ქართულ კლუბებს მესამე ეტაპზე მოსახვედრად ჯერ საკმაოდ ძლიერი მეტოქეების დამარცხება მოუწევთ - თბილისელებს ჰაიფას "მაკაბის" ბარიერი აქვთ გადასალახი, გია გეგუჩაძის გუნდს კი - ბელარუსის "ბატეს".
ებრაული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მესამე ეტაპზე, თბილისის "დინამო" მონტენეგროს "ბუდოჩნოსტსა" და ფარერების "ტორსჰავნს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ შემთხვევაში, პირველი მატჩი თბილისში გაიმართება. შეგახსენებთ, ამ ქვეყნის წარმომადგენელ "კლასვიკთან" გასულ
ბათუმის "დინამოს" მეტოქე მოლდოვის "პეტროკუბსა" და თურქულ "სივასპორს" შორის საუკეთესო იქნება. თუკი ბათუმელები ამ ეტაპზე ითამაშებენ, პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 22 და 29 ივლისს გაიმართება, მესამე ეტაპისა კი - 5 და 12 აგვისტოს.
ბათუმის "დინამომ" ისევ იმარჯვა და მეორე რაუნდში "ბატეს" შეხვდება [VIDEO]
მეტოქისთვის ნაჩუქარი გამარჯვება - თბილისის "დინამომ" "ნეფთჩისთან" არწასაგები წააგო [VIDEO]