ცხადაძე: აუხსნელია, ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელი შიშით რატომ თამაშობს

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ჰაიფის "მაკაბისთან" 1:2 დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ისაუბრა:

"რთულია საუბარი. მეტოქემ ისევ ინდივიდუალურად გვაჯობა. ინდივიდუალური ოსტატობა დაგვაკლდა. როცა გუნდი მაღალ მიზნებს ისახავს, შესაბამისი დონის შემსრულებლებია საჭირო. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ დაცვაში ასეთი უხეში შეცდომები დავუშვით. ფლანგიდან უამრავი გადაცემა გავაკეთეთ, მაგრამ უმეტესობა არაზუსტი იყო.

ზოგიერთი მოთამაშე გამოუცდელობის ფაქტორმა დააზარალა. გამოუცდელებს ეპატიებათ, მაგრამ გამოცდილი მოთამაშეები  შიშით რატომ თამაშობენ, ეს ჩემთვის აუხსნელი და მიუღებელია...

ზოგიერთი ვიღაცის ინტერესს ატარებს და ტრიბუნიდან რაღაცებს ყვირიან. როგორც
"ნეფთჩისთან", ასევე დღევანდელ შეხვედრაში გუნდის მოსამზადებლად არაფერი დაგვიკლია და მეტოქეებს არ ჩამოვუვარდებოდით...

მართლა ბევრი რამ გავაკეთეთ, არაერთი კარგი ახალგაზრდა გამოჩნდა".

მკითხველის კომენტარები / 22 /
ასეა როდესაც ფეხბურთელებს დაბალი საშემსრულებლო კლასი აქვთ ბუნებრივად ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფებიან. აქ მხოლოდ ფსიქოლოგი ვერ უშველის საქმეს. აქ სწორი ანალიტიკური დასკვნები უნდა გაკეთდეს გუნდის შიგნით, კლუბის სტაფი უნდა შეიცვალოს და გონიერი კადრები უნდა მოვიდნენ რომლების სწორად დაგეგმავენ გუნდის წარმატებულ მომავალს, სელექციური კუთხით სწორად შეარჩევენ ფეხბურთელებს ამ უდიდიესი ტრადიციების მქონე კლუბისათვის და აზროვნებაში არ ექნებათ პრობლემები. ვერ გავიგე რატომ ვყიდულობთ და უხდით ხელფასებს ისეთ უაზრო ფეხბურთელებს რომლებიც ელემენტარულად ბურთს ვერ ურტყავენ კარის მიმართულებით, ბურთის მიღების ტეხნიკური მხარე, მოედნის პერიფერიული ხედვა და ტექნიკური არსენალი თითქმის ნულის დონეზე აქვთ, აღარ ვსაუბრობ სხვა იმ მნიშვნელოვან საფეხბურთო კომპონენტების ერთობლიობაზე რაც თანამედროვე ფეხბურთში ასე აუცილებელია.რა გითხრათ აბა სხვა? გამოდით მაგ გამოქვაბულიდან და დაიწყეთ უგუნურებმა აზროვნება ეს იქნება ჩემი მოწოდება თქვენდამი. ხომ ხედავთ ევროპის საკლუბო რეიტინგებში როგორ ყველაზე ბოლო საფეხურებზე ჩამოაქვეითეთ ჩვენი ქვ. პრესტიჟი. იფიქრეთ, მეტი დრო დაუთმეთ თქვენს პროფესიონალურ საქმიანობას და ნუ გეზარებათ შრომა და გარჯა.
valerian magradze
15:09 30-07-2021
0
კახა შენი ბრალი არაფერია, რა გუნდიც დაგხვდა, იმას ათამაშებ, მაგრამ სამოყვარულო დონეზეც კარგად ჩანს, რომ ბენიო ძალიან დაბალი დონის მოთამაშეა. 2 წელია გუნდს ნორმალური საყრდენი ვერ მოუყვანეს, რომელიც გუნდის ძრავი იქნება, ძალიან უჭირს გუნდს ამ პოზიციაზე. ამ სამი თამაშიდან ასევე ცხადად გამოჩნდა რომ გაბედავა ვერაა ფორმაში, ღირებული ვერაფერი შექმნა. ფაქტია, რომ გაბედავას და მარუსიჩის ერთად თამაში არ ამართლებს. შემდეგ თამაშში ერთადერთი შანსი შეიძლება გქონდეთ, ითამაშეთ გამოკვეთილ მე-2 ნომრად, მოგეცემათ რამოდენიმე შანსი გატანის და ის უნდა გამოიყენოთ. კახა, რაღაც შეცვალე, გადადი 4 მცველზე, 2 გამოკვეთილ საყრდენზე, ფლანგებზე ოსეი და ქავთარაძე. 1. მეკარე, ხარაბაძე, კობოური, პაპავა, სპორკლე, რადინი, ქარდავა, ანზორი, ოსეი, ქავთარაძე და მარუსიჩი
გუჯა კახაია
13:29 23-07-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული