"დინამო" შესაძლოა, ისევ ფარერულ კლუბს დაუპირისპირდეს - კონფერენს ლიგის კენჭისყრა

AutoSharing Option
უეფას კონფერენს ლიგაზე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. მოგეხსენებათ, ახლად შექმნილი ტურნირის პირველ ეტაპზე ბათუმის "დინამომ" სან-მარინოს "ტრე პენეს" სძლია, საქართველოს ჩემპიონმა თბილისის "დინამომ" კი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ამ ტურნირზე გადმოინაცვლა.

ქართულ კლუბებს მესამე ეტაპზე მოსახვედრად ჯერ საკმაოდ ძლიერი მეტოქეების დამარცხება მოუწევთ - თბილისელებს ჰაიფას "მაკაბის" ბარიერი აქვთ გადასალახი, გია გეგუჩაძის გუნდს კი - ბელარუსის "ბატეს".

ებრაული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მესამე ეტაპზე, თბილისის "დინამო" მონტენეგროს "ბუდოჩნოსტსა" და ფარერების "ტორსჰავნს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ  შემთხვევაში, პირველი მატჩი თბილისში გაიმართება. შეგახსენებთ, ამ ქვეყნის წარმომადგენელ "კლასვიკთან" გასულ
წელს 1:6 გავნადგურდით.

ბათუმის "დინამოს" მეტოქე მოლდოვის "პეტროკუბსა" და თურქულ "სივასპორს" შორის საუკეთესო იქნება. თუკი ბათუმელები ამ ეტაპზე ითამაშებენ,  პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 22 და 29 ივლისს გაიმართება, მესამე ეტაპისა კი - 5 და 12 აგვისტოს.

altბათუმის "დინამომ" ისევ იმარჯვა და მეორე რაუნდში "ბატეს" შეხვდება [VIDEO]

altმეტოქისთვის ნაჩუქარი გამარჯვება - თბილისის "დინამომ" "ნეფთჩისთან" არწასაგები წააგო [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 14 /
ოცნებაც მიყვარს, ვერვინ დამიშლისო....
რომელ მომდევნო ტურზე აკეთებთ გათვლებს, ილუზიებიდან გამოდით. ყველა ქართული კლუბი გამოვარდნილი იქნება ამ ტურში. ესეთი სამარცხვინო თამაშებით რაც დროზე გამოვარდებიან მით უკეთესი. ნაკლებად შეირცხვენენ თავებს
გიო
24 ივლისი 2021 13:35
0
მილიონი რო მქონდეს მაკაბიზე დავდებდი გასვლას!!!!უეჭველი კუში როა
simartle
20 ივლისი 2021 14:06
0
არ არსებობს, ბურთი და ფორმები არა ქონიათ და ჩაიშლება თამაში.. მოგება დინამოს დაეწერება 3=0 ამ საუკუნეში მე მგონი, ესეთი ანგარიშით არც მოუგიათ...
კ ო მ ბ ლ ე
20 ივლისი 2021 07:24
0
მოდი ვნახოთ სეირიიი.....
კ ო მ ბ ლ ე
20 ივლისი 2021 01:26
1
მე ვფიქრობ მატჩამდე ბატონი რომანი 3-4 სერიოზულ ტრანსფერს განახორციელებს და დინამო მაკაბისაც და ფარერულ კლუბსაც უპრობლემოდ გაივლის!
პ.ს. კაი ხო, ვხუმრობ :))))
Superman
20 ივლისი 2021 01:24
1
წელს გადავრჩით, ცხადია ფრერებამდე ვერ მიაღწევენ.
სიმართლის მოყვარული
19 ივლისი 2021 22:16
0
დაგვერხა. მოგივგებენ 10-0-ს.
ლაშა
19 ივლისი 2021 20:37
2
არასდროს გვიმართლებს წილისყრაში,ისევ უძლიერესი ფარერის გუნდები გვხვდება
დათო
19 ივლისი 2021 19:06
2
მგონია რომ ,,გადარჩება"(მაკაბი გამოაგდებს) და არ დაეჯახება ფარერების ,,გრანდს.
ქომაგი
19 ივლისი 2021 18:52
0
ვაჰ, ვინ დაწყევლა ეს ჩვენი დინამო?!...
ვოოტ
19 ივლისი 2021 17:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული