"დილამ" გორში თამაში შემოატრიალა, ორრაუნდიანი ორთაბრძოლის ბედი - ვერა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩში „დილამ“ „ჟილინა“ 2:1 დაამარცხა, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებული მეტოქე გამოვიდა.

სლოვაკეთში 1:5 განადგურების შემდეგ გორული გუნდი, ფაქტობრივად, უშანსოდ იყო, მაინც იბრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ ბიჩახჩიანმა ზედ შესვენებაზე გასვლის წინ სტუმრები პენალტით დააწინაურა, შესვენების შემდეგ თამაშის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება შეძლო, რაც სამწუხაროდ, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ იყო.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - ჟილინა 2:1
გოლები: 0:1 ბიჩახჩიანი (45+5, პენ), 1:1 კამარა (58), 2:1 სილვა (70)

დილა: გუგეშაშვილი, მაისაშვილი (მანზი 77), ეტოუ, სილვა, ჩიტეიშვილი,
სანტოსი, მოსიაშვილი, ბიძინაშვილი, ღუდუშაური (ბუღრიძე 56), კაპანაძე (ზუბაკი 55), კამარა (მანდინგა 82)

ჟილინა: პეტრაში, მილარიკი, სლუკა, კივიორი, ანანგი, ფაზლაგიჩი (გონო 46), ბიჩახჩიანი (სიებოოდნიკი 71), მუსლოვიჩი (ბერნატი 46), დურიში, ჯიბრი (რუსნაკი 65), კარპალიკი (კოპასი 80)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა სამწუხაროა, ყურადღებით ვუყურე მატჩს და აბსოლუტურად მიუკერძოებლად, ათი თავით ჯობდა დილა ჟილინას, ყველა კომპონენტში, რანაირად წააგეს იქ ამხელა ანგარიში ძალან გულდასაწყვეტია. მაგრამ ერთი რამ ძალიან საინტერესოა:ეს გუნდი ან ძალიან კარგად თამაშობს, ან ძალიან ცუდად.და ამას რა ან რაები იწვევს ვერ ვხვდები
რეალობა
11:03 16-07-2021
1
წელს თუ არა, მომავალ წელს გაგიმართლებთ, ან მომდევნო წელს ან იმის შემდეგ და ასე ველოდოთ ათწლეულები
აწმყო არ გვწყალობს
11:02 16-07-2021
3

სიახლეები პოპულარული