამარა (ბუღრიძე 66)

alt"დილამ" "ლოკომოტივი" დაამარცხა და მესამე ადგილზე დამკვიდრდა [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 23 /
ბუღრიძე და ჩიტიშვილმა ხო დაგლიჯეს რას ამბობ. დაცვა ნული, ვინც გოლი უნდა გაიტანოს მაგ. ბუღრიძე ტიპი ზემოთ არ იხედება, თავი სულ ქვემოთ აქვს ჩახრილი ეგეთი არაფერი მინახავს. ღუდუშაურმა ბევრი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, სამწუხაროდ. ძირითადი პრობლემა მაინც დაცვის არქონა და უგულო თამაშია.
რეალობა
13:07 10-07-2021
0
დილას ასეთ წაგებაში დემჩენკოს დიდი წვლილია, შესვენების დროს არ გააკეთა შეცვლები, მინიმუმ 3 ფეხბურთელი უნდა გამოეყვანა ნემსაძე ჩიტეიშვილი და ბუღრიძე . რაც ქნა კიდეც, მაგრამ დააგვიანა. ტყუილად გაპიარებული ტრენერია რა, ელიგის დონეზე რაღაცეები გამოსდის, მაგრამ ფრუიძის ტაქტიკური აზროვნების მეოთხედსაც ვერ ქაჩავს.
ლეგიონერების სამარცხვინო დონე კი ცალკე თემაა.
kaxa
11:24 10-07-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული