"ნეფთჩის" მწვრთნელი: "ოლიმპიაკოსზე" ვმსჯელობთ და მარცხენა მცველი არ გვყავს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამოს“ ძლევის შემდეგ კომენტარი „ნეფთჩის“ მწვრთნელმა სამირ აბასოვმა გააკეთა, რომლის გუნდი მეორე რაუნდში „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება.

„ვერც ერთ მატჩში ვერ ვაჩვენეთ სასურველი ფეხბურთი. ბიჭები ეცადნენ და თავისას მიაღწიეს. მთავარი შედეგია და ამას მივაღწიეთ.

გვაპატიებს თუ არა „ოლიმპიაკოსი“ მსგავს შეცდომებს? იმედი ვიქონიოთ, რომ გვაპატიებს. დაცვის შეცდომებს თავად ხედავთ. ტურნირზე მღელვარება დიდია და ეს ყოველ მატჩში იგრძნობა. ბერძნული გუნდი პირველ ნომრად თამაშის უფლებას არ მოგვცემს.

ტრანსფერები? 5 ფეხბურთელის
დამატება გვსურდა, მაგრამ ვერ მოვარხერხეთ. მარცხენა მცველი არ გვყავს და ჩვენ „ოლიმპიაკოსზე“ ვმსჯელობთ. თავდამსხმელი გვჭირდება, ორი გარემარბი. ყველაზე მეტად მარცხენა მცველი.

„ბაქსელ არენის“ მოედნის საფარზე იმაზე მეტი საუბარი იყო, ვიდრე თამაშზე. ამ თემაზე სერიოზულად ვილაპარაკებთ. ფეხბურთელები მოედანზე ეცემოდნენ. ვერაფერს გეტყვით, ამაზე პასუხისმგებელი მე არ ვარ", - ციტირებს აბასოვს azerisport-ი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა იყო ბიჭო ხარაბაძე, ხომ არ მოგეწონა?D ისე დინამოში ყოფნას კი ჯობია ნეფთში წასვლა.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული